კოტრიმოქსაზოლი 480მგ

 

ფარმაკოლოგიური თვისება:
კო-ტრიმოქსაზოლი შეიცავს ორ აქტიურ, სინერგულად მოქმედ ნივთიერებას სულფამეტოქსაზოლს და ტრიმეტროპრიმს, რომლებიც შესაბამისად აბლოკირებენ დიჰიდროპტეროატსინთეტაზასა და დიჰიდროფოლატრედუქტაზას, რომლებიც ხელს უწყობენ მიკროორგანიზმებში პურინებისა და პირიმიდინების, ბიოსინთეზის თანმიმდევრული სტადიის კატალიზებას. ამ მექანიზმის საშუალებით ირღვევა მიკრობის დნმისა და შემდგომში ცილის სინთეზი და ხორციელდება პრეპარატის ბაქტერიოციდული მოქმედება, რომელიც In vitro განპირობებულია იმ კონცენტრაციით, რომელშიც მის შემადგენლობაში შემავალი ცალკეული კომპონენტები ავლენენ მხოლოდ ბაქტერიოსტატურ ეფექტს. სწორედ ამიტომ კოტრიმოქსაზოლი ხშირად ეფექტურია იმ გამომწვევების მიმართ, რომლებიც მდგრადია პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი. კო-ტრიმოქსაზოლის In vitro ანტიბაქტერიული მოქმედება მოიცავს გრამდადებითი და გრამუარყოფითი პათოგენური მიკროორგანიზმების ფართო სპექტრს.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღების შემდეგ ტრიმეტოპრიმი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს 1.5-3 მკგ/ლ-ში. ყოველ 12 საათში პრეპარატის მიღებისას მისი მინიმალური წონასწორული კონცენტრაცია 23 დღის შემდეგ მერყეობს 1.3-2.8 მკგ/მლ-ის ფარგლებში, ხოლო სულფამეტოქსაზოლისთვის 32-63 მკგ/მლ დიაპაზონში. ორგანიზმში ტრიმეტოპრიმის განაწილების მოცულობა შეადგენს 130 ლ-ს. პლაზმის ცილებს უკავშირდება ტრიმეტოპრიმის 45%, ხოლო სულფამეტოქსაზოლის -66%. ტრიმეტოპრიმი, სულფამეტოქსაზოლისგან განსხვავებით ადვილად აღწევს წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში, სათესლე ჯირკვლის სითხეში, საშოში, ნერწყვში, ფილტვების როგორც ჯანმრთელ, ასევე დაავადებულ ქსოვილში და ნაღველში. რაც შეეხება ზურგის ტვინის სითხესა და თვალის სკლერას, ორთავე პრეპარატი მათში აღწევს ერთდროულად. პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში. ტრიმეტოპრიმის დაახლოებით 50-70% და სულფამეტოქსაზოლის 10-30% ორგანიზმიდან გამოიყოფა უცვლელი სახით. ტრიმეტოპრიმის ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს 1-და 3-ოქსიდები და 3’ და 4’ჰიდროქსილის წარმოებულები. ზოგიერთ მეტაბოლიტს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება. სულფამეტოქსაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში, უშუალოდ N4-აცეტილირების გზით, ნაკლები ხარისხით კი გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციით. ორივე კომპონენტის ნახევარგამოყოფის პერიოდი ახლოს დგას ერთმანეთთან (ტრიმეტოპრიმის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 10 სთ-ს, ხოლო სულფამეტოქსაზოლის საშუალოდ უტოლდება 11 სთ-ს). პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, ხოლო მცირე ნაწილი კი ფეკალიებით. ხანდაზმულ და თირკმელების ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში ნახევრადგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია, რაც მოითხოვს დოზების კორექციას.
