საერთაშორისო დასახელება:

LIDOCAINE

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICAL PLC, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ლიდოკაინი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

აეროზოლი 10% ადგილობრივი გამოყენებისათვის: ფლაკონში 50 მლ, 790 დოზა.

1 დოზა

ლიდოკაინი ………… 38 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

96%-იანი ეთანოლი პროპილენგლიკოლი, ბაღის პიტნის ზეთი. არ შეიცავს ფრეონს.

ფარმაკოლოგიუირ თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას.

მას გააჩნია მემბრანომასტაბილიზირებელი მოქმედება, აფერხებს ნატრიუმის შეღწევას ნერვული უჯრედების მემბრანაში, რის გამოც მცირდება დეპოლარიზაციის სიჩქარე და მოქმედების პოტენციალის ამპლიტუდა, რითაც ფერხდება აგზნების გატარება.

ლორწოვან გარსზე ადგილობრივი გამოყენებისას ლიდოკაინის შეწოვის ხარისხი დამოკიდებულია დოზაზე. გამოყენების ადგილზე და ლორწოვანი გარსების მომარაგებაზე სისხლით. აეროზოლის მოქმედება ვლინდება 1 წუთის შემდეგ და გრძელდება 5-6 წუთის განმავლობაში. დაბუჟების შეგრძნება წყდება ნელა, დაახლოებით 15 წუთის მანძილზე.

ჩვენებები:

  • ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება შეიძლება ყველა შემთხვევაში, როდესაც საჭიროა კანისა ან ლორწოვანი გარსის ანესთეზია.
  • სტომატოლოგიური პროცედურები და ოპერაციები.
  • ინექციის ადგილის ანესთეზია ადგილობრივი საინექციო საანესთეზიური საშუალების შეყვანამდე:

– ზედაპირული აბსცესების გაკვეთა, მოძრავი სარძევე კბილის ან ძვლოვანი ფრაგმენტის ამოღება, ლორწოვანი გარსის ჭრილობიდან ძაფების ამოღება. ფრჩხილის ანესთეზია, გვირგვინის ან ხიდისებრი პროთეზის დაფიქსირებამდე. პრეპარატის გამოყენება. ასევე, შეიძლება კბილის ქვის ხელით ან ინსტრუმენტული მეთოდით ამოსაღებად ან გადიდებული კბილთაშორისი დვრილის გასაკვეთად.

– ლიდოკაინის აეროზოლი აქვეითებს ან თრგუნავს ხახის გაძლიერებულ რეფლექსს ანაბეჭდის მომზადებისა ან რენტგენული ფირის მოთავსების წინ. პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ანაბეჭდის ელასტიურ მასალებთან ერთად. ასპირაციის რისკის გამო ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება უკუნაჩვენებია, როდესაც ანაბეჭდის მოსამზადებლად იხმარება თაბაშირი.

– ბავშვებისათვის ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება შეიძლება ფრენულტომიისათვის და სანერწყვე ჯირკველის კისტების გასაკვეთად. ლორწოვანი გარსის კეთილთვისებიან ზედაპირულ სიმსივნეთა ამოკვეთა.

ოტოლარინოლოგია:

– ელექტროკაუტერიზაციამდე ცხვირიდან სისხლდენის მკურნალობის დროს, ცხვირის პოლიპის სეპტექტომიისა და რეზექციის წინ. პრეპარატის გამოყენება ასევე შეიძლება ხახის რეფლექსის დათრგუნვისთვისა და ინექციის ადგილების ანესთეზიისათვის.

– დამატებითი ანესთეზიის სახით პერიტონზილური აბსცესის გაკვეთამდე ან ჰაიმორის წიაღის პუნქციამდე.

– ანესთეზია სინუსის ამორეცხვამდე.

– ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება ხახასა და ცხვირ-ხახაში ქირურგიული ოპერაციების დროს, უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ ლიდოკაინი ხახის რეფლექსის დათრგუნვის დროს ხვდება ხორხსა და ტრაქეაში და თრგუნავს ხველის რეფლექსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოპნევმონია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის, რადგან მათში ხშირად გამოიწვევა ხახის რეფლექსი.

