ლატიკორტი
(LATICORT)
HYDROCORTISONE-17  BUTYRATE

Pharmaceutical Company JELFA S.A.,პოლონეთი
ათქ კლასიფიკაციის კოდი
D07AB02

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კრემი 0.1%: ტუბში 15 გ
1 გ
ჰიდროკორტიზონის-17 ბუტირატი . . . . . . . . .1 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ცეტოსტეარული სპირტი, ცეტომაცროგოლი, თხევადი პარაფინი, თეთრი ვაზელინი, მეთილჰიდროქსიბენზოატი, ლიმონის მჟავა, წყალი.
მალამო 0.1%: ტუბში 15 გ
1 გ
ჰიდროკორტიზონის-17 ბუტირატი . . . . . . . . .1 მგ
დამხმარე ნივთიერება: თეთრი ვაზელინი.
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის 0.1%: პოლიპროპილენის ფლაკონში 20 მლ
1 მლ
ჰიდროკორტიზონის-17 ბუტირატი . . . . . . . . .1 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
გლიცერინი, პოლივინილპიროლიდონი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, იზოპროპილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

გლუკოკორტიკოიდული საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატს გააჩნია ძლიერი, ადგილობრივი ანთების, ალერგიის, ქავილისა და ექსუდაციის საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები

– კანის ალერგიული, სებორეული და კონტაქტური ანთებები;
– ეგზემა (კონტაქტური, ბავშვების, ქრონიკული);
– ფსორიაზი;
– წითელი მგლურა;
– დერმატომიოზიტი;
– ძლიერი ქავილით მიმდინარე კანის დაავადებები;
– ფოტოდერმატოზები.

დოზების რეჟიმი

პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად. გამოყენების სიხშირესა და წესს ნიშნავს ექიმი.
კრემი და მალამო დაიტანება დაზიანებულ უბანზე დღეში 1-3-ჯერ დღეღამეში.
ხსნარის მცირე რაოდენობა წაისვით კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე. მკურნალობის დასაწყისში პრეპარატით სარგებლობენ არაუმეტეს 2-4-ჯერ დღეღამეში, დადებითი დინამიკის გამოვლინებისას – 1-2-ჯერ დღეღამეში. ხსნარის გამოყენება ოკლუზიური სახვევის ქვეშ არ შეიძლება.
პრეპარატის გამოყენება 2 კვირაზე მეტ ხანს არ შეიძლება. თუკი აუცილებლობა არ მოითხოვს, დღეღამის განმავლობაში არ გამოიყენოთ ხსნარის 2 გ-ზე მეტი, ხოლო 1 კვირის განმავლობაში – 1 შეფუთვაზე მეტი.
სახის კანზე არ გამოიყენოთ 1 კვირაზე მეტ ხანს.
2 წელზე უფროს ბავშვებში პრეპარატი ძალიან ფრთხილად გამოიყენეთ, მხოლოდ ერთხელ დღეღამეში კანის მცირე მონაკვეთებზე და სახის კანზე არ გამოიყენოთ.

უკუჩვენებები

კანის ბაქტერიული, ვირუსული და მიკოზური ინფექციები, ახალწარმონაქმნები და კანის კიბოსწინა მდგომარეობები, ვაქცინაციის შემდგომი პერიოდი, წამლის მიმართ აღმოჩენილი ალერგია.
ძალიან ხანგრძლივი ადგილობრივი გამოყენება შესაძლოა გახდეს კანის ატროფიის მიზეზი. სახის კანზე გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს კანის გაღიზიანების სიმპტომები (წვა, სიწითლე, ზედმეტი სიმშრალე).
კანის განსაკუთრებით დიდ მონაკვეთებზე ან ოკლუზიური სახვევის ქვეშ ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლებელია ჰიდროკორტიზონის რეაბსორბცია ორგანიზმის ქსოვილებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საერთო, ჰორმონალური არასასურველი მოვლენები (შეშუპებები, ჰიპერტენზია, იმუნიტეტის დაქვეითება).
არასასურველი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის დანიშვნა ორსული და მეძუძური დედებისათვის რეკომენდებული არ არის. გამონაკლის შემთხვევებში ფრთხილად გამოიყენეთ ხანმოკლედ და კანის შეზღუდულ მონაკვეთებზე. პრეპარატი არ წაისვათ სარძევე ჯირკვლების კანზე.
ორსულობის I ტრიმესტრში არ გამოიყენოთ.

გასაკუთრებული მითითებები

უნდა მოერიდოთ პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებას. ხანგრძლივად გამოყენების დროს სხეულის დიდ ზედაპირზე, იზრდება გვერდითი მოვლენების გამომჟღავნების სიხშირე და შეშუპებების, ჰიპერტენზიის, ჰიპერგლიკემიის გამოვლინების შესაძლებლობა, იმუნიტეტის დაქვეითება.
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა წაისვათ ქუთუთოებზე.
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა წაისვათ სახის კანზე.
ფრთხილად გამოიყენეთ კანის უკვე არსებული ატროფიული მდგომარეობების შემთხვევაში, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. გლუკოკორტიკოსტეროიდით თერაპიის დროს ვაქცინაცია არ ჩაიტაროთ.
არ გამოიყენოთ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. 2 წელზე უფროს ბავშვებში პრეპარატი ძალიან ფრთხილად გამოიყენეთ, მხოლოდ ერთხელ დღეღამეში. კანის მცირე მონაკვეთებზე და სახის კანზე არ გამოიყენოთ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პრეპარატის გადარევა სხვა ადგილობრივად გამოყენებად წამლებთან არ შეიძლება.
კანის ცვლილების დროს (გლუკოკორტიკოსტეროიდებით, განსაკუთრებით ადგილობრივი გამოყენების, და კანის დიდ ფართობზე) ავადმყოფთა აცრა არ შეიძლება.
მკურნალობის დროს არ ჩაატაროთ სხვა აცრებიც, ვინაიდან შესაძლებელია არ მოხდეს იმუნოლოგიური პასუხის გაცემა (ანტისხეულები არ ჩნდება).

შენახვის პირობები და ვადა

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 5-15ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.
Pharmaceutical Company JELFA S.A.,პოლონეთი

Facebook კომენტარები