იმუნაქტივი #30ტ

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები იმუნოლოგია → იმუნომოდულატორები
  • მწარმოებელი კომპანია: Walmark
  • მწარმოებელი ქვეყანა: ჩეხეთი
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

1 ტაბლეტი შეიცავს: ბეტა გლუკანი-200 მგ., ბიოფლავონოიდები -25მგ., ვიტამინი C -25 მგ., თუთია – 7,5მგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამსუბუქებს და ამცირებს გაციებისა და გრიპის სიმპტომებს, ამცირებს რეკონვალესცენციის პერიოდის ხანგრძლივობას, ხელს უწყობს ზოგადი ფიზიკური ტონუსის შენარჩუნებას, ამაღლებს ორგანიზმის რეზისტენტობას.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ბეტა გლუკანი არის ნატურალური პოლისაქარიდი, რომელიც მიღებულია საფუარისგან – შაცცჰარომყცეს ცერევისიაე. ბეტა გლუკანი იწვევს მაკროფაგების აქტივაციას, რომლებიც იწვევენ იმუნური სისტემის ძირითადი რგოლების აქტივაციას. ბეტა გლუკანს შეუძლია გააძლიეროს ნორმალური იმუნური პასუხი, გაზარდოს სეკრეტორული იმუნოგლობულინი A-ს კონცენტრაცია ლორწოვან გარსებზე; გააჩნია ინფექციისა და სიმსივნისსაწინააღმდეგო მოქმედება, აქვს რადიოპროტექტორული (გამოსხივებისგან დაცვის) ეფექტი; ბიოფლავონოიდები მცენარეული წარმოშობის წყალში ხსნადი ნივთიერებების ჯგუფია. აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას ორგანოებსა და ქსოვილებში, ზრდიან მათში C ვიტამინის შეღწევადობას და მის აქტივობას. ვიტამინი C ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას მავნე გარემო ფაქტორების, სტრესის, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ. ვიტამინი C უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ზოგიერთი რგოლის ფუნქციონირებას;  ანტიმიკრობულ დაცვას, NK უჯრედების  გააქტივებას, ლიმფოციტების პროლიფერაციას, ქემოტაქსისს, შენელებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს. თუთია შედის მთელი რიგი მნიშვნელოვანი ფერმენტების შემადგენლობაში. თუთია წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში არსებული 200-ზე მეტი ფერმენტის კოფერმენტს, აუცილებელია ერითროციტებისა და სისხლის უჯრედების წარმოქმნისთვის. თუთიის ნაკლებობას ორგანიზმში მივყავართ იმუნური სისტემის დეფიციტამდე – ფაგოციტებისა და ,,ნატურალური კილერების” (NK) არასრული აქტივობის გამო; მცირდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი ოქსიდაციური სტრესის მიმართ. თუთია ზრდის თიმულინის სეკრეციას და ააქტიურებს უჯრედულ იმუნიტეტს. თრგუნავს რინოვირუსების რეპლიკაციას.

ჩვენებები: *რეკომენდებულია გრიპის ეპიდემიებისა და გაციების მაღალი ალბათობის დროს *ქრონიკული დაავადებების ხშირი გამწვავება *ფიზიკური და გონებრივი გადაღლა *ქიმიური და სხივური თერაპიისწინა და შემდგომი პერიოდი.  


უკუჩვენება: 
ჰიპერმგრძნობელობა ცალკეული კომპონენტების მიმართ.
დოზირება: 1 აბი დღეში, კვებისგან დამოუკიდებლად.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30, საკვები დანამატი

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

Facebook კომენტარები