კოლაფიბი

ჰიდროლიზირებული კოლაგენი ტიპი 1&3 და  ჟელატინი ტიპი B   

გაიხანგრძლივე ახალგაზრდობა!

  • კოლაფიბი – მაღალი ბიოშეღწევადობის ჰიდროლიზირებული კოლაგენის კომპლექსი სილამაზის, ახალგაზრდობის და ჯანმრთელობისთვის.
  • კოლაფიბი – შექმნილია მაღალი ტექნოლოგიით მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისაგან.
  • კოლაფიბი – თანამედროვე, ეფექტური,  ხანგრძლივი მოქმედების ბუნებრივი საშუალება მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის
  • კოლაფიბი – აღდგენა, გაჯანსაღება, განახლება
  • კოლაფიბი – სიცოცხლისუნარიანობა ყველა ასაკში

კოლაგენი – მთავარი ბოჭკოვანი ცილა – ადამიანის ორგანიზმში ყველაზე გავრცელებული ცილაა, ის   პრაქტიკულად ორგანიზმის ყველა ქსოვილშია და ცილების 25%-35% -ს შეადგენს. კოლაგენი ასრულებს ,,წებოს“ ფუნქციას და მისი დამსახურებაა ორგანიზმის მთლიანობა.  არსებობს კოლაგენის 16 ტიპი, თუმცა მთლიანი მოცულობის 90% -ს შეადგენს კოლაგენი ტიპი I, II, III . ტიპი I კოლაგენის ყველაზე ძლიერი ტიპია, რომელიც  მსხვილ კოლაგენურ ბოჭკოებს ქმნის.   წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის , მათ შორის კანის, მყესების, იოგების, ძვლების, ხრტილის, სისხლძარღვების მთავარ სტრუქტურულ ცილას, ასევე შედის თმა, კანის,  ფრჩხილების, კუნთების შემადგენლობაში. ტიპი III – მონაწილეობს რეტიკულური ბოჭკოების შენებაში,  ის გხვდება კანში, სახსრებში,  ნაწლავებში, ცხიმოვან ქსოვილში. 

რატომ იზრდება კოლაგენზე დღითიდღე მოთხოვნა?

კოლაგენი და კანი

კანის 70 % კოლაგენისაგან შედგება. კოლაგენი უზრუნველყოფს კანის ელასტიურობას, სიმკვრივეს ახალგაზრდულ იერს. მისი სინთეზი მცირდება 25 წლიდან ყოველწლიურად 1,5% -ით და 45 წლამდე საერთო რაოდენობის 30 %-ს ვკარგავთ. განსაკუთრებით კოლაგენის სინთეზი  მცირდება მენოპაუზის შემდეგ.  სხეული თანდათან კარგავს ახალგაზრდულ სიჯანსაღეს, ამის გამომხატველი ნიშნებია კანის სიმშრალე, ნაოჭები, მოშვებული არაელასტიური კანი, თხელი მტვრევადი ფრჩხილები, თმის სტრუქტურის გაურესება, სახსრების და კუნთების ტკივილი და სხვა.

კოლაგენის  მიღება უზრუნველყოფს ახალგაზრდობის შენარჩუნებას, ხელს უწყობს კანის უჯრედებს განახლება აღდგენას, კანი ხდება უფრო მკვრივი, გლუვი და ელასტიური, მცირდება ნაოჭების წარმოქმნა, კოლაგენი ასევე ეხმარება გამომშრალ კანს გაწყლოვანებისა და ტენიანობის აღდგენაში, კოლაგენი უზრუნველყოფს ჯანმრთელი თმა და ფრჩხილის ფორმირებას .

კოლაგენი  და ძვალ-სახსროვანი სისტემა

წლების განმავლობაში მიაჩნდათ რომ მხოლოდ კალციუმი არის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი ჯანმრთელი ძვლებისათვის, მაგრამ კვლევებმა აჩვენა , რომ კოლაგენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ძვალ- სახსროვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ძვალი შედგება კოლაგენური მატრიქსისაგან,  კოლაგენს აქვს შემაკავშირებელი ფუნქცია მყესებსა და ძვალ-სახსროვან სისტემაში. ასაკის მატებასთან ერთად ქვეითდება კოლაგენის სინთეზი,  სუსტდება კოლაგენური მატრიქსი,  შესაბამისად სუსტდება  ძვლებიც, კოლაგენის მიღებით კი ეს პროცესი მცირდება.

