საერთაშორისო დასახელება
– ketoprofen

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
25მგ/გ 50გ გელი ტუბში

გელის ყოველი გრამი შეიცავს 25 მგ კეტოპროფენს.
დამხმარე ნივთიერებები
კარბომერი, ტროლამინი, ლავანდის ეთერზეთი, ეთანოლი, გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები

რისთვის გამოიყენება გელი კეტონალი
გელი კეტონალი გამოიყენება ადგილობრივად შემდეგი მდგომარეობების შესამსუბუქებლად:
– კუნთების, სახსრების ტკივილისა და სპორტული და სხვა სახის ტრავმების შედეგად შეშუპების მოსახსნელად (ამოვარდნილობები, დაჭიმულობები, მყესების გაწყვეტა, სხვადასხვა დაზიანებები).
– ჭარბი ფიზიკური დატვირთვის შედეგად განვითარებული კუნთების ტკივილის მოსახნელად.
– წელის ტკივილისა და ანთების დროს, ასევე სახსრების დეგენერაციული რევმატიული დაავადებებისას.
დამატებითი ინფორმაციისათვის, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

მიღების წესები და დოზები

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
მოზრდილები და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში:
გელის წასმა ხდება მტკივნეულ ადგილზე დღეში 1-2-ჯერ და ფრთხილად შეიზილება კანში. დოზა დამოკიდებულია მტკივნეული უბნის ფართობზე.
5 სმ გელი შეესაბამება 100 მგ კეტოპროფენს.
10 სმ გელი შეესაბამება 200 მგ კეტოპროფენს.
არ შეიძლება გელის წასმა ლორწოვან გარსებზე, ანალური ხვრელის მიდამოზე, სასქესო ორგანოებზე და კანზე თვალების გარშემო. სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო, რათა გელი არ მოხვდეს თვალში.
მკურნალობის პერიოდში რეკომენდებული არ არის მჭიდრო ტანსაცმლის ტარება.
გელის ყოველი წასმის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.
კეტონალის გელის გამოყენება შეიძლება კეტონალის სხვა ფარმაცევტულ ფორმებთან კომბინაციაში (კაფსულები, ტაბლეტები, სუპოზიტორიები).
მაქსიმალური დღიური დოზა გამოყენებული ფარმაცევტული ფორმის მიუხედავად არის 200 მგ კეტოპროფენი.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, კეტონალის გელის გამოყენებისას ასევე შესაძლოა აღინიშნოს არასასურველი ეფექტები.
ყველაზე ხშირად ვლინდება ლოკალიზებული კანის რეაქციები, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს გამოყენების ადგილის ფარგლებს გარეთაც.
ნაკლებად ხშირად (1000-დან 1-ზე მეტ, თუმცა 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ქავილი, ერითემა (კანის გაწითლება), ეგზემა და მსუბუქი ხანმოკლე დერმატიტი (კანის ანთება გამონაყარით).
იშვიათად (10 000-დან 1-ზე მეტ, თუმცა 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ჭინჭრის გამონაყარი (გამონაყარი ქავილით), გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები (კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივებზე), ბებერები, პურპურა, მრავაფორმიანი ერითემა (გამონაყარი, კანის გაწითლება, ბუშტუკები ტუჩებზე, თვალებზე ან პირის ღრუში, კანის აქერცვლა), კანის პაპულოზური დაავადება (ლიქენისმაგვარი დერმატიტი).
ძალიან იშვიათად (10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ანგიოშეშუპება (ალერგიული რეაქცია – უპირატესად სახისა და ყელის შეშუპება) და ანაფილაქსია (მწვავე ალერგიული რეაქცია – სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა) აღწერილია კეტოპროფენის სისტემური და ადგილობრივი დანიშვნისას.
აღწერილია ასევე მწვავე კონტაქტური დერმატიტი მზის ზემოქმედების შემდეგ. აღინიშნა მწვავე დიფუზური კონტაქტური ხანგრძლივი ფოტოალერგიული რეაქციის ერთი შემთხვევა.
ზოგიერთ შემთხვევაში კეტოპროფენმა შეიძლება გამოიწვიოს ფოტოსენსიბილიზაციის საკმაოდ ხანგრძლივი რეაქციები (კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივებზე).
კეტოპროფენის სისტემური და ადგილობრივი დანიშვნისას აღწერილია ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი – სტივენს-ჯონსონის სინდრომი (გამონაყარი, კანის გაწითლება, ბუშტუკები ტუჩებზე, თვალებზე და პირის ღრუში, კანის აქერცვლა, ციება).
აღწერილია თირკმლების ქრონიკული უკმარისობის გაუარესების ერთი შემთხვევა კეტოპროფენის გელის გამოყენების შემდეგ. ადგილობრივმა არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ ინტერსტიციალური ნეფრიტი. აღწერილია უკვე არსებული მცირე ხარისხის თირკმლის უკმარისობის გაუარესების ერთი შემთხვევა.
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი რეაქციის განვითარებისას კეტონალის გელის გამოყენება უნდა შეწყდეს. ამასთან აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია ან უახლოეს საავადმყოფოში მისვლა:
– კანის ალერგიული რეაქცია
– ასთმური შეტევა
– კანის იმ უბნების მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების ან ულტრაიისფერი სხივების მიმართ, რომლებზეც ხდება გელის წასმა (ე.წ. ფოტოალერგიული რეაქცია)
– შესამჩნევად განვითარებადი კანის მწვავე რეაქცია.
შემდეგი რეაქციების გამოვლენისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია:
– კანის გაწითლება
– კანის ქავილი
– წვის შეგრძნება
– კანის სიმშრალე პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას.
ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც აღწერილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენება

– კეტოპროფენის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ ალერგიის დროს.
– თუ პაციენტს აღენიშნება ან წარსულში აღენიშნებოდა ასთმა, ჭინჭრის ციება (ქავადი გამონაყარი) ან ალერგიული ტიპის რეაქციები, რომლებიც გამოწვეული იყო კეტოპროფენით ან სხვა მსგავსი მოქმედი ნივთიერებებით, როგორიცაა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ან სალიცილატები (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა).
– კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე წყლულის დროს.
– შეცვლილი ან დაზიანებული კანი მაგ. ეგზემა (ქავადი, წითელი, წვადი გამონაყარი), ფერიჭამიები, სხვადასხვა დერმატოზები (კანის დაზიანებები)., ღია ჭრილობები ან ინფექციური დაზიანებები;
– მკურნალობის დროს მჭიდრო ტანსაცმლის ტარება;
– იგივე მონაკვეთზე სხვა ადგილობრივი საშუალებების ერთდროულად წასმა;
– ორსულობის ბოლო ტრიმესტრის დროს.
– 15 წლამდე ასაკის პაციენტებში.

განსაკუთრებით ფრთხილად იყავით კეტონალი გელის გამოყენებისას
– კეტონალის გელის წასმა არ შეიძლება ლორწოვან გარსებზე, ანალური ხვრელის ან სასქესო ორგანოების მიდამოებში, ასევე სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო, რათა გელი არ შეეხოს თვალებს.
– პრეპარატის გამოყენების პერიოდში და თერაპიის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში პაციენტი უნდა მოერიდოს იმ მიდამოებზე მზის ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას, სადაც ხდება გელის წასმა.
– თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლების ფუნქციის მოშლა, ამ პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
– მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ გამოვლინდა ცვლილებები კანის მხრივ (მაგ. გამონაყარის განვითარება). გელის ადგილობრივად წასმამ შეიძლება გამოიწვიოს ასთმისა და სისტემური ალერგიული რეაქციების განვითარება.
მიუხედავად იმისა, რომ კეტოპროფენის ადგილობრივად გამოყენებისას არასასურველი სისტემური ეფექტების გამოვლენის ალბათობა დაბალია, პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს, თუ მას აღენიშნება ან წარსულში აღენიშნებოდა თირკმლების, გულის ან ღვიძლის დაავადებები, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ნაწლავების ანთებითი დაავადებები ან ცერებროვასკულარული სისხლდენა.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
კეტონალის გელი უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრებში კეტოპროფენის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს.
ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული კეტონალის გელის გამოყენება, ვინაიდან ლაქტაციის პერიოდში კეტოპროფენის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დამტკიცებული.
განსაკუთრებული მითითებები

ავტომობილების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ არსებობს მონაცემები მენტალურ და/ან ფიზიკურ შესაძლებლობებზე კეტონალის გელით გამოწვეული ეფექტების შესახებ.
ჭარბი დოზირება
თუ გამოიყენეთ გელი კეტონალი საჭიროზე მეტი რაოდენობა უნდა მოხდეს კანის ჩამობანა გამდინარე წყლით. ამასთან, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციაც. ჭარბი დოზირების შემთხვევები ჯერ არ არის აღწერილი.

თუ დაგავიწყდათ გელი კეტონალის გამოყენება
კეტონალის გელის წასმის დავიწყების შემთხვევაში, მისი წასმა უნდა მოხდეს შემდეგი დოზისათვის განკუთვნილ დროს. დაუშვებელია შემდეგი დოზის გაორმაგება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

თუ პაციენტი ამჟამად იღებს ან წარსულში იღებდა რომელიმე სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ სამკურნალო საშუალებას, მან ამის შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს.
კეტონალის გელის ადგილობრივად გამოყენებისას ნაკლებად სავარაუდოა სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებების გამოვლენა.
მიუხედავად იმისა, რომ კეტოპროფენი უმნიშვნელოდ შეიწოვება კანიდან, თავიდან უნდა იქნას აცილებული მისი გამოყენება მეთოტრექსატას მაღალ დოზებთან ერთად.
კეტონალის გელთან ერთად არ შეიძლება სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და სხვა ისეთი მალამოების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ კეტოპროფენს.
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, თუ ის იღებს პრეპარატ კუმარინს (სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალება).

შენახვის პირობები და ვადები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25ºC-ზე.
ტუბი უნდა ინახებოდეს კარგად დახურულ მდგომარეობაში.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Salutas Fharma
გერმანია

Facebook კომენტარები