ლევეტირაცეტამი

 

წამლის ფორმა და შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება  –  500 მგ ან 1000 მგ ლევეტირაცეტამი;

დამხმარე ნივთიერებები: კროსპოვიდონი, პოვიდონი, სილიციუმის დიოქსიდი  კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი;

აპკიანი გარსი:

ტაბლეტები 500 მგ: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი (E 171) , ტალკი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172);

ტაბლეტები 1000 მგ: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი (E 171) , ტალკი.

აღწერა

ტაბლეტები 500 მგ:  აპკიანი გარსით დაფარული, ოვალური ფორმის ტაბლეტები, ყვითელი ფერის, ნაზოლით ერთ მხარეს;

ტაბლეტები 1000 მგ: აპკიანი გარსით დაფარული, ოვალური ფორმის ტაბლეტები, თეთრი ფერის, ნაზოლით ერთ მხარეს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიეპილეფსიური  საშუალება. ლევეტირაცეტამი. კოდი ათქ  N03A X14.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ლევეტირაცეტამი წარმოადგენს პიროლიდონის (S-ენანტიომერ ალფა-ეთილ-2-ოქსო-1-პიროლიდინ-აცეტამიდის) წარმოებულს, ქიმიური სტრუქტურით განსხვავდება ცნობილი ანტიეპილეფსიური სამკურნალო საშუალებებისგან. 

ლევეტირაცეტამის მოქმედების მექანიზმი არ არის საკმარისად შესწავლილი, მაგრამ დადგენილია, რომ ის განსხვავდება ცნობილი ანტიეპილეფსიური პრეპარატების მოქმედების მექანიზმისგან. In vitro და in vivo ჩატარებული კვლევების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ლევეტირაცეტამი არ ცვლის ნერვული უჯრედების ძირითად მახასიათებლებს და ნორმალურ ნეიროტრანსმისიას. In vitro კვლევებმა აჩვენეს, რომ ლევეტირაცეტამი მოქმედებს Ca2+  შიდა ნეირონულ დონეზე, ნაკადის ნაწილობრივი დათრგუნვის გზით N-ტიპის Ca2+  არხების საშუალებით და  Ca2+  გამოთავისუფლების დაქვეითებით ინტრანეირონული დეპოდან. ის ასევე ნაწილობრივ ხსნის გამა-ამინოერბომჟავას და გლიცინით რეგულირებადი  ნაკადის დათრგუნვას, რაც გამოწვეულია ცინკის და ბეტა-კარბოლინების მოქმედებით. გარდა ამისა, In vitro კვლევევის ჩატარებისას ლევეტირაცეტამი ებმებოდა მღრღნელების ტვინის ქსოვილების სპეციფიკურ მონაკვეთებს. გადაბმის უბანია    სინაფსური ვეზიკულური 2A ცილა, რომელიც მონაწილეობს  ვეზიკულების შეერთებასა და ნეიროტრანსმიტერების გამოთავისუფლებაში. ლევეტირაცეტამის და მისი შესაბამისი ანალოგების ნათესაობა სინაფსურ  ვეზიკულურ 2A ცილასთან კორელაციაშია მათ კრუნჩხვებსაწინაღმდეგო მოქმედების ეფექტურობასთან თაგვების აუდიოგენური ეპილეფსიის მოდელებში. ამ შედეგებით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ლევეტირაცეტამსა და სინაფსურ ვეზიკულურ 2A  ცილას შორის ურთიერთქმედება ნაწილობრივ ხსნის პრეპარატის ანტიეპილეფსიური მოქმედების მექანიზმს.

ლევეტირაცეტამი უზრუნველყოფს, კრუნჩხვებისგან დაცვას ცხოველებში პარციალური და პირველადი გენერალიზებული გულყრების მქონე მოდელების ფართო სპექტრში, არ იწვევს  პროკუნვულსიურ ეფექტს. ძირითადი მეტაბოლიტი არააქტიურია. 

პრეპარატის აქტიურობა დამტკიცებულია როგორც ფოკალური, ასევე გენერალიზებული გულყრების მიმართ (ეპილეპტიფორმული გამოვლინებები/ ფოტოპაროქსიზმური რეაქცია).

ფარმაკოკინეტიკა

ლევეტირაცეტამს ახასიათებს მაღალი ხსნადობა და შეღწევადობა. ფარმაკოკინეტიკას  აქვს ხაზობრივი ხასიათი, არ არის დამოკიდებული დროზე და  ახასიათებს დაბალი ინტრა- და ინტერ-სუბიექტური ცვლილებები. ლევეტირაცეტამის კლირენსი არ იცვლება განმეორებითი მიღებისას. სქესის, რასის ან ცირკადული რითმის ზემოქმედების ნიშნები ფარმაკოკინეტიკაზე შემჩნეული არ არის. ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკური პროფილი მსგავსია ჯანმრთელ მოხალისეებსა და ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში. 

