საერთაშორისო დასახელება:

PREGABALIN

მწარმოებელი: PFAIZER INC,  აშშ

მოქმედი ნივთიერება: პრეგაბალინი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ეპილეფსიისა და ნეიროპათიული ტკივილის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 14 და 56 ც.

1 კაფს.

პრეგაბალინი……..    150 მგ

1 კაფს.

პრეგაბალინი ………  300 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, შავი საღებავი (რომელიც შეიცავს მელაქს, რკინის შავ ოქსიდს, პროპილენგლიკოლს და კალიუმის ჰიდროქსიდს) და წყალი. 75 და 300 მგ კაფსულები ასევე შეიცავს რკინის წითელ ოქსიდს.

ჩვენებები:

  • პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი:

ლირიკა გამოიყენება გახანგრძლივებული ტკივილის სამკურნალოდ, რომელიც განპირობებულია ნერვების დაზიანებით. პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს მრავალმა დაავადებამ, მაგალითად დიაბეტმა და ბრტყელმა ლიქენმა; ტკივილის შეგრძნება შეიძლება აღიწეროს სიცხის, წვის, დარტყმის ჩხვლეტის, კრუნჩხვის, მგრძნობელობის დაკარგვის, ლურსმნებისა და ნემსების ჩხვლეტის სახით. პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს გუნება-განწყობილების შეცვლასთან, ძილის დარღვევასთან, გადაღლასთან და შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ფიზიკურ და სოციალურ ფუნქციონირებაზე და ზოგადად ცხოვრების ხარისხზე.

არ არის დადგენილ პრეგაბალინის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი.

  • ეპილეფსია:

ლირიკა გამოიყენება ეპილეფსიის განსაზღვრული ფორმების სამკურნალოდ (პარციალური გულყრები მეორადი გენერალიზებით ან მის გარეშე) მოზრდილებში. ლირიკას დანიშვნა ხდება ექიმის მიერ ეპილეფსიის სამკურნალოდ იმ შემთხვევაში, როცა მიმდინარე მკურნალობა ვერ აკონტროლებს პაციენტის მდგომარეობას. ლირკას მიღება ხდება მიმდინარე სამკურნალო საშუალებებთან ერთად. ლირიკას გამოყენება არ ხდება განცალკევებულად, არამედ სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება:

ლირიკას მიღება და დოზის შერჩევა ხდება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი ან ეპილეფსია: უნდა მოხდეს ექიმის მიერ დანიშნული კაფსულების რაოდენობის მიღება. თითოეული პაციენტისა და მისი მდგომარეობის მიხედვით დარეგულირებული დოზა შეიძლება მერყეობდეს დღე-ღამეში 150-600 მგ-ს შორის. ინიშნება დღეში 2-ჯერ ან სამჯერ ექიმის მიერ. 2-ჯერ მიღებისას ლირიკას მიღება ხდება დილას და საღამოს ერთი და იგივე დროს ყოველდღე. დღეში 3-ჯერ მიღებისას დილას, საღამოს და შუადღეს ერთი და იგივე დროს ყოველდღე.

თუ გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ ლირიკას მოქმედება არის მეტისმეტად სუსტი ან მეტისმეტად ძლიერი, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე ზევით) ლირიკა ინიშნება ჩვეულებრივ, თუ არ არის დარღვეული თირკმლების ფუნქცია.

თირკმლების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში დოზის დარეგულირება ხდება ექიმის მიერ.

კაფსულა მიიღება მთლიანად, წყალთან ერთად.

პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ექიმი არ გადაწყვეტს მის მოხსნას.

პრეგაბალინის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილ ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე ასაკი), ამიტომ არ არის რეკომენდირებული მისი მიღება ამ ასაკობრივ ჯგუფში.

ლირიკას მიღების შეწყვეტა არ შეიძლება ექიმის კონსულტაციის გარეშე. მისი მოხსნის აუცილებლობის შემთხვევაში ეს უნდა განხორციელდეს ნელ-ნელა, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ყველა პრეპარატის მსგავსად ლირიკას შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს 10%-ზე მეტში: თავბრუსხვევა, სისუსტე.

ხშირი გვერდითი ეფექტები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს 1%-ზე მეტში: მადის მომატება, ეიფორია, დაბნეულობა, სექსუალური გუნება-განწყობის შეცვლა, გაღიზიანებადობა; ყურადღების დარღვევები, ინერტულობა, მეხსიერების დარღვევები, ტრემორი, მეტყველების დარღვევები, ჩხვლეტის შეგრძნება; მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია; ვერტიგო; პირის სიმშრალე, ყაბზობა, ღებინება, მეტეორიზმი; ერექციის დარღვევები; კიდურების შეშუპება, სიარულის პათოლოგიური სტილი; წონაში მომატება.

იშვიათი გვერდითი ეფექტები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს 0.1%-ზე მეტში: მადის დაქვეითება; შემეცნების ცვლილებები, გადაღლილობა, დეპრესია, აჟიტირება, გუნება-განწყობის  ცვლილებები, უძილობის გაძლიერება, სიტყვების მოძებნის გაძნელება, ჰალუცინაციები, პათოლოგიური ძილი, პანიკის შეტევები, აპათია; სტუპორი, განსჯის უნარის დარღვევა, თვალის უჩვეულო მოძრაობები, ბიძგისებური მოძრაობები, რეფლექსების შესუსტება, მომატებული აქტივობა, თავბრუსხვევა ფეხზე დგომისას, მგრძნობიარე კანი, გემოვნების დაკარგვა, წვის შეგრძნება, ტრემორი მოძრაობისას, ცნობიერების დაქვეითება, სინკოპე; თვალის სიმშრალე, თვალის შეშუპება, თვალის ტკივილი, თვალის სისველე; გაძლიერებული გულისცემა; ჰიპერემია, სიმხურვალის შეგრძნება; სუნთქვის გაძნელება, ცხვირის სიმშრალე, მუცლის ღრუს შეშუპება, გაძლიერებული ნერწყვის დენა, გულძმარვა, მიმიკური კუნთების გაშეშება; ოფლიანობა, გამონაყარი; კუნთების სპაზმი, სახსრების შეშუპება, კუნთების ტრემორი, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, წელის ტკივილი, კიდურების ტკივილი, კუნთების რიგიდობა; მტკივნეული ან გაძნელებული შარდვა, შეუკავებლობა, შარდის შემცირებული მოცულობა, სისუსტე, წყურვილი, მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში.

უმნიშვნელო გვერდითი ეფექტები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს 0.1%-ზე მეტში: დაბალი წნევა, ხელებისა და ფეხების გაციება, მაღალი წნევა; ხველა, ცხვირის გაჭედვა; კუნთების დაზიანება; მკერდის ტკივილი, მენსტრუალური დარღვევები; შაქრის მაღალი შემცველობა სისხლში; ხმაურის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; გულის რითმის დარღვევები; თუ პაციენტს გამოუვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ამ ჩანართში ჩამოთვლილი, აუცილებელია ექიმის ინფორმირება.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა:  ექიმის რეკომენდაციის გარეშე, ლირიკას მიღება ორსულობის დროს არ შეიძლება. ფერტილობის ასაკის ქალებში გამოყენებული უნდა იქნას ეფექტური კონტრაცეპცია. ორსულობის, მასზე ეჭვისა და ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაცია.

ლაქტაცია: ლირიკას მიღება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში. რამდენადაც ცნობილია, რომ პრეპარატი გადადის დედის რძეში, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია ლაქტაციის პერიოდში ლირიკას მიღების დაწყებამდე.

განსაკუთრებული მითითებები:

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები: ლირიკას მიღება არ შეიძლება პრეგაბალინის ან მისი შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს. ლირიკას მიღება უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და სომნოლენცია, რამაც შეიძლება გაზარდოს შემთხვევითი ტრავმების რისკი ხანდაზმულ პაციენტებში. ამიტომ საჭიროა მედიკამენტის სიფრთხილით გამოყენება. ზოგიერთ დიაბეტით დაავადებულ პაციენტში, რომლებიც იმატებენ წონაში პრეგაბალინის მიღებისას, შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური პრეპარატების შეცვლა.

ლირიკას მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან კვებისგან დამოუკიდებლად. ლირიკას მიღებისას არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლირიკას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ: თუ პაციენტს აქვს აუტანლობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, მისი მიღების დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია.

პრეპარატის გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვაზე: ლირიკამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა და კონცენტრაციის უნარის შესუსტება. ამის გამო არ შეიძლება მექანიზმების მართვა, ან სხვა პოტენციურად საშიში აქტივობით დაკავება, მოცემული პრეპარატის მიღებისას, რამდენადაც ცნობილია, რომ იგი მოქმედებს ადამიანის შესაძლებლობებზე.

ჭარბი დოზირება:

ლირიკას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია ან პაციენტის წაყვანა უახლოესი ჰოსპიტალის სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. საჭიროა ლირიკას კაფსულების ფლაკონის თან წაღება.

მნიშვნელოვანია პრეპარატის მიღება რეგულარულად ყოველდღე ერთი და იგივე დროს. თუ პაციენტს დაავიწყდა დოზის მიღება, უნდა მიიღოს იგი შემდეგი დოზის მიღებამდე. თუ ეს ასე არ მოხდა, უნდა გააგრძელოს შემდეგი დოზის მიღება ჩვეულებრივ რეჟიმში.

არ შეიძლება 2 დოზის ერთდროულად მიღება გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ნებისმიერი ახალი პრეპარატის მიღების დაწყებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ლირიკა და ზოგიერთი განსაზღვრული პრეპარატი შეიძლება ურთიერკავშირში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან.

– თავბრუსხვევის, ძილიანობის და კონცენტრაციის დაქვეითების ხარისხი შეიძლება გაიზარდოს. თუ ლირიკის მიღება ხდება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ შემდეგ სამკურნალო ნივთიერებებს: ოქსიკოდინი – (გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი): ლორაზეპამი – (გამოიყენება შფოთვის სამკურნალოდ);

– ლირიკას მიღება შეიძლება ორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები