საერთაშორისო დასახელება:

BETAXOLOL

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: ბეტაქსოლოლი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სელექტიური ბეტა1-ადრენობლოკატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 14 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

ბეტაქსოლოლის ჰიდროქლორიდი ……………20 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, ნატრიუმ ამილოპექტინის გლიკოლატი, ცელულოზა მიკროკრისტალური, უწყლო კოლოიდური კაჟის დიოქსიდი, მაგნიუმ სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი (E171).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბეტაქსოლოლს ახასიათებს: კარდიოსელექტიური ბეტა-ადრენობლოკირებადი მოქმედება; ნაწილობრივი აგონისტური აქტივობის არ არსებობა (ე.ი. არ ავლენს საკუთარ სიმპათომიმეტიკურ მოქმედებას); სუსტი მემბრანოსტაბილიზირებადი ეფექტი (ქინიდინის ან ადგილობრივი ანესთეტიკების მსგავსად) კონცენტრაციებში, რომლებიც აღემატებიან თერაპიულს.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად და სრულად (100%) აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ბიოშეღწევადობა – დაახლოებით 85%. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-4 საათის შემდეგ. ბეტაქსოლოლი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს დაახლოებით 50%-ით. ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერში გამტარობა დაბალია. დედის რძესთან სეკრეცია უმნიშვნელოა.

მეტაბოლიზმი:

განაწილების მოცულობა – დაახლოებით 6 ლ/კგ. ორგანიზმში ბეტაქსოლოლი ძირითადად გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებში. ცხიმებში ხსნადობა ზომიერია.

გამოყოფა: გამოიყოფა მეტაბოლიტის სახით თირკმელებით (80% მეტი), 10-15% შეუცვლელი სახით. ბეტაქსოლოლის ნახევრად გამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 15-20 საათს. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში T1/2 იმატებს 33%-ით, მაგრამ კლირენსი არ იცვლება; თირკმლების ფუნქციის დარღვევის დროს T1/2 ორმაგდება (საჭიროა დოზების შემცირება).

ჰემოდიალიზის დროს არ გამოიყოფა.

ჩვენებები:

  • არტერიალური ჰიპერტენზია;
  • დაძაბვის სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტი მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად, სითხის საკმაო რაოდენობის დაყოლებით.

საწყისი დოზა – დღე-ღამეში 1 ტაბლეტი (20 მგ). კალენდარული შეფუთვა კვირის დღეების მითითებით ხელს უწყობს მიღების რეჟიმის დაცვას.

დოზირება თირკმელების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში: პრეპარატის დოზის დადგენა უნდა ხდებოდეს ავადმყოფის თირკმელების ფუნქციის შესაბამისად: 20 მლ/წთ-ზე მეტი კრეატინინის კლირენსის დროს დოზის შეცვლა საჭირო არ არის. მაგრამ მკურნალობის დასაწყისში რეკომენდირებულია ჩატარდეს კლინიკური დაკვირვება სისხლში პრეპარატის თანაბარი დონის მიღწევამდე (საშუალოდ 4 დღე).

თირკმელების გამოხატული უკმარისობის მქონე ავადმყოფებში (20 მლ/წთ-ზე დაბალი კრეატინინის კლირენსი) პრეპარატის რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ/დღე-ღამეში (ჰემოდიალიზზე მყოფ ავადმყოფებში – ჰემოდიალიზის სეანსების ჩატარების სიხშირესა და დროზე დამოუკიდებლად).

დოზირება ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში: ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დოზის შეცვლა ჩვეულებრივ საჭირო არ არის. თუმცა თერაპიის დასაწყისში ავადმყოფზე საჭიროა უფრო საგულდაგულო მეთვალყურეობა.

გვერდითი მოვლენები:

ნერვული სისტემის მხრივ: მომატებული დაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა ან უძილობა, ღამის კოშმარები, დეპრესია, მოუსვენრობა, გონების არევა ან მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა, ჰალუცინაციები, ასტენიური სინდრომი, კუნთების სისუსტე, პარესთეზიები კიდურებში(„შენაცვლებითი“ სიკოჭლის, რეინოს სინდრომის მქონე ავადმყოფებში), ტრემორი.

