საერთაშორისო დასახელება:

LIDOCAINE

მწარმოებელი: B. BRAUN MELSUNGEN

მოქმედი ნივთიერება: ლიდოკაინი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 1%: ფლაკონში 20, 50 და 100 მლ

100 მლ

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი ……….    1.0 გ

საინექციო ხსნარი 2%: ფლაკონში 20, 50 და 100 მლ

100 მლ

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი ……….   2.0 გ

არააქტიური ინგედიენტები:

მეცთილ-4-ჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლიდოკაინი წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას და ამავე დროს მიეკუთვნება I- ჯგუფის ანტიარითმულ პრეპარატებს.

იგი იწვევს ადგილობრივი ანესთეზიის ყველა სახეს: ტერმინალურს, ინფილტრაციულს და გამტარებლობითს. იგი აბლოკირებს ნატრიუმის არხებს და ხელს უწყობს უჯრედის მემბრანის სტაბილიზაციას. მიოკარდში თრგუნავს ექტოპიური კერების ავტომატიზმს, უპირველეს ყოვლისა პარკუჭებში: პრაქტიკულად არ მოქმედებს გულის გამტარებლობაზე და შეკუმშვადობაზე. პრეპარატი ხელს უწყობს კალიუმის იონების გამოსვლას მიოკარდის უჯრედებიდან და აჩქარებს უჯრედის მემბრანის რეპოლარიზაციის პროცესს, ამცირებს მოქმედების პოტენციალის ხანგრძლივობას და ეფექტურ რეფრაქტერულ პერიოდს.

ჩვენებები:

  • 1%-იანი ლიდოკაინი – ინფილტრაციული და გამტარებლობითი ანესთეზიისათვის.
  • 2%-იანი ლიდოკაინი – გამტარებლობითი მაბლოკირებელი ანესთეზიისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

გამოიყენება მაქსიმალურად დაბალი ეფექტური დოზები.

მოზრდილებში მაქსიმალურად 200 მგ (20 მლ 1% ან 10 მლ 2% ხსნარი) დღეში.

ბავშვებში დოზა დგინდება სხეულის წონის მიხედვით – მაქსიმალურად 4 მგ/კგ.

ორსულ პაციენტებში გამოიყენება 1/3-ით ნაკლები დოზა, ვიდრე არაორსულებში.

დოზას ამცირებენ გულის უკმარისობის, ღვიძლის დაავადების დროს, ბავშვებში და ხანდაზმულ (ასაკი >60) პაციენტებში.

პრეპარატი შეჰყავთ კანში, კანქვეშ, კუნთებში ინფილტრაციული ანესთეზიისათვის და პერინევრალური ინექციის სახით ნერვის ბლოკადისათვის. ინტრავასკულური ინექცია თავად უნდა იქნას აცილებული. ზურგის ტვინის არეში ინექციის დროს 5 წუთით ადრე შეყავთ დოზის მეხუთედი სუბარაქნოიდული ინექციის თავიდან ასაცილებლად. უნდა იყოს დაცული სრული სტერილობა. პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად მაქსიმალური დოზის 25%.

გვერდითი მოვლენები:

ცნსის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, შუილი ყურებში, ენის და პირის ღრუს ლორწოვანის დაბუჟება, იშვიათად – აღგზნებადობა, ეიფორია, დეზორიენტაცია, ტრემორი.

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გამტარებლობის დარღვევა.

უკუჩვენებები:

* სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი ხანდაზმულ პაციენტებში;

* გამოხატული ბრადიკარდი 50-ზე ნაკლები მაჯის სიხშირით;

* I და II ხარისხის AV-ბლოკადა (გამონაკლისს წარმოადგენს ზონდის შეყვანა პარკუჭების სტიმულაციის დროს);

* ადამს-სტოქსის სინდრომი;

* ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი;

* გულის უკმარისობა;

* ავთვისებიანი ჰიპერთერმია;

* კოაგულაციის დარღვევა;

* ინფექცია ინექციის ადგილას;

* კარდიოგენული შოკი;

* ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;

* მომატებული მგრძნობელობა ლიდოკაინისადმი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატი ინიშნება სასიცოცხლო ჩვენების შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:

* სიფრხილით უნიშნავენ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპოტონია, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა. ლიდოკაინის ფონზე არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებისას ინტრავენურად შეჰყავთ სიმპათომიმეტური საშუალებები; ბრადიკარდიის დროს უნიშნავენ 0.5-1 მგ ატროპინს ინტრავენურად.

ჭარბი დოზირება:

ცნსის დაზიანება (კონვულსია, გონების დაკარგვა, რესპირატორული დეპრესია, კომა, შოკი, გულის გამტარებლობის დარღვევა, სრული ბლოკადა).

მკურნალობა:

ლიდოკაინის შეყვანის შეწყვეტა, ხელოვნური სუნთქვა, ჟანგბადი.

კონვულსიების საწინააღმდეგოდ – დიაზეპამი, ბარბიტურატები.

ჰიპოტონიის დროს – ჰორიზონტალური მდგომარეობა, თავის დაწევა, ვაზოპრესორები, სითხეების გადასხმა, დაუშვებელია ადრენილინისა და ანალეფსიურების გამოყენება.

ბრადიკარდიის დროს გამოიყენება ატროპინი ინტრავენურად, გულის ბლოკადის დროს – ორციპრენალინი ან პეისმეიკერი.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ლიდოკაინი არ გამოიყოფა დიალიზის მეშვეობით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ერთდროულად ლიდოკაინის და ბეტა-ადრენობლოკატორების დანიშვნისას შესაძლოა ლიდოკაინის ეფექტის გაძლიერება (მათ შორის ტოქსიკურობის). ამიტომ ასეთ შემთხვევაში ლიდოკაინის დოზა უნდა შემცირდეს.

– არარაციონალურია ლიდოკაინის დანიშვნა ერთდროულად აიმალინთან, ამიოდარონთან, ვერაპამილთან, ქინიდინთან, დიფენინთან ერთად, კარდიოდეპრესული მოქმედების გაძლიერებასთან დაკავშირებით.

– ლიდოკაინის ნოვოკაინამიდთან კომბინირებამ შეიძლება გამოიწვიოს ცნს-ის აგზნება, ჰალუცინაციები.

– ინტრავენურად ჰექსენალის და თიოპენტალ ნატრიუმის შეყვანამ ლიდოკაინის მოქმედების ფონზე შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა.

– ლიდოკაინის ინტრავენურად შეყვანისას ავადმყოფებში, რომლებიც იღებდნენ ციმეტიდინს, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ძილიანობას, ბრადიკარდიას, პარესთეზიას და სხვა. ამ შემთხვევაში ლიდოკაინის დოზა უნდა შემცირდეს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 20-250C  ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Facebook კომენტარები