საერთაშორისო დასახელება:

LYSOZYME+PYRIDOXINE

მწარმოებელი: Bosnalijek,d.d.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საწუწნი ტაბლეტები თეთრი ან თეთრი მოყვითალო ან კრემისფერი, მრგვალი ფორმის გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.

1 ტაბ.

ლიზოციმის ჰიდროქლორიდი …………20მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ……. 10მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტრაგანტი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის საქარინი, ვანილინი.

კლინიკო–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ლორ–პრაქტიკაში და სტომატოლოგიაში გამოსაყენებელი ადგილობრივი ანტისეპტიკი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ლიზოციმი ცილოვანი ბუნების ფერმენტია (მუკოლიტური ენზიმი მუკოლეპტიდ–N-– აცეტილმურამილ–ჰიდროლაზა) და გამოიყენება როგორც ანტისეპტიკი (იწვევს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიებისა და სოკოების უჯრედული მემბრანის ლიზისს), ხასიათდება ასევე ანტივირუსული აქტიობით.

პირიდოქსინი უზრუნველყოფს პირის ღრუს ლორწოვანის რეგენერაციას და ახდენს ანტიაფტოზურ ეფექტს.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე მონაცემები არ არის.

ჩვენებები:

პირის ღრუს, ღრძილებისა და ხორხოს ლორწოვანი გარსის ინფექციურ– ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა:

  • სტომატიტი;
  • გინგივიტი;
  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ჰერპესული დაზიანება;
  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სხვადასხვა ეთიოლოგიის ეროზია;
  • ზედა სასუნთქი გზების კატარალური მოვლენები.

მიღების წესები:

პრეპარატი ინიშნება 2–2 ტაბლეტი 3–4–ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 8 დღეს. აუცილებლობისას მკურნალობის კურსი შეიძლება გახანგრძლივდეს.

ლიზობაქტიმის ტაბლეტები უნდა გაიწუწნოს ნელა, გახსნილი მასა რაც შეიძლება დიდხანს უნდა დაყოვნდეს პირის ღრუში. ტაბლეტი არ უნდა გადაიყლაპოს.

გვერდითი მოქმედება:

იშვიათად: ალერგიული რეაქციები;

პრეპარატი კარგად აიტანება.

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციისას პრეპარატის მიღება ნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:

ალერგიული რეაქციების გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

ჭარბი დოზირება:

ლიზობაქტიმის ჭარბი დოზირების შესახებ ინფორმაცია არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ერთდროული გამოყენებისას ლიზობაქტიმი აძლიერებს ანტიბიოტიკებისა და ნიტროფურანების თერაპიულ ეფექტს (მათ შორის, პენიცილინის, ქლორამფენიკოლის, ნიტროფურანტოინის).

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატის შენახვა საჭიროა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე 100C–დან 300C–მდე.

ვადა – 5 წელი.

Facebook კომენტარები