მთლიანი და ხაზობრივი შეწოვის წყალობით შესაძლებელია ვივარაუდოთ პრეპარატის დონე სისხლის პლაზმაში ლევეტირაცეტამის პერორალური დოზიდან გამომდინარე, რომელიც გამოხატულია სხეულის მასის მგ/კგ-ში. ამიტომ  პლაზმაში ლევეტირაცეტამის დონის მონიტორინგის ჩატარება აუცილებელი არ არის.

ბავშვებში და მოზრდილებში აღინიშნებოდა კორელაცია პრეპარატის კონცენტრაციებს შორის ნერწყვსა და სისხლის პლაზმაში (კონცენტრაციების თანაფარდობა ნერწყვი/პლაზმა მერყეობს 1-დან 1,7-მდე, ტაბლეტის მიღების შემდეგ და 4 საათის შემდეგ ხსნარის პერორალური მიღებიდან.)  

მოზრდილები და მოზარდები

შეწოვა

ლევეტირაცეტამი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღებისას. აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა უახლოვდება 100%-ს. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax)  მიიღწევა 1,3 საათის შემდეგ პრეპარატის მიღებიდან.  სტაბილური მდგომარეობა მიიღწევა  ორჯერადი დოზის მიღებიდან 2 დღის შემდეგ.  ლევეტირაცეტამის  ერთჯერადად 1000 მგ დოზის  მიღების შემდეგ და განმეორებით 1000 მგ დოზის დღეში ორჯერ მიღების შემდეგ  პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) შეადგენს შესაბამისად  31 მკგ/მლ და 43 მკგ/მლ-ს. ლევეტირაცეტამის შეწოვა არ არის დამოკიდებული დოზაზე და არ იცვლება საკვების ზეგავლენით.

განაწილება

ადამიანის ქსოვილებში პრეპარატის განაწილების შესახებ ცნობები არ არსებობს. არც ლევეტირაცეტამი, არც მისი ძირითადი მეტაბოლიტი არ ებმის სისხლის პლაზმის ცილებს (

მეტაბოლიზმი

 ადამიანის ორგანიზმში ლევეტირაცეტამის მეტაბოლოლიზმი უმნიშვნელოა. პრეპარატის მებატოლიზმის ძირითადი გზაა (დოზის 24%) აცეტამიდური ჯგუფის ფერმენტული ჰიდროლიზი. ციტოქრომ P450–ის იზოფორმები არ მონაწილეობენ ძირითადი მეტაბოლიტის –  ucb L057 წარმოქმნაში. აცეტამიდური ჯგუფის ჰიდროლიზი გვხვდება დიდი რაოდენობის უჯრედებში, მათ შორის სისხლის უჯრედებში. მეტაბოლიტი ucb L057 ფარმაკოლოგიურად არააქტიურია. 

გარდა ამისა, განისაზღვრა ლევეტირაცეტამის კიდევ ორი მეორეხარისხოვანი მეტაბოლიტი.   ერთი წარმოიქმნება   პიროლიდონის რგოლის ჰიდროქსილირების შედეგად (დოზის 1.6%) და მეორე პიროლიდონის რგოლის გახლეჩვის შედეგად (დოზის 0.9%). სხვა დანარჩენი განუსაზღვრელი–  კომპონენტები შეადგენენ დოზის მხოლოდ 0.6%-ს.

ლევეტირაცეტამის ენანტიომერების ან მისი ძირითადი მეტაბოლიტის  ურთიერთ გარდაქმნა in vivo შემთხვევებში არ აღინიშნება.

in vitro კვლევების დროს ლევეტირაცეტამი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი არ თრგუნავდნენ ძირითადი იზოფორმების ციტოქრომ P450 (CYP3A4, 2A6, 2C9, 2C19, 2D6, 2E1, და 1A2), გლუკურონილტრანსფერაზის (UGT1A1 და UGT1A6) და ეპოქსიდჰიდროქსილაზის აქტივობას. ასევე ლევეტირაცეტამი არ თრგუნავს ვალპროის მჟავას გლუკურონიზაციას in vitro .

ადამიანის ჰეპატოციტების კულტურაში ლევეტირაცეტამი სუსტ ზემოქმედებას  ავლენს ან საერთოდ არ მოქმედებს ეთინილესტრადიოლის კონიუგაციაზე ან CYP1A1/2-ზე. მაღალი კონცენტრაციით (680 მკგ/მლ) ლევეტირაცეტამი იწვევდა CYP2B6-ის და  CYP3A4-ის  სუსტ ინდუქციას, მაგრამ Cmax–თან მიახლოებულ კონცენტრაციებში, განმეორებითი მიღებისას 1500 მგ დღეში ორჯერ, ეს ზეგავლენა ბიოლოგიურად არ შეიმჩნეოდა. ამიტომ ლევეტირაცეტამის ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან ნაკლებ სავარაუდოა. 

გამოყოფა

ლევეტირაცეტამის სისხლის პლაზიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 7±1 საათი და მასზე არ მოქმედებს პრეპარატის არც დოზა, არც მიღების გზა ან განმეორებითი შეყვანა. ლევეტირაცეტამის საშუალო ზოგადი კლირენსი შეადგენს 0.96მლ/წთ/კგ-ს.

