JUNICAL D3 100 ml

მინერალების და D3–ის კომბინაცია (CA,P,D3)
ჯგ.: ფოსფორისა კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალება.ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალება.
JUNICAL D3-ის შემადგენლობაშია : 100მლ.სიროფი.
10მლ შეიცავს ca2+ –228 მგ/10ml
ფოსფორი – 121მგ
ვიტამინი D3 – 125სე
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ძვლოვანი ქსოვილის მნიშვნელოვან მინერალებს CA და P წარმოადგენს. .აუცილებელია დაცული იყოს მათ შორის თანაფარდობა 1:1.5,1:2. ძვლოვანი ქსოვილის და კბილის ემალის 75% კალციუმისჰიდროასპარაგინატია.CA–შედის კბილების და ძვლის შემადგენლობაში,მონაწილეობს ნერვული იმპულსის
გადაცემაში,არეგულირებს კუნთების შეკუმშვა– მოდუნებას, მონაწილეობს სისხლის შედედების სისტემაში. P–15% –ით აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას და ამცირებს მის გამოდევნას.მონაწილეობს ძვლის და კბილის ფორმირებაში, ასევე ენერგეტიკულ ცვლაში. D3- ასტიმულირებს CA და P აბსორბციას ნაწლავში.
პრეპარატი უზრუნველყოფს ძვლოვანი სისტემის და კბილების ეფექტურ მინერალიზაციას,მონაწილეობს ნერვული სისტემის და კუნთოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებაში.
ჩვენება: რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა, კალციუმის დეფიციტი, აქტიური ზრდის პერიოდი,ძვლის დისლოკაციისა და მოტეხილობების მკურნალობა- პროფილაქტიკა,კრუნჩხვითი სინდრომი, კანის დაავადებები, ალერგიის კომპლექსური მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება:პერორალური დოზა 2,5-5 მლ. ექიმის დანიშნულების მიხედვით ნული ასაკიდან.
გვერდითი მოვლენები: შეიძლება გამოვლინდეს გასტროინტესტინალური ტრაქტის სუსტი გაღიზიანება,გულის რევა და ღებინება.
უკუჩვენება: ჰიპერცალცემია.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბნელ მშრალ ადგილას 250C ტემპერატურაზე.
მწარმოებელი; პოლონეთი, AFLOFARM(შპს აფლოფარმ სამკურნალო საშუალებების ფაბრიკა) შკოლნას ქ.31

Facebook კომენტარები