ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰიპოტენზიური საშუალება, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების არაპეპტიდური ბლოკატორი. გამოირჩევა მაღალი არჩევითობითა და აფინიტეტით AT1 ტიპის რეცეპტორების მიმართ, რომელთა მონაწილეობითაც ხორციელდება ანგიოტენზინ II ძირითადი ეფექტები.

აღნიშნული რეცეპტორების ბლოკადის პირობებში გამორიცხულია სისხლძარღვებზე ანგიოტენზინ II-ის შემავიწროვებელი მოქმედება ან მისი განვითარების შესაძლებლობა, თირკმელზედა ჯირკვლიდან ალდოსტერონის გაძლიერებული სეკრეცია ანგიოტენზინის გავლენით და ანგიოტენზინ I-ის ზოგიერთ სხვა ეფექტიც. ლოსარტანისათვის გახანგრძლივებული მოქმედება დამახასიათებელია (24 სთ და მეტი), რაც მისი აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნითაა განპირობებული.

ჩვენებები

  • არტერიული ჰიპერტენზია.

დოზირების რჟეიმი

შიგნით მისაღები საშუალო დოზა 50 მგ დღეღამეში 1-ჯერ. საჭიროების მიხედვით დოზა შეიძლება 25 მგ-მდე შემცირდეს ან 100 მგ-მდე გაიზარდოს დღეღამეში; უკანასკნელ შემთხვევაში დოზა შეიძლება 2 მიღებაზე განაწილდეს.

გვერდითი მოვლენები

მოსალოდნელი თავბრუ, თავის ტკივილი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, იშვითად – ზურგის ტკივილი, ფაღარათი, ცხვირში შეგუბება, დაღლილობა, მშრალი ხველება, სპაზმები და ტკივილი კუნთებში, ალერგიული რეაქციები; იშვიათად – სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების, ბილირუბინის, კალიუმის დონეების მატება.

უკუჩვენებები

* ორსულობა, ლაქტაცია (ძუძუთი კვება);

* ჭარბი მგრძნობელობა ლოსარტანისადმი.

განსაკუთრებული მითითებები

ლოსარტანის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მკურნალობისაგან მოსალოდნელი დადებითი შედეგისა და სარისკო გვერდითი მოვლენების დაპირისპირების საფუძველზე შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობების პირობებში:

♦ თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი, თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევა, ღვიძლის ფუნქციური მოშლილობა.

♦ სითხისა და/ან ნატრიუმის დეფიციტის შემთხვევაში მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის კორექცია, ან მკურნალობის დაწყება შემცირებული დოზით.

♦ ლოსარტანისა და სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების ერთდროული მიღების შემთხვევაში ჰიპოტენზიური მოქმედების ურთიერთგაძლიერება მოხდება.

♦ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო დიურეტიკებთან კომბინაციის შემთხვევაში, ვინაიდან მკვეთრად გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიაა მოსალოდნელი. ასეთ ვითარებაში ლოსარტანის საწყისი დოზა უნდა შემცირდეს.

♦ აასს-ებმა, განსაკუთრებით ინდომეტაცინმა შესაძლებელია ლოსარტანის ჰიპოტენზიური მოქმედება დააქვეითოს.

♦ კალიუმის პრეპარატებთან, კალიუმდამზოგველ დიურეტიკებთან, ციკლოსპორინთან ერთდროული მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია ჰიპერკალიემია; თუ აღნიშნული პრეპარატების დანიშვნა აუცილებელია, სისხლში კალიუმის დონის სისტემატური განსაზღვრაა რეკომენდებული.

Facebook კომენტარები