პრეპარატის ძირითადი რაოდენობა, საშუალოდ დოზის  95%, ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით (მიღებული დოზის დაახლოებით 93% გამოიყოფა მიღებიდან 48 საათში). დოზის მხოლოდ 0.3% გამოიყოფა ფეკალური მასების საშუალებით.

ლევეტირაცეტამის და მისი ძირითადი მეტაბოლიტის შარდთან ერთად გამოყოფა  პირველი 48 საათის განმავლობაში შეადგენს,  შეყვანილი დოზის შესაბამისად  66%  და 24%-ს. ლევეტირაცეტამის თირკმლის კლირენსი და ucb L057 შეადგენს 0,6 და 4,2მლ/წთ/კგ შესაბამისად, რაც ადასტურებს იმას, რომ ლევეტირაცეტამის გამოყოფა ხდება  გორგლოვანი ფილტრაციის გზით მილაკებში შემდგომი რეაბსორბციით და, რომ ძირითადი მეტაბოლიტიც ასევე გამოიყოფა აქტიური მილაკოვანი სეკრეციის გზით გორგლოვან ფილტრაციასთან ერთად. ლევეტირაცეტამის გამოყოფა კორელაციაშია კრეატინინის კლირენსთან.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 40%-ით (10-11 საათი). ეს დაკავშირებულია თირკმელების ფუნქციის გაუარესებასთან ხანდაზმულ ადამიანებში (იხ. განყოფილება „მოხმარების წესი და დოზები“).

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

ლევეტირაცეტამის და მისი ძირითადი მეტაბოლიტის ზოგადი ხილული კლირენსი კორელაციაშია კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ  თირკმელის ზომიერი და მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში რეკომენდებულია ლევეტირაცეტამის დღიური დოზის კორექტირება კრეატინინის კლირენსის შესაბამისად (იხ. განყოფილება „მოხმარების წესი და დოზები“).

პაციენტებში ანურიით, თირკმელების დაავადების ტერმინალურ სტადიაში    ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 25 და 3,1 საათს, შესაბამისად დიალიზის სეანსებს შორის პერიოდში და მისი ჩატარების  დროს. ტიპიური 4-საათიანი დიალიზის სეანსის განმავლობაში გამოიყოფა ლევეტირაცეტამის 51%.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები:

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის ფუნქციების დარღვევების დროს (კლასი A და B ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით) ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება. ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევების (კლასი C  ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით) მქონე პაციენტებში ლევეტირაცეტამის ზოგადი კლირენსი 50%-ით ნაკლები იყო, ვიდრე ღვიძლის ნორმალური ფუნქციების მქონე პაციენტებში, მაგრამ ეს გამოწვეული იყო უპირატესად თირკმლის კლირენსის დაქვეითებით. 

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია არ არის საჭირო. ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში კრეატინინის კლირენსი საკმარისად ვერ ასახავს თირკმლის უკმარისობის სიმძიმეს. ამიტომ, თუ კრეატინინის კლირენსი შეადგენს 

 4-12 წლის ბავშვები

ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებში ერთჯერადი დოზის (20მგ/კგ) მიღების შემდეგ ლევეტირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი შედგენს 6 საათს. ხილული კლირენსი შეადგენს 1.43მლ/წთ/კგ-ს. განმეორებითი პერორალური მიღების შემდეგ (20-60 მგ/კგ/დღე) ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებში ლევეტირაცეტამი სწრაფად შეიწოვება. სისხლის პლაზმაში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა დოზის მიღებიდან 0,5-1 საათში. პიკური კონცენტრაციები და დროზე კონცენტრაციის დამოკიდებულების  მრუდქვეშა ფართობი იზრდება ხაზობრივად და დამოკიდებულია დოზაზე. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 5 საათს; ხილული საერთო კლირენსი  –  1,1 მლ/წთ/კგ.

გამოყენება

მონოთერაპია (პირველადი არჩევის პრეპარატი) მკურნალობისას:

– მეორადი გენერალიზაციით ან  მის გარეშე მიმდინარე პარციალური გულყრები მოზრდილებში და 16 წლის ზევით მოზარდებში, რომელთაც პირველად დაუდგინდათ  ეპილეფსია. 

დამატებითი თერაპია მკურნალობისას:

– მეორადი გენერალიზაციით ან  მის გარეშე მიმდინარე პარციალური გულყრები მოზრდილებში და  6 წლის ზევით ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებში;

– მიოკლონური კრუნჩხვები  იუვენილური მიოკლონური  ეპილეფსიით დაავადებულ მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან;

– პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრები იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიით დაავადებულ მოზრდილებში და 12 წლის ზევით მოზარდებში.

მიღების წესი და დოზები

ტაბლეტები მიიღება შინაგანად საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. დღიურ დოზას ყოფენ თანაბარ დოზებად 2 მიღებაზე.