ჩვენება:
პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით. იგი გამოიყენება სასუნთქი გზების ინფექციების, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების, ბავშვებში ოტიტის, აგრეთვე მოზრდილებსა და ბავშვებში Pneumocystis carinii-ით გამოწვეული (პირველადი და მეორადი) პლევრიტის სამკურნალოდ. აგრეთვე საშარდე გზების ინფექციების, სხვა ბაქტერიული ინფექციების დროს, მაგალითად: ბრუცელოზის, მწვავე და ქრონიკული ოსტეომიელიტის, ნოკარდიოზის, აქტინომიკოზის, ტოქსოპლაზმოზის და სამხრეთ ამერიკული ბლასტომიკოზის სამკურნალოდ. პრეპარატი გამოიყენება აგრეთვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი ინფექციების სამკურნალოდ როგორიცაა: მუცლის ტიფი და პარატიფი, შიგელოზები, მოგზაურის დიარეა.
დოზირება და მიღების წესი:
სტანდარტული დოზირება: მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში პრეპარატი ინიშნება შემდეგი დოზით: მინიმალური დოზა: აბები: დილას – 2 საღამოს – 2 აბი-ფორტე: დილას – 2 საღამოს – 2 სიროფი: დილას – 4 კოვზი საღამოს – 4 კოვზი ხანგრძლივი მკურნალობისთვის განკუთვნილი დოზა (14 დღეზე მეტხანს) აბები: დილას – 1 საღამოს – 1 აბი-ფორტე: დილას – 1/2 აბი საღამოს – 1/2 აბი სიროფი: დილას – 2 კოვზი საღამოს – 2 კოვზი განსაკუთრებით მძიმე შემთხვევბში:G აბები: დილას – 3 საღამოს – 3 აბი-ფორტე: დილას – 1/2 აბი საღამოს – 1/2 აბი. სიროფი: დილას – 6 კოვზი საღამოს – 6 კოვზი კო-ტრიმოქსაზოლის მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. მკურნალობის გახანგრძლივება: მწვავე ინფექციების არსებობისას საჭიროა კო-ტრიმოქსაზოლის გამოყენება არა ნაკლებ 5 დღის განმავლობაში, დაავადების სიმპტომების გაქრობამდე. პრეპარატის მიღებიდან 7 დღის შემდეგ თუკი არ აღინიშნება სასურველი ეფექტი, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის ხელახალი შემოწმება მკურნალობის კორექციის მიზნით. დოზირება განსაკუთრებული შემთხვეევბის დროს: ა) მსუბუქი შანკრის მკურნალთბისათვის საჭიროა 1 აბი-ფორტეს მიღება დღეში ორჯერ. თუკი 7 დღის შემდეგ არ აღინიშნება სასურველი შედეგი საჭიროა კიდევ 7 დღით გავაგრძელოთ პრეპარატის მიღება. ბ) ქალებში გართულებების გარეშე მიმდინარე საშარდე გზების მწვავე ინფექციური დაავადებების დროს რეკომენდებულია 2-3 აბი ფორტეს მიღება. შეძლებისდაგვარად საღამოს ჭამის, ან ძილის წინ. გ) ჰემოდიალიზზე მყოფმა პაციენტებმა პრეპარატი უნდა მიიღონ ყოველ 24-48 საათში, სტანდარტული დოზის ნახევარი ან მესამედი. დ) Pneumocystis carinii-ით გამოწვეული პნევმონიის სამკურნალოდ დღეღამის განმავლობაში პრეპარატი ინიშნება ყოველ 6 საათში ერთხელ 14 დღის განმავლობაში. 6 საათის ინტერვალით მისაღები დოზები: სხეულის წონა, კგ – 8, დოზირებული კოვზი – 1 (5 მლ), აბი -, აბი ფორტე -; სხეულის წონა, კგ – 16, დოზირებული კოვზი – 2 (10 მლ), აბი – 1, აბი ფორტე -; სხეულის წონა, კგ – 24, დოზირებული კოვზი – 3 (15 მლ), აბი – 1.5, აბი ფორტე -; სხეულის წონა, კგ – 32, დოზირებული კოვზი – 4 (20 მლ), აბი – 2, აბი ფორტე -; სხეულის წონა, კგ – 40, დოზირებული კოვზი – 5 (25 მლ), აბი – 2.5, აბი ფორტე – 1; სხეულის წონა, კგ – 48, დოზირებული კოვზი – 6 (30 