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: სინუსური ბრადიკარდია, გულისცემა, ორთოსტატური ჰიპოტენზია, მიოკარდუმის გამტარობის დარღვევა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (გულის გაჩერებამდე), არითმიები, მიოკარდუმის შეკუმშვების დასუსტება, გულის უკმარისობის სიმპტომების განვითარება (ან გაღრმავება) (კოჭების, ტერფების წვივების შეშუპება), არტერიალური წნევის გამოხატული შემცირება, ანგიოსპაზმის გამოვლენა (პერიფერიული სისხლმიმოქცევის შემცირება, ქვედა კიდურების გაცივება, რეინოს სინდრომი), ტკივილი მკერდში.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ყაბზობა ან დიარეა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მუქი შარდი, სკლერების ან კანის სიყვითლე, ქოლესტაზი), გემოს შეცვლა.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ცხვირის გაჭედვა, დიდი დოზების დანიშვნის დროს სუნთქვის გაძნელება (სელექტიურობის დაკარგვა) და/ან, მიდრეკილების მქონე პაციენტებში – ლარინგო- და ბრონქოსპაზმი.

მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: მხედველობითი დარღვევა, საცრემლე ჯირკვლების სეკრეციის დაქვეითება, თვალების სიმშრალე და მტკივნეულობა, კონიუნქტივიტი.

კანის საფარი: ოფლის გამოყოფის მომატება, კანის ჰიპერემია, ეგზანთემა, ფსორიაზის მსგავსი კანის რეაქციები, ფსორიაზის მიმდინარეობის გამწვავება.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავლი, ჭინჭრის გამონაყარი.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპერგლიკემია ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში, ჰიპოგლიკემია ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ინსულინს, ჰიპოთირეოიდული მდგომარეობა.

ნაყოფზე ზეგავლენა:   ზრდის შეჩერება მუცლად ყოფნის პერიოდში, ჰიპოგლიკემია ბრადიკარდია.

სხვა: ტკივილი ზურგში, ართრალგია, ლიბიდოს დასუსტება, პოტენციის დაქვეითება, „უარყოფის“  სინდრომი (სტენოკარდიის შეტევების გამწვავება, არტერიალური წნევის მომატება).

ლაბორატორიული ეფექტები:

იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ანტინუკლეარული ანტისხეულების გამოვლენა, რომელსაც მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში თან ახლავს სისტემური წითელი მჭამელის ტიპის კლინიკური გამოვლენები, რაც გადის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

უკუჩვენებები:

* ბეტაქსოლოლის მიმართ აწეული მგრძნობელობა;

* გამოხატული გულის ქრონიკული უკმარისობა II B-III;

* კარდიოგენული შოკი;

* II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (რითმის ხელოვნური მატარებელის ჩართვის გარეშე);

* პრინცმეტალის სტენოკარდია;

* სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (სინოატრიალური ბლოკადის ჩათვლით);

* გამოხატული ბრადიკარდია;

* არტერიალური ჰიპოტენზია;

* სულტოპრიდთან კომბინირებული თერაპია;

* მაო ინჰიბიტორების ერთდროული მიღება;

* კარდიომეგალია (გულის უკმარისობის ნიშნების გარეშე).

შემადგენლობაში ლაქტოზას ყოფნის გამო, მოცემული პრეპარატი უკუნაჩვენებია თანდაყოლილი გალაქტოზემიის, გლუკოზას/გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომის ან ლაქტაზას დეფიციტის დროს.