მონოთერაპია მოზრდილებისთვის და მოზარდებისთვის 16 წლის ზევით

მოზრდილებისთვის და მოზარდებისთვის 16 წლის ზევით მონოთერაპიის დაწყება საჭიროა რეკომენდებული დოზით 250 მგ დღეში ორჯერ (500 მგ/დღეში) დოზის შემდგომი გაზრდით 500 მგ-მდე დღეში ორჯერ (1000 მგ/დღეში) ყოველ 2 კვირაში. შესაძლებელია დოზის გაზრდა 250 მგ დღეში ორჯერ (500მგ/დღეში) ყოველ 2 კვირაში ერთხელ, კლინიკური ეფექტის შესაბამისად. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 1500 მგ-ს 2-ჯერ დღეში (3000 მგ/დღეში).

დამატებითი თერაპია ბავშვებისთვის 6 წლის ზევით და მოზარდებისთვის (12-დან 17 წლამდე) 50კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით

ექიმმა უნდა შეარჩიოს ყველაზე შესაფერისი სამკურნალო ფორმა, პრეპარატის მოხმარების წესი და მიღების რაოდენობა სხეულის მასის შესაბამისად და დოზები.

6 წლის ზევით ბავშვებში, როგორც დამხმარე თერაპია პრეპარატის მიღება იწყება დოზით – სხეულის მასის 10 მგ/კგ-ზე 2-ჯერ დღეში. კლინიკური ეფექტის და ამტანიანობის შესაბამისად შეიძლება დოზის გაზრდა 30 მგ/კგ-მდე 2-ჯერ დღეში. დოზის არც გაზრდა არც შემცირება არ შეიძლება დღეში 2-ჯერ 10მგ/კგ-ზე მეტად ყოველ ორ კვირაში ერთხელ. უნდა გამოვიყენოთ ყველაზე მცირე ეფექტური დოზა. 

25 კგ სხეულის მასის  ან უფრო მცირე მასის ბავშვებში მკურნალობა სასურველია დავიწყოთ ლევეტირაცეტამის ხსნარის 100 მგ/მლ შინაგანად მიღებით. 

50 კგ–ზე მეტი სხეულის მასის ბავშვებში დოზირება იწყება სქემით, რომელიც მოყვანილია დიდებისთვის.

დამატებითი თერაპია მოზრდილებისთვის და მოზარდებისთვის (12-დან 17 წლამდე ასაკის) 50 კგ-ზე მეტი სხეულის მასით

მოზრდილებისთვის და ბავშვებისთვის 12 წლის ასაკიდან 50 კგ-ზე მეტი სხეულის მასით მკურნალობა იწყება დოზით 1000 მგ (500 მგ დღეში 2-ჯერ).  ეს არის საწყისი დოზა, რომელიც ინიშნება მკურნალობის პირველ დღეს. დღიური დოზის გაზრდა შეიძლება მაქსიმალურამდე  1500 მგ დღეში 2-ჯერ კლინიკური სურათის და პრეპარატის ამტანობის შესაბამისად. დოზის შეცვლა 500 მგ-ით დღეში 2-ჯერ შეიძლება ყოველ 2-4  კვირაში ერთხელ.

ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ზევით) 

ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის დოზის კორექცია ხდება იგივე სქემით, რაც თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის  (იხ. განყოფილება „თირკმლის უკმარისობა“).

თირკმლის უკამრისობა

დღიური დოზა უნდა იყოს ინდივიდუალურად კორექტირებული თირკმელების ფუნქციონირების შესაბამისად. 

მოზრდილების დოზის კორექტირებისთვის გამოიყენეთ ქვემოთ  მოყვანილი ცხრილი.

დოზის კორექტირებისთვის აუცილებელია კრეატინინის კლირენსის (კკ) დონის განსაზღვრა მლ/წთ-ში.

კრეატინინის კლირენსი  მოზრდილებისთვის და 50კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე მოზარდებისთვის შრატის კრეატინინის კონცენტრაციიდან გამომდინარე განისაზღვრება ფორმულით:

                          [140       ასაკი (წლები) X  სხეულის მასა (კგ)

კკ (მლ/წთ) = ——————————————————–

                          72 X  სისხლის შრატის კკ (მგ/დლ)

ქალებისთვის კკ-ს ანგარიშობენ, მიღებული მნიშვნელობის 0.85 კოეფიციენტზე გამრავლებით.

შემდეგ  კკ-ს კორექტირებას უკეთებენ სხეულის ზედაპირის ფართობთან (სზფ)  შესაბამისად, როგორც ქვევითაა ნაჩვენები:

                                         კკ (მლ/წთ)

კკ (მლ/წთ/1,73მ2) = —————————–  X 1,73

                                          პაციენტის  სზფ (მ2)

დოზირების რეჟიმი  თირკმელების უკმარისობის მქონე 50 კგ-ზე მეტი  სხეულის მასის მოზარდებისთვის და მოზრდილებისთვის   

თირკმლის უკმარისობის სიმძიმის ხარისხი

კრეატინინის კლირენსი

        (მლ/წთ/1,73მ2)

დოზირების რეჟიმი

თირკმლის ნორმალური ფუნქცია

>80

500 -დან 1500 მგ-მდე 2-ჯერ დღეში

მსუბუქი ხარისხი

50 – 79

500 -დან 1000 მგ-მდე 2-ჯერ დღეში

საშუალო ხარისხი

30 – 49

250 -დან 750 მგ-მდე 2-ჯერ დღეში

მძიმე ხარისხი

250 -დან 500 მგ-მდე 2-ჯერ დღეში

ტერმინალური სტადია

(პაციენტი იმყოფება დიალიზზე*)

500 -დან 1000 მგ-მდე 1-ჯერ

დღეში **

* მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდებულია მიიღოს დამტვირთავი დოზა 750 მგ. 

** დიალიზის შემდეგ რეკომენდებულია მიიღოს დამატებითი დოზა 250-500 მგ. 

თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვებისთვის გამოიყენება შემდეგი ფორმულა (შვარცის ფორმულა):

                                                 სიმაღლე  (სმ)  X  ks

                         კკ (მლ/წთ) = —————————————-

                                                        სისხლის შრატის კკ (მგ/დლ)

13 წლამდე ბავშვებში და მოზარდ  გოგონებში ks=0,55;  მოზარდ  ბიჭებში ks=0,7.  

50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, რომელთაც გააჩნიათ თირკმლის ფუნქციების დარღვევები, რეკომენდებული დოზის კორექცია

თირკმლის უკმარისობის სიმძიმის ხარისხი

კრეატინინის კლირენსი

        (მლ/წთ/1,73მ2)

ბავშვები 6 წლის ასაკის ზევით და 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე  მოზარდები

 

თირკმლის ნორმალური ფუნქცია

>80

10-30 მგ/კგ   2-ჯერ დღეში

მსუბუქი ხარისხი

50 – 79

10-20 მგ/კგ   2-ჯერ დღეში

საშუალო ხარისხი

30 – 49

5-15 მგ/კგ    2-ჯერ დღეში

მძიმე ხარისხი

5-10 მგ/კგ  2-ჯერ დღეში

ტერმინალური სტადია

(პაციენტი იმყოფება დიალიზზე*)

10-20 მგ/კგ  1-ჯერ დღეში (1, 2)

(1) მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდებულია მიიღოს ლევეტირაცეტამის  დამტვირთავი დოზა 15 მგ/კგ. 

(2) დიალიზის შემდეგ რეკომენდებულია მიიღოს დამატებითი დოზა 5-10 მგ/კგ.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის ფუნქციების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში არ არის საჭირო დოზის კორექცია. ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში კრეატინინის კლირენსი საკმარისად არ ასახავს თირკმლის უკმარისობას. ამიტომ

ბავშვები

6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება ტაბლეტის ფორმით  არ არის რეკომენდებული. დაავადების ფორმით განპირობებული ასაკობრივი შეზღუდვები წარმოდგენილია დანაყოფში „ჩვენებები“. 6 წლამდე ასაკის ან 25 კგ-ზე ნაკლების მასის მქონე ბავშვებში მკურნალობა უნდა დავიწყოთ ლევეტირაცეტამის პერორალური ხსნარის მიღებით, 100 მგ/მლ.

მონოთერაპია

16 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღების უსაფრთხოება და ეფექტურობა მონოთერაპიის სახით არ არის შესწავლილი.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა ლევეტირაცეტამის ან სხვა პიროლიდონის წარმოებულის მიმართ, და ასევე პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.  

თუ თქვენ გაქვთ ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი დაავადება ან მდგომარეობა,  აცნობეთ ამის შესახებ ექიმს პრეპარატის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების პროფილი დაფუძნებულია პლაცებო კონტროლირებადი კლინიკური კვლევების განზოგადებულ ანალიზზე. ეს მონაცემები ივსება  შესაბამის გაფართოებულ ღია კვლევებში ლევეტირაცეტამის გამოყენების შედეგებით, აგრეთვე პოსტმარკეტინგული გამოცდილების მონაცემებით. ყველაზე ხშირად მოდის ცნობები ისეთი გვერდითი მოვლენების შესახებ, როგორიცაა ნაზოფარინგიტი, ძილიანობა, თავის ტკივილი, მომატებული დაღლილობა და თავბრუსხვევა. ლევეტირაცეტამის უსაფრთხოების პროფილი, როგორც წესი, ერთმანეთის მსგავსია როგორც მოზრდილებში ისე ბავშვებში. 

ბავშვები

კვლევებმა პედიატრიულ პრაქტიკაში (პაციენტები პარციალური გულყრებით 1 თვიდან 4 წლამდე) გვიჩვენა, რომ პაციენტების 21,7%-მა ჯგუფში, რომელიც იყენებდა ლევეტირაცეტამის პერორალურ ხსნარს, და პაციენტების 7,1%-მა პლაცებო ჯგუფში  განიცადეს არასასურველი ეფექტი. 1 თვიდან 4 წლამდე ბავშვებში შემდგომი ხანგრძლივი კვლევების დროს ლევეტირაცეტამთან დაკავშირებული ხშირი გვერდითი ეფექტები იყო გაღიზიანება (7,9%), კრუნჩხვები (7,2%), ძილიანობა (6,6%), ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა (3,3%), ძილის დარღვევა (3,3%) და აგრესია (3,3%).

პედიატრიულ პრაქტიკაში უსაფრთხოების სხვა კვლევებმა შეაფასეს ლევეტირაცეტამის კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიური შედეგები 4-დან 16 წლამდე ბავშვებში, რომლებიც დაავადებულები იყვნენ პირველადი პარციალური  გულყრებით. დადგენილია, რომ პოპულაციის ზოგადი შეფასების ფონზე, პრეპარატი არ განირჩევა პლაცებოსგან ყურადღების დონის ცვლილების   და მახსოვრობის მხრივ. 

კვლევების შედეგებმა აჩვენეს აგრესიული მოქმედების ოდნავ გაძლიერება პაციენტებში, რომლებიც ლევეტირაცეტამს მოიხმარდნენ. მაგრამ იმ პაციენტებში, რომლებიც ლევეტირაცეტამს დიდხანს მოიხმარდნენ ღია კვლევებში, არ აღინიშნებოდა ქცევითი და ემოციური ფუნქციების გაუარესება, კერძოდ აგრესიული მოქმედების მაჩვენებელი არ იყო იმაზე უარესი, ვიდრე საბაზისო. 

გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა კლინიკურ კვლევებში (მოზრდილებში, მოზარდებში, ბავშვებში და ჩვილებში 1 თვის ასაკიდან) და პოსტმარკეტინგულ პერიოდში, მითითებულია ქვევით ორგანოების და სისტემების კლასიფიკაციის შესაბამისად. სიხშირე განისაზღვრება  შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥ 1/100 

ინფექციები და ინვაზიები:  ძალიან ხშირად – ნაზოფარინგიტი;  იშვიათად – ინფექციები.

დარღვევები სისხლძარღვთა და ლიმფური სისტემების მხრივ:  არც ისე ხშირად – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია; იშვიათად – ნეიტროპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი.

დარღვევები იმუნური სისტემების მხრივ: იშვიათად – ეოზინოფილია და ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი (DRESS-სინდრომი).

კვების და ნივთიერებათა ცვლის მოშლა: ხშირად – ანორექსია; არც ისე ხშირად – სხეულის მასის ზრდა ან შემცირება; იშვიათად – ჰიპონატრემია.

ფსიქიური დარღვევები: ხშირად – დეპრესია, მტრული განწყობა/აგრესიულობა, შფოთვა, უძილობა, ნერვიულობა/გაღიზიანება; არც ისე ხშირად – თვითმკვლელობის მცდელობა, სუიციდური აზრები, ფსიქიური მოშლილობა, ანომალური ქცევები, ჰალუცინაცია, სიბრაზე, აზროვნების არევა, პანიკური შეტევები, ემოციური ლაბილობა/ხასიათის ცვლილება, აგზნებადობა; იშვიათად – სუიციდი, პიროვნული აშლილობა, ანომალური აზროვნება.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:  ძალიან ხშირად – ძილიანობა, თავის ტკივილი; ხშირად – კრუნჩხვები, წონასწორობის დარღვევა, თავბრუსხვევა, ლეთარგია, ტრემორი; არც ისე ხშირად – ამნეზია, მეხსიერების დარღვევა, ატაქსია, კოორდინაციის დარღვევა, პარესთეზია, ყურადღების დეფიციტი;  იშვიათად – ჰიპერკინეზია, დისკინეზია, ქორეოათეტოზი.

დარღვევების მხედველობის ორგანოების მხრივ:  არც ისე ხშირად – დიპლოპია, მხედველობის დაბინდულობა.

დარღვევები სმენის ორგანოების და წონასწორობის მხრივ:  ხშირად – ვერტიგო.

დარღვევები სუნქვის ორგანოების, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ:  ხშირად – ხველა.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ: ხშირად – დიარეა, დისპეპსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი; იშვიათად – პანკრეატიტი.

ჰეპატობილიარული დარღვევები:  არც ისე ხშირად –  ღვიძლის სინჯების ნორმიდან გადახრები; იშვიათად – ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა.

კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ დარღვევები:  ხშირად – გამონაყარი; არც ისე ხშირად – ეგზემა, ქავილი, ალოპეცია; იშვიათად – ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა.

დარღვევები ჩონჩხის მუსკულატურის და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: არც ისე ხშირად – მიალგია, კუნთების სისუსტე.

საერთო დარღვევები:  ხშირად – ასთენია/დაღლილობა.

ტრავმები, მოწამვლა და პროცედურული გართულებები:  არც ისე ხშირად – ტრავმები.

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ანორექსიის რისკი იზრდება ლევეტირაცეტამის და ტოპირამატის ერთდროულად მიღებისას. ალოპეციის გაჩენის ზოგიერთ შემთხვევაში შეინიშნებოდა თმის საფარის აღდგენა ლევეტირაცეტამის შეწყვეტის შემდეგ.

პანციტოპენიის გაჩენის ზოგიერთ შემთხვევაში შეინიშნებოდა ძვლის ტვინის დათრგუნვა.

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გაჩენა ლევეტირაცეტამზე ან პრეპარატში შემავალ დამხმარე ნივთიერებებზე. 

ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების გაჩენის შემთხვევაში, ასევე ისეთი გვერდითი რეაქციების გაჩენისას, რომლებიც არაა ინსტრუქციაში მითითებული, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. 

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის შეწყვეტის აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის შეწყვეტა მოხდეს თანდათანობით (მაგალითად, მოზრდილებისთვის და 50 კგ  და მეტი სხეულის მასის მქონე მოზარდებისთვის დოზა უნდა შემცირდეს 500მგ-ით 2-ჯერ დღეში ყოველ 2-4 კვირაში ერთხელ; ბავშვებისთვის და 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე მოზარდებისთვის დოზა უნდა შემცირდეს არა უმეტეს 10მგ/კგ 2-ჯერ დღეში ყოველ 2 კვირაში ერთხელ. 

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს ლევეტირაცეტამის დოზის კორექტირება.

ღვიძლის მძიმე ფუნქციური დარღვევების მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციების შეფასება  პრეპარატის დოზის განსაზღვრის წინ.

სუიციდი

პაციენტებს, რომლებიც გადიოდნენ მკურნალობას ანტიეპილეფსიური პრეპარატებით (მათ შორის ლევეტირაცეტამით) აღენიშნებოდათ სუიციდის შემთხვევები, სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები.

რანდომიზირებული პლაცებოკონტროლირებადი კვლევების შედეგების მეტაანალიზმა აჩვენა სუიციდური აზრების და ქცევების წარმოქმნის რისკის უმნიშვნელო ზრდა. ასეთი რისკების წარმოქმნის მექანიზმი შეუსწავლელია. ასეთი რისკის არსებობის გამო საჭიროა პაციენტების კონტროლი დეპრესიის ნიშნების და/ან სუიციდური აზრების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში მოხდეს მკურნალობის კორექტირება. პაციენტები (ან მათი მეურვეები) უნდა გააფრთხილონ, რომ აუცილებელია დაუყონებლივ აცნობონ ექიმს  დეპრესიის ნებისმიერი სიმპტომის  და/ან სუიციდური აზრების გაჩენის შესახებ. 

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები ადასტურებენ რეპროდუქციული ტოქსიურობის არსებობას. ორსულთა რეესტრიდან 1000 ქალის მონაცემების ანალიზმა, რომლებმაც გაიარეს ლევეტირაცეტამით მონოთერაპია ორსულობის I ტრიმესტრში, არ დაადასტურეს განვითარების მძიმე ანომალიების გაჩენის რისკის არსებითი ზრდა, თუმცა ასეთი რისკის მთლიანად გამორიცხვა არ შეიძლება. რამდენიმე ანტიეპილეფსიური საშუალების ერთად გამოყენება პოტენციურად ზრდის ნაყოფის განვითარების ანომალიების გაჩენის ალბათობას მონოთერაპიასთან შედარებით.  ლევეტირაცეტამი არ უნდა მიიღოთ ორსულობის პერიოდში, გარდა აბსოლუტურად აუცილებელი შემთხვევებისა, ასევე რეპროდუქციული ასაკის ქალებმა, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპციას. როგორც სხვა ანტიეპილეფსიური პრეპარატების შემთხვევაში, ორსულობის პერიოდში ფიზიოლოგიურმა ცვლილებებმა შესაძლებელია შეცვალონ ლევეტირაცეტამის კონცენტრაცია. ლევეტირაცეტამის კონცენტრაციის შემცირება ყველაზე მეტად გამოხატულია III ტრიმესტრში (ორსულობამდე საწყისი კონცენტრაციის 60%-მდე). ანტიეპილეფსიური საშუალებების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გამწვავება, რამაც შეიძლება დააზიანოს დედა და ნაყოფი. 

ლევეტირაცეტამი აღწევს დედის რძეში. ამიტომ ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის. მაგრამ, თუ ლევეტირაცეტამის გამოყენება აუცილებელია ძუძუთი კვების პერიოდში, კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს მკურნალობის სარგებლობა და რისკები და ძუძუთი კვების მნიშვნელობა. 

მოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინეს რეპროდუქციულ ფუნქციაზე ზეგავლენა. ადამიანისთვის პოტენციური რისკი უცნობია, იმიტომ რომ არ არსებობს ამის კლინიკური მონაცემები. 