მლ), აბი – 3, აბი ფორტე – 1.5; სხეულის წონა, კგ – 64, დოზირებული კოვზი – 8 (40 მლ), აბი – 4, აბი ფორტე – 2; სხეულის წონა, კგ – 80, დოზირებული კოვზი – 10 (50 მლ), აბი – 5, აბი ფორტე – 2.5; მოზრდილებში Pneumocystis carinii-თ გამოწვეული პნევმონიის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია დღეში 1 აბი-ფორტეს მიღება. სუმარული დღეღამური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 320 მგ/1600 მგ-ს, ამასთან შესაძლებელია შემდეგი რეკომენდაციით სარგებლობა. ყოველ 12 საათში მისაღები დოზები: სხეულის ზედაპირის ფართობი – 0.26, დოზირებული კოვზი – 0.5 (2.5 მლ), აბები -; სხეულის ზედაპირის ფართობი – 0.53, დოზირებული კოვზი – 1 (5 მლ), აბები – 0.5; სხეულის ზედაპირის ფართობი – 1.06, დოზირებული კოვზი – 2 (10მლ), აბები – 1; სხეულის ზედაპირის ფართობი 6 კვირიდან 5 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი სიროფის სახით ინიშნება 1/2 დოზირებული კოვზით ან დოზით 1/2 აბი დღეში ორჯერ (დილას და საღამოს); 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი სიროფის სახით ინიშნება 1 დოზირებული კოვზით ან 1 აბის ოდენობით დღეში ორჯერ (დილას და საღამოს); 6-დან 12 წლამდე ბავშვებში პრეპარატი სიროფის სახით ინიშნება 2 დოზირებული კოვზით ან 2 აბის ოდენობით დღეში ორჯერ (დილას და საღამოს); ბავშვებში მძიმე ფორმის ინფექციების არსებობისას დოზის გაზრდა შესაძლებელია 50%-ით. ე) ნოკარდიოზის სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება არა ნაკლებ 3 თვის განმავლობაში 3-4 აბი-ფორტეს ოდენობით დღეში. დოზის კორექცია შესაძლებელია პაციენტის ასაკის, სხეულის წონის, თირკმელების ფუნქციისა და დაავადების სიმძიმის მიხედვით. ზოგჯერ მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 18 თვეს. ვ) თირკმელების ფუნქციის დარღვევისას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კრეატინინის კლირენსი >30 მლ/წთში, ინიშნება ჩვეულებრივი დოზა, ხოლო 15-დან 30 მლ/წთ-ში კრეატინინის კლირენსის არსებობისას კი დოზა ნახევრდება. როდესაც პაციენტს აღენიშნება კრეატინინის კლირენსი 15 მლ/წთ-ში, პრეპარატის მიღება საერთოდ იკრძალება. ზ) თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, პრეპარატის მისაღები დოზა მოზრდილებში რეკომენდებული დოზის იდენტურია.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებულ დოზებში კო-ტრიმოქსაზოლი კარგი ტოლერანტობით ხასიათდება. ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას წარმოადგენს კანზე გამონაყარი და დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ზოგადად ორგანიზმის მხრივ: აღინიშნება მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც გამოხატულია შემდეგი ალერგიული მოვლენებით: სხეულის ტემპერატურის მომატება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები, შრატისმიერი დაავადება. იშვიათად, ეოზინოფილური ტიპის ინფილტრატები ფილტვებში ან ალერგიული ალვეოლიტი, რომლებიც შესაძლებელია კლინიკურად გამოვლინდეს ხველებით ან ქოშინით. ზემოთაღნიშნული მოვლენების განვითარებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია პრეპარატის მიღებისას შეწყვეტის