სიფრთხილით: ალერგიული რეაქციები ანამნეზში, ფეოქრომოციტომა, მეტაბოლური აციდოზი, პერიფერიული სისხლძარღვების ობლიტერირებადი დაავადებები („შენაცვლებითი“ სიკოჭლე, რეინოს სინდრომი), ღვიძლის უკმარისობა, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ჰემოდიალიზი, მიასთენია, დეპრესია (მათ შორის ანამნეზში), ხანდაზმული ასაკი, I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქტიული დაავადება (ბრონქიალური ასთმა, ფილტვების ემფიზემა), ფსორიაზი, სისხლმიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა, თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი, 18 წლამდე ასაკი (უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის).

ორსულობა და ლაქტაცია:

ტერატოგენურობა: ცხოველებზე ექსპერიმენტების დროს პრეპარატის ტერატოგენული ეფექტი არ არის გამოვლენილი. ამ მომენტისათვის ადამიანებში ტერატოგენული ეფექტი არ არის აღნიშნული, ხოლო კონტროლირებადმა პროსპექტიულმა გამოკვლევებმა არ გამოავლინა თანდაყოლილი დეფექტები.

პრეპარატის ფეხმძიმობის პერიოდში დანიშვნა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სარგებლიანობა აჭარბებს ნაყოფისათვის და/ან ბავშვისათვის შესაძლებელ რისკს.

ლაქტაცია: ბეტა-ადრენობლოკატორები გამოიყოფა დედის რძეში (იხ. ფარმაკოკინეტიკური თვისებები). ჰიპოგლიკემიის ან ბრადიკარდიის რისკი არ არის გამოკვლეული. ამიტომ მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

ავადმყოფების სტენოკარდიით მკურნალობის მოულოდნელად შეწყვეტა არ შეიძლება: მოულოდნელმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის მძიმე დარღვევები, მიოკარდუმის ინფარქტი ან მოულოდნელი სიკვდილი.

ლაქტოზა

* შემადგენლობაში ლაქტოზას არსებობის გამო, აღნიშნული პრეპარატი უკუნაჩვენებია თანდაყოლილი გალაქტოზემიის. გლუკოზა/გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომის ან ლაქტოზას დეფიციტის დროს.

* იმ ავადმყოფებზე, რომლებიც იღებენ ლოკრენს, საჭიროა ჩატარდეს მონიტორინგი, რომელშიც უნდა შედიოდეს:  გულის კუმშვის სიხშირის და არტერიალური წნევის მეთვალყურეობა (მკურნალობის დასაწყისში ყოველდღიურად, შემდეგ – 3-4 თვეში ერთხელ);

შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში გლუკოზის შემადგენლობა (5-4 თვეში ერთხელ);

ხანდაზმულ პაციენტებში აუცილებელია თირკმელების ფუნქციის კონტროლი (4-5 თვეში ერთხელ).

* აუცილებელია ავადმყოფმა შეისწავლოს გულის კუმშვის სიხშირის დათვლის მეთოდიკა და ჩაუტარდეს ინსტრუქტირება 50 ც/წთ-ზე ნაკლებ შემთხვევაში ექიმის კონსულტაციის აუცილებლბის შესახებ.

* არ შეიძლება მკურნალობის მოულოდნელად შეწყვეტა, განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადებების მქონე ავადმყოფებში. დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანამიმდევრულად, ე.ი. 1-2 კვირის განმავლობაში, და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ერთდროულად ჩანაცვლებითი თერაპიის დაწყება, რათა თავიდან ავიცილოთ სტენოკარდიის პროგრესირება. დაახლოებით 20% სტენოკარდიით დაავადებულ ავადმყოფებში ბეტა-ადრენობლოკატორები ეფექტური არ არის.

ძირითადი მიზეზები – მძიმე კორონარული ათეროსკლეროზი იშემიის დაბალი მანკით (ანგინალური შეტევის მომენტში გულის კუმშვის სიხშირე 100ც/წთ ნაკლები) და მარცხენა პარკუჭის მომატებული საბოლოო დიასტოლური წნევა, რომელიც არღვევს სუბენდოკარდიალურ სისხლდენას.