  • ხელს უწყობს სახსარში ქონდროციტებისა და პროტეოგლიკანების სინთეზს რომლებიც წარმოქმნიან ხრტილის ურედშორის მატრიქსს
  • ხრტილოვან ქსოვილში აღადგენს დარღვეულ მეტაბოლურ პროცესებს
  • უზრუნველყოფს ხრტილის სტრუქტურის რეგენერაციას, ჰიდრატაციას და ელასტიურობას
  • ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავას წარმოქმნას
  • აღადგენს სინოვიალური სითხის მოცულობას და სიბლანტეს
  • აუმჯობესებს სახსრების სტრუქტურას და ფუნქციებს, ამცირებს სახსროვანი ზედაპირის ცვეთას
  • ხელს უწყობს სახსრების, ძვლების, ხრტილების და მყესების ჯანმრთელი მდგომარეობის შენარჩუნებას

ასაკის მატებასთან ერთად კუნთები კარგავენ ტონუსს, ელასტიურობას , ამინომჟავები რომელიც შედის კოლაგენის შემადგენლობაში მონაწილეობს კუნთების ფორმირებაში, ხოლო არგინინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კუნთებში.

გარდა ამისა კოლაგენი მონაწილეობს ცხიმების წვაში და ზრდის კუნთოვან მასას , აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აჩქარებს  ჭრილობების შეხორცებას. 

რატომ ამვილაბის კოლაფიბი?

  • შეიცავს მაღალი ბიოშეღწევადობის ჰიდროლიზირებულ კოლაგენურ პეპტიდებს (ჰიდროლიზირებული კოლაგენი ტიპი 1&3 , ჟელატინი ტიპი B) , რომელიც იშლება წვრილ პეპტიდებათ (გლიცინი, პროლინი, ჰიდროქსიპროლინი)  და აქვთ მცირე მოლეკულური მასა. კვლევებმა აჩვენა,  რომ ჰიდროლიზირებული კოლაგენის 90% შეიწოვება სისხლში მიღებიდან 1 საათის განმავლობაში და ტრანსპორტირდება სამიზნე ორგანოებში ( კანი, ძვლები, სახსრები, ხრტილები და ა.შ) . კოლაგენის პეპტიდები მოქმედებენ როგორც საშენი მასალა ლოკალური უჯრედებისათვის და მონაწილეობენ ახალი კოლაგენური ბოჭკოების სინთეზში.
  • ჰიდროლიზირებული კოლაგენს ადვილად ითვისებს ორგანიზმი და სწრაფად ავლენს მოქმედებას ( აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილის სტრუქტურას, ამცირებს ტკივილს, დაჭიმულობას და აუმჯობესებს სახსრის მობილობას და აჯანსაღებს მთელ ორგანიზმს)
  • შექმნილია მაღალი ტექნოლოგიით მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისაგან     (მიღებულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხრტილისაგან), GMO-ს გარეშე.
  • ეფექტური და უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისათვის

ჩვენება:

  • თმა, კანი , ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება
  • კანის სიმშრალე, ელასტიურობის დაქვეითება , ნაოჭები და მათი წარმოქმნის პრევენცია
  • სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • იოგებისა და მყესების პოსტტრავმული პერიოდი
  • სახსრებზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი
  • მოტეხილობები, ჭრილობები
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, სპორტსმენები

შემადგენლობა :  4 კაფსულა შეიცავს  კოლაგენის კომპლექსი – 3000 მგ (ჰიდროლიზირებული კოლაგენი ტიპი 1&3 , ჟელატინი ტიპი B , მიღებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისგან). დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, მცენარეული  მაგნიუმის სტეარატი, ალოე ვერა (200:1 ექსტრაქტი).  

მიღება და დოზირება:  4 კაფსულა დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით, სასურველია საკვებთან ერთად. შესაძლებელია მისი ხანგრძლივი გამოყენება.

უკუჩვენება:  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. შეინახეთ  მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.  

გამოშვების ფორმა:  # 120 კაფსულა

მწარმოებელი: ამვილაბი – აშშ.  სერთიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოს  FDA – ს მიერ.

Facebook კომენტარები