თაობაზე. იშვიათად ადგილი აქვს კვანძოვანი პერიარტერიტის და ალერგიული მიოკარდიტის განვითარებას. არსებობს მონაცემები სოკოვანი ინფექციების განვითარების შესახებ, როგორიცაა: კანდიდოზი. კანის მხრივ: რეაქციები ჩვეულებრივ სუსტად არის გამოხატული და პრეპარატის მიღების შეწყვეტასთან ერთად ქრება. აღინიშნება აგრეთვე ფოტოსენსიბილიზაცია, სტივენჯონსონის და ლაიელის სინდრომები, შენლეინ-გენოხის ტიპის პურპურა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, სტომატიტი, დიარეა, ღვიძლის ნეკროზი, იშვიათად ჰეპატიტი, ქოლესტაზი, გლოსიტი, ფსევდომემბრანული კოლიტის ცალკეული შემთხვევები, ტრანსამინაზების აქტივობისა და ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, “ნაღვლის სადინარის გაქრობის” სინდრომი. აღწერილია აგრეთვე მწვავე პანკრეატიტის მოვლენები. ჰემატოლოგიური სურათის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია და თრომბოციტოპენია; ძალიან იშვიათად – აგრანულოციტოზი, მეგალობლასტური, ჰემოლიზური ან აპლასტური ანემია, მეთჰემოგლობინემია, პანციტოპენია ან პურპურა. შარდის გამომყოფი გზების მხრივ: იშვიათად აღინიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ინტერსტიციული ნეფრიტი, სისხლში შარდოვანას, ხოლო შრატში კრეატინინის მომატება, კრისტალურია. ცნს-ის მხრივ: ნეიროპათია, ჰალუცინაციები, უვეიტი, იშვიათად ასეპტიური მენინგიტი ან მენინგეალური სიმპტომატიკა, ატაქსია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა. ცალკეულ შემთხვევებში ფილტვებში ინფილტრატის განვითარება, რომელიც გამოიხატება ხველებით ან ქოშინით. ზემოთაღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: იშვიათად ართრალგია და მიალგია, აღწერილია რაბდომიოლიზის ცალკეული შემთხვევები. ნივთიერებათა ცვლის მხრივ; პრეპარატის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში აღინიშნება ჰიპერკალიემიის ნიშნები, რომელიც ასევე შესაძლებელია განვითარდეს კო-ტრიმოქსაზოლის რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაშიც კალიუმის ცვლის დარღვევის ფონზე, თირკმელების უკმარისობის ან ჰიპერკალიემიის გამომწვევი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას. ასეთ პაციენტებში საჭიროა შრატში კალიუმის რაოდენობის რეგულარული კონტროლი. აღწერილია ჰიპონატრიემიის შემთხვევები. პაციენტებს, რომლებიც არ არიან დაავადებულნი შაქრიანი დიაბეტით, მკურნალობის დაწყებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ შეიძლება აღენიშნოთ ჰიპოგლიკემია, რომლის განვითარების საშიშროება ძირითადად არსებობს თირკმელების ფუნქციის დარღვევისას, აგრეთვე ღვიძლის დაავადების და არარაციონალური კვების მქონე პაციენტებში. შიდსის ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: გამონაყარი, ციება, ლეიკოპენია. ამ ჯგუფის პაციენტების შრატში ამინოტრანსფერაზას აქტივობა შედარებით მაღალია, ვიდრე ანალოგიური სიმპტომების მქონე არაინფიცირებულ პაციენტებში.
უკუჩვენება:
პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული 6 კვირამდე ასაკის ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში, აგრეთვე მათი გამოხატული დაზიანების ან თირკმელების მძიმე ფორმის უკმარისობის დროს.
ორსულობა და ლაქტაცია:
ვინაიდან პრეპარატი აღწევს პლაცენტურ ბარიერში, მისი დანიშვნა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებლიანობა აჭარბებს ნაყოფზე მოქმედების შესაძლო რისკს. ორსულებმა, რომლებიც იღებენ კო-ტრიმოქსაზოლს, საჭიროა დამატებით დღეღამის განმავლობაში მიიღონ ფოლის მჟავა დოზით 5 მგ. ორსულობის III ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება, ვინაიდან ახალშობილებში არსებობს სიყვითლის განვითარების საშიშროება. იმის გამო, რომ პრეპარატი აღწევს დედის რძეში, მისი მიღება ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
განსაკუთრებული მითითებები:
ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენების არსებობისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ბრონქული ასთმით და ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებულია პრეპარატით მკურნალობის ხანმოკლე კურსი. თირკმელების ფუნქციის დაზიანებისას საჭიროა დოზის კორექცია. კო-ტრიმოქსაზოლის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას საჭიროა რეგულარულად განვსაზღვროთ სისხლში ფორმიანი ელემენტების რიცხვი. სისხლში ყველა სახის უჯრედის მნიშვნელოვნად დაქვეითების შემთხვევაში საჭიროა კოტრიმოქსაზოლის მიღების შეწყვეტა. მძიმე ჰემატოლოგიური დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში კო-ტრიმოქსაზოლი ინიშნება გამონაკლის შემთხვევაში. ხანდაზმულ, ფოლის მჟავას ან თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია ისეთი ჰემატოლოგიური ცვლილებების განვითარება, რომლებიც დამახასიათებელია ფოლის მჟავას დეფიციტისათვის, რომლებიც პრევენციისათვის აუცილებელია საჭირო რაოდენობის სითხის მიღება და ეს ცვლილებები ქრება ფოლის მჟავას დანიშვნისთანავე. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ კო-ტრიმოქსაზოლით საჭიროა რეგულარულად ჩატარდეს შარდის საერთო ანალიზი და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი. მკურნალობის პერიოდში კრისტალურიის ადექვატური დიურეზი. გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტებს კოტრიმოქსაზოლი ენიშნებათ მინიმალური დოზით. პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ პორფირიის ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირებისას აღინიშნება გულისრევა, ღებინება, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცნობიერების მხრივ დარღვევები და მხედველობის დაქვეითება. მძიმე შემთხვევების დროს – კრისტალურია, ჰემატურია და ანურია, აგრეთვე თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და სხვა პათოლოგიური ცვლილებები სისხლის სურათის მხრივ, რომელიც გამოწვეულია ფოლის მჟავას უკმარისობით. მკურნალობა: ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი. აუცილებელია სისხლის სურათის და ელექტროლიტების ბალანსის კონტროლი.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატისა და დიურეზული საშუალებების კომბინირებული გამოყენება იწვევს თრომბოციტოპენიის სიხშირის მომატებას. ხანდაზმულ პაციენტებში კოტრიმოქსაზოლისა და დიგოქსინის ერთდროული მიღება იწვევს შრატში ამ უკანასკნელის კონცენტრაციის მომატებას. კოტრიმოქსაზოლი იწვევს ვარფარინის ანტიკოაგულანტური მოქმედების გაძლიერებას. იგი თრგუნავს ფენიტოინის ღვიძლისმიერ მეტაბოლიზმს. კოტრიმოქსაზოლის ჩვეულებრივი კლინიკური დოზებით დანიშვნის შემთხვევაში აღინიშნება ფენიტოინის ნახევრადგამოყოფის პერიოდის 39%-ით გაზრდა და მისი მეტაბოლური კლირენსის 27%-ით შემცირება. კოტრიმოქსაზოლისა და ფენიტოინის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფენიტოინის ტოქსიკური მოქმედების პროგნოზირება. პაციენტებში, რომლებიც თირკმელების გადანერგვის შემდეგ ერთდროულად იყენებდნენ კოტრიმოქსაზოლს და ციკლოსპორინს, შესაძლოა გამოვლინდეს თირკმელების ფუნქციის შექცევადი გაუარესება. კოტრიმოქსაზოლი ამცირებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მოქმედების ეფექტს. პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იყენებდნენ ტრიმეტოპრიმსა და მეტოტრექსატს, ვითარდება პანციტოპენია. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ პაციენტებში, რომლებიც მალარიის პროფილაქტიკისათვის იღებენ პირიმეთამინს კვირაში 25 მგზე მეტი დოზით და ასევეკოტრიმოქსაზოლს, მოსალოდნელია მეგალობლასტური ანემიის განვითარება. კოტრიმოქსაზოლი აძლიერებს დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების ჰიპოგლიკემიურ ეფექტს. ინდომეტაცინისა და კოტრიმოქსაზოლის ერთდროული გამოყენება სისხლში ზრდის სულფამეტოქსაზოლის კონცენტრაციას. ამანტადინისა და კოტრიმოქსაზოლის ერთდროული გამოყენებისას აღწერილია -ტოქსიკური დელირიუმის განვითარების ერთი შემთხვევა.

Facebook კომენტარები