– ამის გამო, ლიდოკაინის აეროზოლი არაა რეკომენდებული ადგილობრივი ანესთეზიისათვის ტონზილენქტომიისა და ადენოტომიის წინ 8 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ენდოსკოპია და გამოკვლევის ინსტრუმენტული მეთოდები:

– ხახის ანესთეზია ცხვირიდან ან პირიდან სხვადასხვა მილების შეყვანამდე (გასტროდუოდენალური ზონდი ან სენგსტაკენის ზონდი).

– ტრაქეოტომიული მილის შეცვლა.

გინეკოლოგია და მეანობა.

შორისის ანესთეზიისათვის ეპიზიოტომიამდე ან ამ ოპერაციის შესაძლებლობის შემთხვევაში. ძაფების ამოღება. მიმდებარე ქსოვილების ანესთეზია საშვილოსნოს ყელზე ან საშოზე ოპერაციის დროს.

ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება შეიძლება საქალწულე აპკის ნაფლეთების ან ჭრილობების აბსცესის გაკვეთისა და დამუშავებისათვის.

დერმატოლოგია:

კანის ან ლოწოვანი გარსების ანესთეზია მცირე ჩარევების წინ.

მიღების წესები და დოზირება:

დოზირება შეიძლება ფართოდ ვარირებდეს საანესთეზიო ზონის მონაცემების და ზომის მიხედვით.

აეროზოლის ერთი დოზა, რომელიც გამოდის აეროზოლის დოზირების სარქველზე დაჭერით, შეიცავს 4,8 მგ ლიდოკაინს.

სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაღალი კონცენტრაციის მიღწევის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ყველაზე მცირე ეფექტური დოზის გამოყენება.

ჩვეულებრივ, საკმარისია სარქველზე 1-3 დაჭერა, მაგრამ სამეანო პრაქტიკაში იყენებენ 15-20 დოზას (მაქსიმალური რაოდენობა – 40 დოზა 70 კგ სხეულის წონაზე).

რეკომენდებული დოზები სხვადასხვა ჩვენების დროს:

გამოყენება

დოზა (სარქველზე

დაჭერის რიცხვი)

სტომატლოგია1-3
სტომატოლოგიური ქირურგია1-4
ოტორინოლარინგოლოგია1-4
ენდოსკოპია2-3
მეანობა15-20
გინეკოლოგია4-5
დერმატოლოგია1-3

 

პრეპარატის გამოყენება ასევე შეიძლება მასში დასველებული ბამბის ტამპონის წასმით.

ბავშვებში: ლიტერატურული მონაცემების თანახმად სტომატოლოგიური პროცედურების დროს ლიდოკაინის გამოყენება შეიძლება ბავშვებშიც, უმჯობესია ბამბის ტამპონით, რაც პრეპარატის დოზის გამოსხურების დროს შიშისა და ჩხვლეტის შეგრძნების (ჩვეული გვერდითი მოვლენა) თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. ასეთივე მეთოდით პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 2 წლამდე ასაკის ბავშვებშიც.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი მოვლენები: მსუბუქი ჩხვლეტის შეგრძნება პრეპარატის შესხურების დროს. ეს შეგრძნება გაივლის მოვლენის განვითარების შემდეგ (1 წუთის შემდეგ) გარდამავალი ერითემა, შეშუპება და მგრძნობელობის დარღვევა შეიძლება აღინიშნებოდეს პრეპარატის შესხურების ადგილას.

ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში – შოკი. პრეპარატის გამოყენება საჭიროა დაუყოვნებლივ შეჩერდეს ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი რეაქციის აღმოჩენისთანავე.

სისტემური მოქმედება: სისტემური მოვლენების სიხშირე ლიდოკაინის აეროზოლის მიღების შემდეგ ძალიან მცირეა, რადგან გამოიყენება აქტიური პრეპარატის ძალიან მცირე რაოდენობა, რომელიც შეიძლება მოხვდეს სისხლში.

დიდი დოზის შესხურების შემთხვევაში, ასევე, სწრაფი შეწოვის, ჰიპერმგრძნობელობის, იდიოსკნრაზიის, პრეპარატის ცუდი ატანის დროს, შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს აგზნების ან ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) დათრგუნვის სიმპტომები: ნერვული აგზნება, სისტემური თავბრუსხვევა, ძილიანობა, სპაზმები, გონების დაკარგვა და სუნთქვის დამბლა.

გულსისხლძარღვოვანი გვერდითი მოვლენები: ჰიპოტენზია, მიოკარდიუმის ფუნქციის დათრგუნვა, ბრადიკარდია, გულის გაჩერება.