* კლონიდინთან ერთდროული მიღების დროს მისი მიღების შეწყვეტა შეიძლება მოხდეს ლოკრენის შეწყვეტიდან რამოდენიმე დღეში. სისხლში და შარდში კატექლოამინების, ნორმეტანეფრინის და ვანილინნუშისებრი მჟავას, ანტისხეულების ანტინუკლეარული ტიტრების შემცველობის გამოკვლევის წინ საჭიროა ლოკრენის მიღების შეწყვეტა.

* ბრონქიალური ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქტიული დაავადება:

ბეტა-ადრენობლოკატორების დანიშვნა შეიძლება მხოლოდ დაავადების სიმძიმის ზომიერი ხარისხის მქონე ავადმყოფებისათვის, დაბალი საწყისი დოზის სელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორების შერჩევით. მკურნალობის დაწყების წინ რეკომენდირებულია სუნთქვის ფუნქციის შეფასების ჩატარება.

მკურნალობის დროს შეტევების განვითარების შემთხვევაში შეიძლება ბრონქოდილატატორი-E2-ადრენომიმეტიკების გამოყენება.

* გულის უკმარისობა:

თერაპიულად კონტროლირებადი გულის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, აუცილებლობის შემთხვევაში ბეტაქსოლოლის გამოყენება შესაძლებელია ძალიან დაბალი დოზებით, მისი თანდათან გაზრდით, სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

* ბრადიკარდია:

თუ გულის კუმშვის სიხშირე მოსვენების მდგომარეობაში წუთში 50/55 ცემაზე ნაკლებია და ავადმყოფს აქვს ბრადიკარდიის კლინიკური გამოვლინებები, აუცილებელია დოზის შემცირება.

* I  ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა. ბეტა-ადრენობლოკატორების უარყოფითი დრომოტროპული ეფექტის გათვალისწინებით, I ხარისხის ბლოკადის დროს პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

* პრინცმეტალის სტენოკარდია:

პრინცმეტალის სტენოკარდიის მქონე ავადმყოფებში ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ შეტევების რიცხვისა და ხანგრძლივობის მომატება. კარდიოსელექტიური ბეტა I-ადრენობლოკატორების გამოყენება ნაკლებად მძიმე და შერეული ფორმების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ მკურნალობა ტარდება ვაზოდილატატორებთან შეთავსებით.

* პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევა

ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ პერიფერიული სისხლმიმოქცევის მქონე ავადმყოფების მდგომარეობის გაუარესება (რეინოს დაავადება ან რეინოს სინდრომი, არტერიტი ან ქვედა კიდურების არტერიების ქრონიკული ობლიტერირებადი დაავადება).

* ფეოქრომოციტომა:

ფეოქრომოციტომით გამოწვეული არტერიალური ჰიპერტენზიის მკურნალობის შემთხვევაში აუცილებელია არტერიალური წნევის საგულდაგულო კონტროლი.

* ხანდაზმული ავადმყოფები:

ხანდაზმული ავადმყოფების მკურნალობის დაწყება შეიძლება დაბალი დოზებით და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

* თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტები:

დოზის კორექტირება ხდება სისხლში კრეატინინის კონცენტრაციასა ან კრეატინინის კლირენსზე დამოკიდებით (იხ. გამოყენება და დოზები).

* შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ავადმყოფები:

საჭიროა ავადმყოფის გაფრთხილება მკურნალობის დასაწყისში სისხლში გლუკოზას დონის თვითკონტროლის გაძლიერების  შესახებ. ჰიპოგლიკემიის საწყისი სიმპტომები, განსაკუთრებით ტაქიკარდია, გულისცემა და ოფლიანობა, შეიძლება იყოს მასკირებული.

* ფსორიაზი:

საჭიროა პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის საგულდაგულოდ შეფასება, რადგან არსებობს ცნობები ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობის დროს მდგომარეობის გაუარესების შესახებ.

* ალერგიული რეაქციები:

განსაკუთრებით ფლოქტაფენინის გამოყენებასთან ან დესენსიბილიზაციის ჩატარებასთან დაკავშირებული მძიმე ანაფილაქსიური რეაქციების მიდრეკილების მქონე პაციენტებში ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს რეაქციების შემდგომი გაძლიერება ან მკურნალობის ეფექტურობის დაქვეითება.

* ზოგადი ანესთეზია:

ბეტა-ადრენობლოკატორები მასკირებენ რეფლექტორული ტაქიკარდიას და იწვევენ არტერიალური ჰიპოტენზიის რისკის მომატებას. ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიის გაგრძელება ამცირებს არითმიის,   მიოკარდუმის იშემიის და ჰიპერტონული კრიზების განვითარების რისკს, აუცილებელია ანესთეზიოლოგს ეცნობოს იმის შესახებ, რომ პაციენტმა გაიარა ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობა.

*  თუ მკურნალობის შეწყვეტა აუცილებელია, მაშინ ითვლება, რომ თერაპიის 48 საათით შეწყვეტა აღადგენს მგრძნობელობას კატექოლამინების მიმართ.

* ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიის შეწყვეტა არ შეიძლება: კორონალური უკმარისობის მქონე ავადმყოფებში მკურნალობის გაგრძელება სასურველია ოპერაციამდე, ბეტა-ადრენობლოკატორების მოულოდნელი შეწყვეტის რისკის გათვალისწინებით. გადაუდებელი ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის შეწყვეტა შეუძლებელია, საჭიროა ავადმყოფის დაცვა ცთომილი ნერვის აგზნების შედეგებისაგან ატროპინის შესაბამისი პრემედიკაციის გზით, აუცილებლობის შემთხვევაში მისი შემდგომი განმეორებით.

ზოგადი ანესთეზიისათვის გამოიყენება მიოკარდუმის ნაკლები ხარისხით დამთრგუნველი ნივთიერებები.

* აუცილებელია ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების რისკის გათვალისწინება.

* თირეოტოქსიკოზი:

ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიის დროს თირეოტოქსიკოზის სიმპტომები შეიძლება იყოს მასკირებული.

* სპორტსმენები

სპორტსმენებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პრეპარატი შეიცავს აქტიურ სუბსტანციას, რომელმაც შეიძლება გამოიღოს დადებითი რეაქცია დოპინგის კონტროლზე ტესტის ჩატარების დროს.

* მკურნალობის დროს გამოირიცხოს ეთანოლის გამოყენება.

* კონტაქტური ლინზებით მოსარგებლე ავადმყოფებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მკურნალობის ფონზე შესაძლებელია საცრემლე სითხის შემცირება.

* „მწეველ“ ადამიანებში ბეტა-ადრენობლოკატორების ეფექტურობა უფრო დაბალია.

* ახალშობილებში, რომელთა დედები მკურნალობდნენ ბეტა-ადრენობლოკატორებით, მათი მოქმედება შენარჩუნდება დაბადებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. თუმცა აღნიშნულ ეფექტს შეიძლება არ ჰქონდეს კლინიკური შედეგი, მაგრამ შესაძლებელია გულის მანკის განვითარება, რაც საჭიროებს ახალშობილის ინტენსიურ თერაპიას (იხ. ჭარბი წონა).

ამ შემთხვევაში საჭიროა მოვერიდოთ სისხლის მოცულობის მოსამატებელი ხსნარების შეყვანას (ფილტვების მწვავე შეშუპების განვითარების რისკი). აგრეთვე მოიპოვება ცნობები ბრადიკარდიის, რესპირატორული დისტრესსინდრომის და ჰიპოგლიკემიის შესახებ. ამიტომ, რეკომენდირებულია ახალშობილზე საგულადაგულო მეთვალყურეობა სპეციალიზირებულ პირობებში (გულის კუმშვადობის სიხშირის და სისხლში გლუკოზას დონის კონტროლი ცხოვრების პირველი 3-5 დღის განმავლობაში).

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გამოხატული ბრადიკარდია, თავბრუსხვევა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, არტერიალური წნევის გამოხატული დაცემა, არითმია, პარკუჭთა ექსტრასისტოლია, გულის წასვლა, გულის უკმარისობა გაძნელებული სუნთქვა, ბრონქოსპაზმი, თითების ფრჩხილების და ხელისგულების ციანოზი, კრუნჩხვები.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ადსორბირებადი საშუალებების დანიშვნა;

ბრადიკარდიის ან არტერიალური წნევის ზომაზე მეტად დაცემის შემთხვევაში მიიღება შემდეგი ზომები:

– 1-2 მგ ატროპინის ინტრავენური შეყვანა;

– 1 მგ გლუკაგონი, საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი შეყვანა;

– საჭიროების შემთხვევაში, 25 მგ იზოპრენალინის ნელი ინფუზიის თანხლებით ან 2.5-10 მკგ/კგ/წთ დობუტამინის შეყვანა.

* გულის დეკომპენსაციის შემთხვევაში ახალშობილებში, რომელთა დედები ფეხმძიმობის პერიოდში იღებდნენ ბეტა-ადრენობლოკატორებს:

– გლუკაგონი 0.3მგ/კგ გათვლით;

– ჰოსპიტალიზაცია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში;

– იზოპრენალინი და დობუტამინი: ჩვეულებრივ საკმაოდ მაღალ დოზებში და ხანგრძლივად, რაც საჭიროებს სპეციალისტის მეთვალყურეობას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ბევრ სამკურნალო პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს ბრადიკარდია. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ბეტა-ადრენობლოკატორები, IA კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (ქინიდინი, დიზოპირამიდი), III კლასის ანტიარითმიული საშუალებებიდან ამიოდარონი და სოტალოლი, IV კლასიდან დილთიაზემი და ვერაპამილი, აგრეთვე ფუთკარას გლიკოზიდები, კლონიდინი, გუაფანცინი, მეფლოქინი და ქოლინესტერაზას ინჰიბიტორბი, რომლებიც ნაჩვენებია ალცგეიმერის დაავადების სამკურნალოდ.

უკუნაჩვენები კომბინაციები:

ფლოქტაფენინი: ფლოქტაფენინით შეპირობებული შოკის ან არტერიარული ჰიპოტენზიის შემთხვევაში ბეტა-ადრენობლოკატორები იწვევენ კომპენსატორულ გულ-სისხლძარღვთა რეაქციების დაქვეითებას.

სულტოპრიდი: გამოხატული ბრადიკარდია (ადიტიური მოქმედება).

თავიდან ასაცილებელი კომბინაციები: “ნელი” კალციუმის არხების ბლოკატორები (ბეპრიდილი, დილტიაზემი და ვერაპამილი).

ავტომატიზმის დარღვევები (გამოხატული ბრადიკარდია, სინუსური კვანძის გაჩერება), ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევები, გულის უკმარისობა (სინერგიული მოქმედება). ამგვარი კომბინაციის გამოყენება შეიძლება მხოლოდ საგულდაგულო კლინიკური და ელექტროკარდიოგრაფიული დაკვირვებით, განსაკუთრებით ხანდაზმულ ავადმყოფებში ან მკურნალობის დასაწყისში.

ამიოდარონი: კუმშვადობის, ავტომატიზმის და გამტარობის დარღვევები (სიმპათიკური კომპენსატორული მექანიზმების დათრგუნვა).

სიფრთხილით გამოსაყენებელი კომბინაციები: საინჰალაციო გალოგენშემცველი ანესთეტიკები: ბეტა-ადრენობლოკატორები აქვეითებენ ლოკრენის ჰიპოტენზიურ მოქმედებას (ოპერაციის დროს ბეტა-ადრენორეცეპტორების ეფექტი შეიძლება თავიდან ავიცილოთ ბეტა-ადრენოსტიმულატორებით). როგორც წესი, ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიის შეწყვეტა საჭირო არ არის, ხოლო პრეპარატის მიღების მოულოდნელად შეწყვეტის თავიდან აცილება საჭიროა ყველა შემთხვევაში. აუცილებელია ანესთეზიოლოგს ეცნობოს ჩატარებული მკურნალობის შესახებ.

მოციმციმე არითმიის გამომწვევი პრეპარატები (სულტოპრიდის გარდა): IA კლასის (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი) და III კლასის (ამიოდარონი, დოფეტილიდი, იბუტილიდი, სოტალოლი), ანტიარითმიული საშუალებები, ფენოტიაზინის ჯგუფის ზოგიერთ ნეიროლეპტიკი (ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, ლევომეპრომაზინი, ტიორიდაზიდი), ბენზამიდები (ამისულპრიდი, სულპირიდი, ტიაპრიდი), ბუტიროფენონები (დროპერიდოლი, ჰალოპერიდოლი), სხვა ნეიროლეპტიკები (პიმოზიდი), და სხვა პრეპარატები (ცისაპრიდი, დიფემანილი, ინტრავენური ერითრომიცინი, გალოფანტრინი, მიზოლასტინი, მოქსიფლოქსაცინი, პენტამიდინი, ინტრავენური სპირამიცინი და ვინკამინი).

პარკუჭოვანი არითმიის რისკის მომატება, განსაკუთრებით მოციმციმე არითმიის (ჰიპოკალიემია წარმოადგენს წინასწარგანწყობილ ფაქტორს). საჭიროებს კლინიკურ და ელექტროკარდიოგრაფიულ კონტროლს.

პროპაფენონი: კუმშვადობის, ავტომატიზმის და გამტარობის დარღვევები (სიმპათიკური კომპენსატორული მექანიზმების დაქვეითება). საჭიროებს კლინიკურად ელექტროკარდიოგრაფიულ კონტროლს.

ბაკლოფენი: ანტიჰიპერტენზიური მოქმედების გაძლიერება. აუცილებელი არტერიალური წნევის დონის კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, ანტიჰიპერტენზიური საშუალების დოზის კორექცია.

ინსულინი და სულფონილშარდოვანის პერორალური წარმოებულები: ყველა ბეტა-ადრენობლოკატორს შეუძლია ჰიპოგლიკემიის გარკვეული სიმპტომების მასკირება: გულისცემის და ტაქიკარდიის. პაციენტი უნდა იქნას გაფრთხილებული სისხლში შაქრის დონის თვით კონტროლის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.

ქოლინესტერაზას ინჰიბიტორები (ამბენომიუმი, დონეპეზილი, გალანტამინი, ნეოსტიგმინი, პირიდოსტიგმინი, რივასტიგმინი, ტაკრინი). ბრადიკარდიის გაძლიერების რისკი (ადიტიური მოქმედება).

საჭიროებს რეგულარულ კლინიკურ კონტროლს. ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიური საშუალებები (კლონიდინი, აპრაკლონიდინი, ალფა-მეთილდოპა, გუანფანცინი, მოქსონიდინი, რილმენიდინი). ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიური პრეპარატის მოულოდნელად შეწყვეტის შემთხვევაში აღინიშნება არტერიალური წნევის მნიშვნელოვანი მომატება. აუცილებელია თავიდან ავიცილოთ ანტიჰიპერტენზიური საშუალებების მოულოდნელად შეწყვეტა და ჩატარდეს კლინიკური კონტროლი.

ლიდოკაინის ინტრავენური შეყვანა: სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის მომატება არასასურველი ნევროლოგიური სიმპტომების და გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ ეფექტების შესაძლო გაძლიერების თანხლებით (ღვიძლში ლიდოკაინის მეტაბოლიზმის დაქვეითება). რეკომენდირებული კლინიკური და ელექტროკარდიოგრაფიული მეთვალყურეობა და თუ, შესაძლებელია, ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობის დროს და მის შეწყვეტის შემდეგ სისხლის პლაზმაში ლიდოკაინის კონცენტრაციის კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში – ლიდოკაინის დოზის კორექცია.

გაგრძელება

Facebook კომენტარები