ინსტი საბავშვო / INSTY KIDS

 

სამკურნალო ფორმაგრანულები

ინსტის მცენარეული გრანულები წარმოადგენს კარგად შერჩეული მცენარეების ოპტიმალურ დაბალანსებულ შემადგენლობას ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ამოსახველებელი და შეგუბების საწინააღმდეგო მოქმედებით.

საერთო ჯამში გააჩნია ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება და დადასტურებულია მისი ეფექტურობა ისეთი ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ, როგორიცაა გრიპი.

ინსტი საბავშვო გრანულები ადვილად იხსნება წყალში.

ინსტი საბავშვო – სწრაფად ხსნადი გრანულებია უნივერსალური მოქმედებით სხვადასხვა ეთიოლოგიის ხველისას, გაციებისას, გრიპისას, ტემპერატურის მომატებისას, თავისა და ფიზიკური ტკივილებისას.

ინსტი საბავშვო –    სასიამოვნო გემოს პრეპარატია, რომელიც შეიცავს მხოლოდ სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებს და არ შეიცავს რაიმე სახის სინთეზურ და ქიმიურ ნივთიერებებს.

ინსტი საბავშვო – არ იწვევს ძილიანობას, არ ახასიათებს მიჩვევის ეფექტი და მისი გამოყენება უსაფრთხოა  უფროსებსა და ბავშვებში.

ინსტი საბავშვოსშ ემადგენლობა:

კომპონენტი

რაოდენობა

Salix alba

468 მგ

Adhadota vasica

188 მგ

Glycyrrhiza glabra

344 მგ

Viola odorata

62 მგ

Valeriana officinalis

63 მგ

Foeniculum vulgare

47 მგ

Eucalyptus globulus

22 მგ

Thea sinensis (ჩინური  ჩაის ფოთლები)

78 მგ

ინსტი საბავშვოს შემადგენელი კომპონენტების განსაკუთრებული თვისებები:

Salix alba

თეთრი ტირიფის ფესვი შეიცავს სალიცინს და გამოიყენება ტკივილისა და ცხელების სამკურნალოდ. სალიცინი აძლიერებს პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ, მადეზიფინცირებელ და ანტისეპტიკურ თვისებებს.

Adhadota vasica

შეიცავს მწარე არააქროლად ვაზილინის ალკალოიდს, რომელიც უზრუნველყოფს ინსტის ანტისეპტიკურ თვისებებს და გააჩნია არაჩვეულებრივი ამოსახველებელი მოქმედება.

Glycyrrhiza glabra

ახდენს დამარბილებელ და ამოსახველებელ მოქმედებას ტრაქეალური ლორწოვანი სეკრეციის სტიმულირების შედეგად.

Viola odorata

ანტიჰისტამინური, ამოსახველებელი და სიცხის დამწევი საშუალებაა.

Valeriana officinalis

დამამშვიდებელი საშუალებაა და ხელს უწყობს თავის ტკივილის, ხველის, კანკალის დროს მდგომარეობის გაუმჯობესებას.

Foenuculum vulgare

ეფექტურია სასუნთქი გზების დაავადებისას, ნაწილობრივ ასთმისა და ბრონქიტისას.

Eucalyptus globules

აძლიერებს ანტისეპტიკურ და ამოსახველებელებელ მოქმედებას.

Thea sinensis ( ჩინური ჩაის ფოთლები)

აძლიერებს ანტისეპტიკურ და ამოსახველებელ მოქმედებას.


გამოყენების ჩვენებები:
– ყელის გაღიზიანება
– ხველა
– გრიპი
– ცხვირის შეგუბება
– ცხელება
– გაციება
– თავისა და ფიზიკური ტკივილები

გამოყენების ინსტრუქცია
პაკეტი გახსენით ერთ ჭიქა ცხელ წყალში ან ჩაიში და დალიეთ ნელ-ნელა.

დოზირება:
10 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში.

10 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში: 1 პაკეტი 3-ჯერ დღეში

ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები:
გრანულები შეიცავენ საქაროზას, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია დიაბეტით.

დაავადებული პაციენტებისათვის, ასევე ჰიპოკალორიული დიეტისას.

გვერდითი ეფექტები:
მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები პაციენტებში, რომელთაც ახასიათებთ ალერგია ინსტის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

ჭარბი დოზირება:
არ არის ცნობილი.

გამოშვების ფორმა:
პაკეტი 3,5 გრ-იანია; ყოველი მუყაოს კოლოფი შეიცავს 5/10 პაკეტს.

შენახვის ვადა:
3 წელი გამოშვების თარიღიდან.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა:
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მოარიდეთ ბავშვებს.

 

Facebook კომენტარები