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე და მოძრავი მექანიზმების მომსახურებაზე  ზეგავლენა

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ან სხვა მექანიზმებთან მუშაობაზე ზეგავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. შესაძლო ინდივიდუალური მგრძნობელობის გამო ზოგიერთ პაციენტებში შეინიშნება ძილიანობა, თავბრუსხვევა და სხვა სიმპტომები, რაც დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებასთან, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის დროს. ამიტომ ასეთ პაციენტებს მმართებთ სიფრთხილის გამოჩენა, როდესაც ისეთ საქმიანობას ეწევიან, რომელიც მოითხოვს დიდ ყურადღებას, მაგალითად, მანქანის მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა. 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

ანტიეპილეფსიური პრეპარატები

ლევეტირაცეტამი არ ურთიერთქმედებს სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებზე (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ვალპროის მჟავა, ფენობარბიტალი, ლამოტრიჯინი, გაბაპენტინი და პრიმიდონი), და ისინიც, თავის მხრივ,  არ ზემოქმედებენ ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე.

არ არსებობს მონაცემები სამკურნალო საშუალების კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების შესახებ საბავშვო ასაკის პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 60მგ/კგ/დღე-მდე ლევეტირაცეტამს.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ლევეტირაცეტამის კლირენსი 20%-ით მაღალია ბავშვებში და მოზარდებში (4-დან 17 წლამდე), რომლებიც იღებენ ფერმენტების შემცველ კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებებს. დოზის კორექცია საჭირო არ არის. 

ლევეტირაცეტამი არანაერ გავლენას არ ახდენს სისხლის პლაზმაში კარბამაზეპინის და ვალპროატის კონცენტრაციაზე.

პრობენეციდი

პრობენეციდი  (500 მგ  4-ჯერ დღეში) არის პრეპარატი, რომელიც ბლოკავს თირკმლის მილაკების სეკრეციას, თრგუნავს ძირითადი მეტაბოლიტის თირკმლის კლირენს, მაგრამ არა ლევეტირაცეტამის. მაგრამ ამ მეტაბოლიტის კონცენტრაცია რჩება დაბალი. სავარაუდოა, რომ სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყოფა აქტიური მილაკოვანი სეკრეციის მეშვეობით, ასევე აქვეითებენ მეტაბოლიტის თირკმლის კლირენს. პრობენეციდზე ლევეტირაცეტამის ზეგავლენა არ გამოკვლეულა, ლევეტირაცეტამის ზეგავლენა სხვა პრეპარატებზე, რომლებიც აქტიურად სეკრეტირდებიან, მაგალითად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, სულფონამიდები და მეტოტრექსატი, უცნობია. 

ურთიერთქმედება პერორალურ კონტრაცეპტივებთან და სხვა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები

ლევეტირაცეტამი დღიური დოზით 1000 მგ არ ცვლის პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების (ეთინილესტრადიოლი და ლევონორგესტრელი) ფარმაკოკინეტიკას; ენდოკრინული მაჩვენებლები (მალუთეინიზერებელი ჰორმონის და პროჟესტერონის დონეები)  უცვლელია. 

ლევეტირაცეტამი დღიური დოზით 2000 მგ არ ცვლის დიგოქსინის და ვარფარინის ფარმაკოკინეტიკას; პროთრომბინის დროის მნიშვნელობა უცვლელი რჩება. დიგოქსინი, პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და ვარფარინი, თავის მხრივ, არ მოქმედებენ ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე ერთდროულად მიღებისას. 

ანტაციდები

არ არსებობს მონაცემები ანტაციდული პრეპარატების ზემოქმედების შესახებ  ლევეტირაცეტამის შეწოვაზე.

საკვები და ალკოჰოლი

ლევეტირაცეტამის შეწოვის ხარისხი არ არის დამოკიდებული საკვებზე, მაგრამ შეწოვა ოდნავ ჩქარდება. არ არსებობს ცნობები ლევეტირაცეტამის და ალკოჰოლის ურთიერთქმედებაზე.

თუ თქვენ მოიხმართ სხვა რომელიმე სამკურნალო საშუალებას, პრეპარატით მკურნალობის დაწყების წინ შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს. 

ზედოზირება

სიმპტომები. ძილიანობა, აგზნებადობა, აგრესია, სუნთქვის დათრგუნვა, აზროვნების დაბინდვა, კომა.

მკურნალობა. მწვავე ზედოზირების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა ან ღებინების გამოწვევა. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროების შემთხვევაში უტარებენ სიმპტომურ მკურნალობას, მათ შორის ჰემოდიალიზის გამოყენებით (გამოიყოფა 60%-მდე ლევეტირაცეტამი და 74% პირველადი მეტაბოლიტი). 

შენახვის პირობები

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს. 

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტი ჯგუფი – II (გამოიყენეთ ექიმის დანიშნულებით)

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა

10 ტაბლეტი  ბლისტერზე.

5 ბლისტერი მუყაოს ყუთში.

Facebook კომენტარები