მხედველობაში მისაღები კომბინაციები:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (სისტემურად), მათ შორის COX-2 სელექტიური ინჰიბიტორები. ჰიპოტენზიური ეფექტის დაქვეითება (პროსტაგლანდინების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით დათრგუნვა და წყლის და ნატრიუმის შეკავება პირაზოლონური წარმოებულებით).

ნელი” კალციუმის არხების ბლოკატორები: არტერიალური ჰიპოტენზია, სისხლმიმოქცევის უკმარისობა ლატენტური ან არაკონტროლირებადი გულის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში. ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობამ შეიძლება მინიმუმადე დაიყვანოს რეფლექტორული სიმფათიკური მექანიზმები.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (იმიპრამინის ტიპის), ნეიროლეპტიკები: ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება და ორთოსტატური ჰიპოტენზიის რისკი (ადიტიური მოქმედება).

მეფლოხინი: ბრადიკარდიის რისკი (ადიტიური მოქმედება).

დიპირიდამოლი (ინტრავენური შეყვანა): ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება.

უროლოგიაში გამოყენებადი ალფაბლოკატორები (ალფუზოზინი, დოქსაზოზინი, პრაზოზინი, ტამსულოზინი, ტერაზოზინი). ანტიჰიპერტენზიური ეფექტის გაძლიერება. ორტოსტატიური ჰიპოტენზიის მომატებული რისკი.

ამიფოსტინი: ანტიჰიპერტენზიური ეფექტის გაძლიერება. იმუნოთერაპიაში გამოყენებული ალერგენები ან ალერგენების ექსტრაქტები კანის სინჯებისათვის მატებენ მძიმე სისტემური ალერგიული რეაქციების ან ანაფილაქსიის გამოვლენის რისკს, იმ ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ბეტაქსოლოლს.

ინტრავენური შეყვანის დროს ფენიტოინი იწვევს კარდიოდეპრესიული მოქმედების გამოხატულობის მომატებას და არტერიალური წნევის დაქვეითების ალბათობას. აქვეითებს ქსანტინების კლირენსს (დიფილინის გარდა) და ზრდის მათ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, განსაკუთრებით დასაწყისში ტეოფილინის აწეული კლირენსის მქონე პაციენტებში (მაგალითად მოწევის ზეგავლენით).

ჰიპოტენზიურ ეფექტს ამსუბუქებს ესტროგენები (ნატრიუმის შეკავება).

– გულის გლიკოზიდები, მეთილდოპა, რეზერპინი და გუანფაცინი იწვევენ ბრადიკარდიის, ატრიოვენტრიკულური ბლოკადის, გულის გაჩერების განვითარების და გაღრმავების რისკის მომატებას.

– ნიფედიპინმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიალური წნევის მნიშვნელოვანი დაცემა. დიურეტიკებმა, კლონიდინმა, სიმპათოლიტიკებმა, ჰიდრალაზინმა და სხვა ჰიპოტენზიურმა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ არტერიალური წნევის მეტისმეტად დაწევა.

ახანგრძლივებს დეპოლარიზირებადი მიორელაქსანტების და კუმარინების ანტიკოაგულანტური ეფექტის მოქმედებას.

– ეთანოლი. სედატიური და ძილის მომგვრელი სამკურნალო საშუალებები აძლიერებენ ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას.

– ჰიპოტენზიური მოქმედების მნიშვნელოვანი გაძლიერების შედეგად მაო ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღება რეკომენდირებული არ არის. მაო ინჰიბიტორებითა და ბეტაქსოლოლით მკურნალობას შორის დაცილება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 14 დღეს.

ჭვავის რქის არაჰიდრირებული ალკალოიდები იწვევენ პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევების განვითარების მომატების რისკს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები