ლომექსინი 

შემადგენლობა 

მოქმედი ნივთიერება: ფენტიკონაზოლი; 1გრ კრემი შეიცავს 20გრ ფენტიკონაზოლის ნიტრატს; 
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ჰიდროგენიზური ლანოლინი, ნუშის ზეთი, ცხიმოვანი მჟავის პოლიგლიკოლური ეთერი, ცეტილის სპირტი, გლიცერილმონოსტეარატი, ნატრიუმის ედეტატი, სუფთა წყალი


მოქმედების ფართო სპექტრის მქონე სინთეზური სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც აქტიურად მოქმედებს დერმატოფიტების (Trichophiton, Microsporum, Epidermophiton), Pityrosporum orbicular, Poval, Candida-ს გვარის საფუარა და ობის სოკოების მიმართ, რომლებიც იწვევენ სისტემურ მიკოზებს. პრეპარატს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ.


სასქესო ორგანოების კანისა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი, ბაქტერიული და შერეული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა


ლომექსინი ადგილობრივად გამოიყენება 1-2-ჯერ დღეში (დაავადების სიმძიმეზე დამოკიდებულებით). კრემი ნაზად შეიზილება წინასწარ დაბანილ და მშრალ დაზიანებულ უბნებზე, სასურველია ღამით. აუცილებლობის შემთხვევაში კრემის გამოყენება შესაძლებელია დილითაც. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია მიკროორგანიზმის სახეობასა და დაზიანებული უბნების ზომაზე. განმეორებითი ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით სქესობრივმა პარტნიურებმა ერთდროულად უნდა გამოიყენონა ლომექსინი.


იშვიათად: წვის შეგრძნება, რომელიც სწრაფად გადის. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.


პრეპარატის კომპონენტების მმიმართ მომატებული მგრძნობელობა.


ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 25oC ტემპერატურამდე.
შენახვის ვადა 3 წელი.


ურეცეპტოდ.

Facebook კომენტარები