CASPA® DROPS

კასპა® წვეთები

(აუმჯობესებს საჭმლის მონელებას)

კასპა წვეთები შეიცავს მცენარეებს რაც სასრგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. იგი ხელს უწყობს ჩვილებში და ბავშვებში კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების მოგვარებას, ამცირებს მუცლის შებერილობას, დისპეპსიას და კუჭ-ნაწლავის სპაზმს. იგი ასევე ხელს უწყობს ჭიებისგან გაწმენდას და უზრუნველყოფს საჭმლის ადეკვატურ მონელებას.  

კასპა წვეთები  ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნორმალური ფიზიოლოგიური ფუნქციის აღდგენას, ასტიმულირებს კუჭ-ნაქწლავის ჯირკვლების ფერმენტულ სეკრეციას, ხელს უწყობს  საკვების ელემენტების ოპტიმალურ მონელებას და შეუძლია კუჭ-ნაწლავის ტრაქტი დაიცვას სხვადასხვა მიკრობული და პარაზიტული ინფექციებისგან.  მთლიანი საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებით, კასპა წვეთები ბავშვებში ხელს უწყობს წონაში ადეკვატურად მატებას, ასევე უზრუნველყოფს მათ ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას.

ფორმა: პერორალური წვეთები

შემადგენლობა:

ყოველი 10 მლ შეიცავს:

შემდეგ ექსტრაქტს:

Anethum sowa (Soa)   ხილი  40 მგ

Acorus calamus (Vacha)   ფესურა  10 მგ

Plumbago zeylanica (Chitrak)  ფესვი  6 მგ

Trachyspermum ammi (Ajwain)  ნაყოფი 5 მგ

Mentha spicata (Pudina) ფოთლები  5 მგ

Caesalpinia crista (Latakaranj)  თესლი  4 მგ

Embelia ribes (Vidang) ნაყოფი  4 მგ

Elettaria cardamomum (Elaichi) ნაყოფი 3 მგ

Hedychium spicatum (Shati) ფესურა 3 მგ

Holarrhena antidysenterica

(Indrayav) თესლი  2 მგ

ფხვნილი:

შავი მარილი (Kala namak)  მარილი  20 მგ

ქვამარილი (Saindhav) მარილი 10 მგ

Ferula foetida (Hingu) ექსუდატი 10 მგ

Citrus acida (Nimbuk) წვენი  ნაყოფი 10 მგ

არომატიზებული სიროფი Q.S.

კონსერვანტები: ნატრიუმის ბენზოატი IP, ნატრიუმის მეთილპარაბენი IP, ნატრიუმის

პროპილპარაბენი IP, ბრონოპოლი IP

ფერი: მტკიცე მწვანე FCF

ჩვენება: აუმჯობესებსკუჭ-ნაწლავის სისტემას, ამცირებს დისპეპსიით გამოწვეულ შებერილობას, ახდენს მუცლის შებერილობის და მეტეორიზმის პრევენციას.

დოზა:

ბავშვები (6 თვიდან 2 წლამდე): 10-20 წვეთი.

ყველა დოზა მიიღება კვებამდე 15 წუთით ადრე, 3-4-ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები: არ არის მოცემული

უკუჩვენება: პაციენტები რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე ზემოაღნიშნული ინგრედიენტის მიმართ.

წამალთშორისი ურთიერთქმედება: არ არის მოცემული

ჭარბი დოზა და მკურნალობა: ძალიან დიდი დოზის მიღებისას ბავშვებში შეიძლება აღინიშნოს კუჭის მსუბუქი გაღიზიანება და მსუბუქი კუჭ-ნაწლავის გაწმენდა, ასეთ მდგომარეობაში მიზანშეწონილია პროდუქტის მიღების შეწყვეტა და კონსულტაციისთვის  დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ბავშვის ექიმს.

გაფრთხილება:

ბავშვები (12 წლამდე ასაკის): გამოყენება რეკომენდებულია

სიფრთხილის ზომები

  • გამოიყენება მხოლოდ პერორალურად, მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
  • არასასურველი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ წამლის მიღება და კონსულტაციისთვის მიმართეთ ბავშვის ექიმს.
  • არ გამოიყენოთ თუ ხუფი გატეხილია.

ფიზიკური მახასიათებლები: მუქი მწვანე ფერის თხევადი სიროფი, დამახასიათებელი სუნით და გემოთი.

პრეზენტაცია:  30 მლ ქარვისფერი პლასტმასის ბოთლი საწვეთურით.

შენახვის პირობები:  შეინახეთ არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

შენახვის ვადა: წარმოების თარიღიდან 3 წელი.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია ინდოეთში VASU Healthcare Pvt. Ltd-ს მიერ

896/A, G.I.D.C. მაკარპურა, ვადოდარა – 390010, გუჯარათი, ინდოეთი.

ვებ-გვერდი: www.vasuhealthcare.com

ISO-9001 კომპანია

მომხმარებელთა მომსახურების ექსკლუზიური ნომერი: +91-265-6131313

ელ-ფოსტა: [email protected]

Facebook კომენტარები