უკუჩვენებები:

* მაღალი მგრძნობელობა ლიდოკაინის ან აეროზოლის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ლიდოკაინი გამოიყენება დიდი ხნის მანძილზე და არ არის რეგისტრირებული ჯანმრთელობაზე მისი ცუდი გავლენა.

უფრო უსაფრთხო პრეპარატის უქონლობის შემთხვევაში ლიდოკაინის გამოყენება შეიძლება ორსულობის დროს.

ლიდოკაინი გამოიყოფა დედის რძით, მაგრამ ჩვეულებრივი თერაპიული დოზის გამოყენების შემდეგ მისი რძით გამოყოფილი რაოდენობა ძალიან მცირეა, იმისათვის, რომ ჩვილს ზიანი მიაყენოს.

განსაკუთრებული მითითებები:

* არ უნდა დაიშვას ლიდოკაინის მოხვედრა სასუნთქ გზებში (ასპირაციის რისკი);

* შესხურება ხახაზე საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას;

* ლოყების ლორწოვან გარსზე შესხურებას თან ახლავს დისფაგიისა და შემდგომი ასპირაციის რისკი, განსაკუთრებით ბავშვებისათვის. ენისა და ლოყების ლორწოვნი გარსის მგრძნობელობის დარღვევის დროს იზრდება მათზე კბენის რისკი;

* ლიდოკაინი კარგად იწოვება ლორწოვანი გარსით (განსაკუთრებით ტრაქეაში) და დაზიანებული კანით. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული, განსაკუთრებით, ბავშვებში ქსოვილების დიდი მონაკვეთების დამუშავების დროს;

* საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ლიდოკაინის დაზიანებულ ლორწოვან გარსზე და/ან ინფიცირებულ ზონებზე შესხურების დროს;

* პრეპარატის მიღება სიფრთხილით უნდა მოხდეს ეპილეფსიით დაავადებულებში, ასევე, ბრადიკარდიის, გულის გამტარებლობის დარღვევის, ღვიძლის ფუნქციის მოშლისა და მძიმე შოკის დროს. განსაკუთრებით როდესაც მოსალოდნელია პრეპარატის მნიშვნელოვანი რაოდენობის შეწოვა მაღალი დოზებით ქსოვილთა  დიდი მონაკვეთების დამუშავების დროს;

* უფრო მცირე დოზების გამოყენებაა საჭირო ხანდაზმულ ან სუსტ პაციენტებში, მწვავე დაავადებების დროს, ასევე, ბავშვებში ასაკისა და საერთო მდგომარეობის შესაბამისად;

* 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება რეკომენდებულია პრეპარატით დასველებული ბამბის ტამპონით.

* ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენების დროს ფლაკონის დაჭერა საჭიროა, შეძლებისამებრ ვერტიკალურად, აეროზოლი არ უნდა მოხვდეს თვალებზე.

ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა: არ არის მონაცემები, რომლებიც მიუთითებს ლიდოკაინის გავლენაზე ტრანსპორტის საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების დროს შეიძლება აღინიშნოს ცენტრალური ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევა.

ყურადღება მიაქციეთ სასუნთქი გზების გამავლობას, საჭიროებისამებრ გამოიყენეთ ჟანგბადი ან ხელოვნური სუნთქვა. ერთეული სპაზმების მოხსნა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს 50-100 მგ სუკცინილქოლინის და/ან 5-15მგ.  დიაზეპამის შეყვანით. რადგან სუკცინილქოლინმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვს გაჩერება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ სპეციალისტების მიერ, რომელთაც აქვთ ტრაქეის ინტუბაციისა და სუნთქვის დამბლის მქონე ავადმყოფების კურირების გამოცდილება. შეიძლება ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატების გამოყენება – თიოპენტალი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ სიმპტომების აღსაკვეთად (ბრადიკარდია და გამტარებლობის დარღვევა) ნაჩვენებია ატროპინის (0.5-1 მგ ვენაში) და სიმპატომიმეტიკების შეყვანა. პარკუჭების ფიბრილაციისა და გულის გაჩერების დროს საჭიროა რეანიმაციული ღონისძიებები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ლიდოკაინის გამოყენება სიფრთხილითაა საჭიროა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიარითმულ პრეპარატებს IB ტიპის (მაგალითად: ტოკაინიდი), ტოქსიკური ეფექტების სუმაციის რისკის გამო.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარტი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები