საერთაშორისო დასახელება:

PRENOXDIAZINE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: პრენოქსდიაზინი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ხველების საწინააღმდეგო  საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

პრენოქსდიაზინის ქლორიდი ……….. 100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის მოქმედება ხორციელდება მისი უშუალო ზეგავლენით ბრონქებზე. ადგილობრივი მაანესთეზირებელი თვისებების გამო იგი ამცირებს როგორც პერიფერიულ სენსორულ, ასევე ფილტვების რეცეპტორების აგზნებას. უშუალო სპაზმოლიზური მოქმედებით ლიბექსინი აქვეითებს ბრონქოკონსტრიქციას, ხოლო ცენტრალური ზემოქმედებით მცირე ხარისხით  თრგუნავს ხველების ცენტრის ფუნქციას სუნთქვის დათრგუნვის გარეშე.

კლინიკური კვლევის შედეგად დადგენილ იქნა, რომ პრეპარატი არ აქვეითებს სისხლის არტერიულ წნევას.

პრეპარატის სპაზმოლიზური მოქმედების მიუხედავად იგი არ იწვევს ყაბზობას.

მცირედ გამოხატული ანქსიოლიზური ეფექტის მიუხედავად, პრეპარატი არ ახდენს რაიმე მნიშვნელოვან გავლენას ცნს-ის ფუნქციაზე.

ფარმაკოკინეტიკა:

ლიბექსინი სწრაფად და კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება მიღებიდან 30 წუთის შემდეგ, ხოლო თერაპიული – აღინიშნება 6-8 საათის განმავლობაში.

მისი უცვლელი სახის პროდუქტებთან ერთად, დამატებით გამოყოფილია და რაოდენობრივად განსაზღვრულია კიდევ 4 მეტაბოლიტი.

პირველი საათის განმავლობაში ლიბექსინის 55-59% მიღებისთანავე უკავშირდება პლაზმის ცილებს. იგი მეტაბოლიზდება ღვიძლში და მხოლოდ 30% გამოიყოფა უცვლელი სახით. ნაღვლის სეკრეცია დიდ როლს თამაშობს პრეპარატის მეტაბოლურ პროცესებში მინიმუმ 12 საათის პერიოდის განმავლობაში მისი მიღებიდან. სისხლიდან პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2.6 საათს. 24 საათის განმავლობაში შეყვანილი ლიბექსინის 93% ელიმინირდება ორგანიზმიდან, დაახლოებით 50% – შარდით და 50% – ფეკალიებით.

ჩვენებები:

  • ძირითადად მწვავე ან ქრონიკული მშრალი ხველების სამკურნალოდ.
  • ლიბექსინი გამოიყენება ხველების დროს იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომელთაც თან ახლავს სუნთქვისა და გაზთა ცვლის დარღვევა,
  • ვინაიდან იგი არ თრგუნავს სუნთქვის ცენტრს. პრეპარატი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, გრიპის, პნევმონიის, ემფიზემის და ღამის ხველის დროს გულის უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში. აგრეთვე,
  • იმ პაციენტების მოსამზადებელ პერიოდში, რომლებსაც ესაჭიროებათ ბრონქოსკოპული ან ბრონქოგრაფიული კვლევა.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში საშუალო დოზა შეადგენს 100 მგ-ს 3-4-ჯერ დღეში (1 ტაბლეტი დღეში 3-4-ჯერ),  უფრო მძიმე შემთხვევებში დოზა შეიძლება გაზრდილი იქნას 200 მგ-მდე 3-4-ჯერ  ან 300 მგ-მდე 3-ჯერ დღეში (2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში ან 3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში).

ბავშვებში საშუალო დოზა დამოკიდებულია ასაკსა და სხეულის წონაზე: 25-50 მგ 3 ან 4-ჯერ დღეში (1/4-1/2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში).

მაქსიმალური ერთჯერადი დოზა ბავშვებში შეადგენს 1 ტაბლეტს, მოზრდილებში 3 ტაბლეტს. მაქსიმალური დღიური დოზა ბავშვებში შეადგენს 2 ტაბლეტს, მოზრდილებში 9 ტაბლეტს.

ბრონქოსკოპული გამოკვლევის პროცედურის ჩატარებამდე 1 საათით ადრე 0.9-3.8 მგ/კგ პრეპარატი ინიშნება 0.5-1 მგ ატროპინთან კომბინაციაში.

გვერდითი მოვლენები:

ობიექტური გვერდითი მოვლენები პრეპარატის მიღებისას (ღვიძლისა და თირკმელების, ასევე სისხლმბადი ორგანოების მხრივ) არ აღინიშნება. პრეპარატის მიღების შემდეგ გასტროინტესტინური სახის ჩივილები (კუჭის არეში ტკივილი, ყაბზობისადმი მიდრეკილება) აღენიშნება პაციენტების დაახლოებით 10%-ს, თუმცა ყველა ჩივილი დიეტის შემდეგ ქრება. იშვიათად საჭიროა სუსტი მოქმედების საფაღარათო საშუალების მიღება.

პრეპარატის მაღალ დოზებში გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს სუსტად გამოხატული სედატიური ეფექტი და/ან გადაღლილობა. ზემოთ აღნიშნული სიმპტომები ვითარდება პრეპარატის მაღალ დოზებში მიღების შემთხვევაში, რომლებიც მისი შეწყვეტიდან რამდენიმე საათის შემდეგ ქრება.

იშვიათად აღინიშნება პირის ღრუს ან ყელის სიშრალე. ალეგიული რეაქციები.

ამ და სხვა გვერდითი მოვლენების შესახებ საჭიროა მკურნალი ექიმს ინფორმირება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიღება წინააღმდეგჩვენებია იმ დაავადებების დროს, რომლებიც ხასიათდებიან გაძლიერებული ბრონქიალური სეკრეციით, აგრეთვე,

* ოპერაციის შემდგომი მდგომარეობის დროს.

* ლიბექსინის გამოყენება ინჰალაციური ნარკოზის შემდეგ არ შეიძლება.

ორსულობა და ლაქტაცია:

* იმის გამო, რომ არ არსებობს მონაცემები მისი ემბრიოტოქსიკურობის შესახებ, აღნიშნულ პერიოდში პრეპარატი მიიღება სიფრთხილით.

განსაკუთრებული მითითებები:

* იმ შემთხვევაში, როდესაც გაძნელებულია ნახველის ბლანტი მასის ევაკუაცია, შესაძლებელია დამატებით საჭირო გახდეს ამოსახველებელი ან მუკოლიზური საშუალებების მიღება. ტაბლეტები აუცილებელია მივიღოთ მთლიანად, დაუღეჭავად, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს დროებითი ანესთეზია, რაც გამოიხატება პირის ღრუს ლორწოვანის მგრძნობელობის დაქვეითებაში.

* ვინაიდან პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზა, ამიტომ მან შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გართულება იმ პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ მომატებული მგრძნობელობა ლაქტოზის მიმართ.

* პრეპარატის მიღება სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე არ ახდენს ზემოქმედებას.

* კლინიკური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ თერაპიულ დოზებში მისი გამოყენებისას არ აღინიშნება მწვავე გვერდითი მოვლენები როგორც კარდიო-რესპირატორული, ასევე ცნს-ის მხრივ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არსებობს როგორც კლინიკური, ასევე წინაკლინიკური მონაცემები აღნიშნული პრეპარატის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Facebook კომენტარები