საერთაშორისო დასახელება:

FAMOTIDINE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER

მოქმედი ნივთიერება: ფამოტიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰისტამინური H2-რეცეპტორების ბლოკატორი, კუჭისა და 12-გოჯანაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14 და 28 ც.

1 ტაბ.

ფამოტიდინი ………  20 მგ

1 ტაბ.

ფამოტიდინი ………. 40 მგ

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, შეფუთვაში 5 ფლ. და 5 ამპ. გამხსნელი

1 ფლ.

ფამოტიდინი ………. 20 მგ

გამხსნელი: ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი 0.9%, ამპულაში 5 მლ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფამოტიდინი თრგუნავს კუჭში მარილმჟავას ბაზალურ და გასტრინით, ჰისტამინით და ნაკლებად აცეტილქოლინით სტიმულირებულ სეკრეციას.

საკვები ან ანტაციდური პრეპარატების ერთდროულად გამოყენება გავლენას არ ახდენს ქვამატელის შეწოვის პროცესზე. ტაბლეტების პერორალურად მიღებისას პრეპარატის მოქმედების ეფექტი იწყება 1 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 10-12 სთ-ის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა:

ფამოტიდინის ბიოშეღწევადობა მისი პერორალური მიღებისას შეადგენს 40-45%-ს, პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი – 2.3-3.5 სთ-ს, ხოლო კრეატინინის კლირენსისას 10 მლ/წთ-ში უფრო ნაკლები მაჩვენებლის დროს – 20 სთ-ს. პრეპარატის 30-35% ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით.

ქვამატელის ვენაში ინექციის დროს პრეპარატის მოქმედების ეფექტი იწყება პირველი 30 წთ-ის განმავლობაში. პრეპარატის 65-70% ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით.

ჩვენებები:

  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭის სეკრეტორული ფუნქციის გაძლიერებით გამოწვეული ეროზიული ეზოფაგიტი, კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, ზოლინგერ-ელისონის სინდრომი;
  • კუჭის წყლულის რეციდივების პროფილაქტიკა;
  • კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკა ზოგადი ანესთეზიის დრო (მენდელსონის სინდრომი).

მიღების წესი და დოზირება:

შემოგარსული ტაბლეტები:

  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის დროს ჩვეულებრივ ინიშნება 20 მგ 2-ჯერ დღეში ან 40 მგ ერთხელ დღეში ძილის წინ. მკურნალობის კურსი ძირითადად გრძელდება 4-8 კვირა.
  • წყლულის რედიცივიდის პროფილქატიკა – 20 მგ დღეში ერთხელ ძილის წინ.
  • კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსი – 20 მგ 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს 6 კვირის განმავლობაში, ეზოფაგიტის დროს – 20-40 მგ 2-ჯერ დღეში 12 კვირის განმავლობაში.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:

  • პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეოებაზე. საწყისი დოზა ძირითადად შეადგენს 20 მგ-ს ყოველ 6 სთ-ში. პრეპარატის მიღება წარმოებს კლინიკურად დადგენილი დროის განმავლობაში.
  • კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკა ზოგადი ანესთეზიის დროს – 40 მგ საღამოს ოპერაციის წინ. და/ან დილას ოპერაციის წინ.

ინექციები:

  • იყენებენ მხოლოდ მძიმე შემთხვვებში, ან მაშინ, როდესაც ტაბლეტების მიღება შეუძლებელია. ვენაში ინექციის სახით პრეპარატის ძირითადი დოზა შეადგენს 20 მგ-ს 2-ჯერ დღეში (ყოველ 12 სთ-ში).

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:

  • საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ-ს ვენაში, ყოველ 6 სთ-ში ერთხელ. შემდგომში პრეპარატის დოზა დამოკიდებულია მარილმჟავას სეკრეციაზე და ავადმყოფის კლინიკურ მდგომარეობაზე.
  • კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკისათვის ზოგადი ანესთეზიის დროს. ანესთეზიის დაწყებამდე ვენაში შეჰყავთ 20 მგ პრეპარატი ოპერაციის დღეს ან არანაკლებ 2 სთ-ით ადრე ოპერაციის დაწყებამდე.

ვენაში ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს. ვენაში წვეთოვანი ინექციის დაწყებამდე საჭიროა ფლაკონში არსებული ფხვნილის გახსნა 5-10 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარში და პრეპარატის ნელი ინექცია 2 წთ-ის განმავლობაში, ხოლო ვენაში ინფუზიის დროს საჭიროა ფლაკონის შიგთავსის გახსნა 100 მლ 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარში. ვენაში ინფუზია წარმოებს 15-30 წთ-ის განმავლობაში. პრეპარატის ხსნარის მომზადება ხდება უშუალოდ მისი გამოყენების წინ. გამოყენებისას ვარგისია პრეპარატის მხოლოდ სუფთა და გამჭვირვალე ხსნარი. გახსნილი საინექციო ხსნარი ინახება 250C ტემპერატურაზე, არა უმეტეს 24 სთ-ის განმავლობაში.

  • თირკმელების უკმარისობის დროს 30 მლ/წთ-ში უფრო ნაკლები კრეატინინის კლირენსის არსებობისას, აუცილებელია პრეპარატის სადღეღამისო დოზის (როგორც პერორალურად მიღებისას, აგრეთვე ვენაში ინექციის დროს) შემცირება 20 მგ-მდე, ან პრეპარატის ცალკეული დოზების მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა 36-48 სთ-მდე.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად – ცხელება, თავის ტკივილი. გადაღლილობა, ყაბზობა, დიარეა, ალერგიული რეაქციები, არითმია, ქოლესტაზური სიყვითლე, სისხლის შრატში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, კუნთების და სახსრების ტკივილი, გარდამავალი ფსიქიური დარღვევები, ბრონქოსპაზმი, ალოპეცია, ფერიმჭამელები, ქავილი, კანის სიმშრალე, ყურებში შუილი, გემოს შეგრძნების დაკარგვა.

ინექციის ადგილზე შესაძლებელია გაღიზიანება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ფამოტიდინის და სხვა ჰისტამინური H2 რეცეპტორების ბლოკატორების მიმართ;

* ორსულობა და ლაქტაცია;

* ბავშვთა ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები:

* ჰისტამინური H2 -რეცეპტორების ბლოკატორებით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა ჰისტოლოგიური გამოკვლევების ჩატარება, რათა გამოირიცხოს ავთვისებიანი პროცესის არსებობა. ვინაიდან ამ დროს მოსალოდნელია სიმპტომატიკის შენიღბვა და დიაგნოსტიკის გაძნელება. ქვამატელი სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს, რომელთაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია. ამ დროს საჭიროა პრეპარატის დოზის კორექცია.

ჭარბი დოზირება:

ადგილი აქვს გვერდითი მოვლენების სიმპტომების უფრო მკვეთრ მანიფესტირებას.

ამ დროს საჭიროა კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური ან შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ქვამატელი გავლენას არ ახდენს ციტოქრომ P450 ფერმენტულ სისტემაზე, მაგრამ კუჭის pH-ის მომატებით შესაძლებელია ერთდროულად მიღებული კეტოკონაზოლის შეწოვის შემცირება.

შენახვის პირობები:

ტაბლეტები ინახება 15-300C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მომზადებული საინექციო ხსნარი ინახება 15-250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა – 24 სთ.

 

Facebook კომენტარები