ლინკომიცინის ჰიდროქლორიდის 30% ხსნარი საინექციო

LINCOMYCINE  HYDROCHLORIDE   SOLUTION  FOR   INJECTION

გენერიული დასახელება: ლინკომიცინი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ლინკოზამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი

atc-კოდი: J01FF02

ფორმა და შემადგენლობა: საინექციო ხსნარი ამპულებში.
ყოველი ამპულა შეიცავს 300მგ ლინკომიცინის ჰ/ქ ლინკომიცინ-ფუძეზე გადაანგარიშებით. დამხმარე ნივთიერებები: ედტა (ტრილონ-ბ), ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ლინკომიცინი არის ანტიბიოტიკი, პროდუცირებული შტრეპტომყცეს ლინცოლნიენსის ან სხვა მონათესავე აქტინომიცეტების მიერ.
ანტიბაქტერიალური მოქმედებით ლინკომიცინი ჰგავს მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებს, მაგრამ განხვავდება მათგან ქიმიური სტრუქტურით. ეფექტურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ (სტაფილოკოკები, სტრეფტოკოკები, პნევმოკოკები, დიფტერიის ჩხირები და სხვა), აგრეთვე ზოგიერთი ანაერობის, მ.შ. ჰანგრენის და ტეტანუსის გამომწვწვი მიკრობების მიმართ. ვირუსებზე და სოკოზე არ მოქმედებს. განსაკუთრებით აქტიურია სხვა ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი სტაფილოკოკების მიმართ. პრეპარატის მიმართ მიკროორგანიზმების მდგრადობა ვითარდება ნელა.
თერაპიულ დოზებში პრეპარატი ავლენს ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ბაქტერიულ უჯრედებში ცილის სინთეზის დაბლოკვასთან.

ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატი სწრაფად შეიწოვება და ადვილად აღწევს სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში, მ.შ. ძვლოვან ქსოვილებში, ძნელად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. მეტაბოლიზირდება ღვიძლში, ძირითადად გამოიყოფა ნაღველთან ერთად, ნაწილობრივ შარდთან ერთად. ნახევრადგამოყვანის დრო შეადგენს 4-6 სთ.

ჩვენებები: სტაფილოკოკებით და სტრეპტოკოკებით გამოწვეული სეპტიკური მდგომარეობის სამკურნალოდ; მწვავე და ქრონიკული ოსტეომიელიტების, პნევმონიების, კანის და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციების, ოტიტების და სხვა ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია პენიცილინების მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმებით.

მიღების წესი და დოზირება: ინტრავენური ან ინტრამუსკულარული ინექციები დღეღამეში 3-ჯერ 8-საათიანი ინტერვალით. ერთჯერადი დოზა მოზრდილებისთვის: 0,6-0,8გ ლინკომიცინი; ბავშვებისთვის: 3-6მგ ლინკომიცინი 1კგ წონაზე ასაკიდან დამოუკიდებლად.
ინტრავენურად პრეპარატი შეჰყავთ წვეთოვანით 60-80 წვეთი/წთ სიჩქარით. შეყვანამდე 2მლ პრეპარატს ანზავებენ 250მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 7-14 დღე დაავადების სიმძიმეზე დამოკიდებულებით. ოსტეომელიტის შემთხვევაში 3 კვირა და მეტი.

უკუჩვენებები: ღვიძლისა და თირკმლების მძიმე დაავადებები, ორსულობა და ლაქტაცია. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის შეყვანა მიორელაქსანტებთან ერთად, აგრეთვე მიასტენიის დროს.

გვერდითი მოვლენები: შექცევადი ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ტრომბოციტოპენია; ღვიძლის ტრანსამინაზების და ბილირუბინის კონცეტრაციის აწევა სისხლის პლაზმაში. სწრაფი ინტრავენური შეყვანის დროს შესაძლებელია არტერიული წნევის დაწევა, თავბრუხვევა, საერთო სისუსტე, კუნთების მოდუნება. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (დაფოთვლა, კვინკეს შეშუპება, ძალიან იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი). ხანგრძლივი მოხმარებისას შესაძლებელია კანდიდოზების განვითარება.

ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: არ შეიძლება ერითრომიცინთან კომბინირება (ანტაგონიზმი). პრეპარატი ამწირებს ნერვულ-კუნთოვან გამტარებლობას და აძლიერებს მიორელქსანტების მოქმედებას. დაუშვებელია შერევა კანამიცინთან და ნოვობიოცინთან (ფიზიკური შეუთავსებლობა).

სიფრთხილე: დაუშვებელია შეყვანის რეკომენდირებული სიჩქარის გადაჭარბება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გართულებები სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან. ხანგრძლივი მოხმარებისას აუცილებელია ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების კონტროლი. სიფრთხილით უნიშნავენ ავადმყოფებს კოლიტით ანამნეზში.

შენახვის პირობები: სინათლისაგან დაცულ ადგილას, არანაკლებ +25oC ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 3 წელი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით

გამოშვების ფორმა: 1მლ პრეპარატი ამპულაში. 10 ამპულა მოხმარების ინსტრუქციასთან ერთად, პოლიგრაფიულად გაფორმებულ მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი: ს/ს “ბიოფარმი”, გოთუას ქ.#3, 0160, თბილისი, საქართველო. ტელ/ფაქსი: (995 32)2 25 29 56

ელ.ფოსტა[email protected]

Facebook კომენტარები