ფარმაკოლოგიური თვისებები

მედაზეპამი წარმოადგენს ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ტრანკვილიზატორს. იგი ხასიათდება ანქსიოლიზური, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ცენტრალური მიორელაქსაციური თვისებებით. ტიპური ბენზოდიაზეპინური ტრანკვილიზატორებისაგან განსხვავებით, პრეპარატის სედატიური და საძილე მოქმედება ნაკლებადაა გამოხატული, ამიტომ მედაზეპამი მიეკუთვნება ე.წ. „დღის“ ტრანკვილიზატორებს.

მედაზეპამი ურთიერთქმედებს თავის ტვინის სხვადასხვა უბნებში ლოკალიზებულ სპეციფიკურ ბენზოდიაზეპინურ რეცეპტორებზე და ხელს უწყობს გამა-ამინოერბოსმჟავას (გაემ) რეცეპტორების ალოსტერიულ აქტივაციას. ამის შედეგად ადგილი აქვს გაემმიმეტური ეფექტების განვითარებას, რაც იწვევს ქლორის ანიონის არხების გახსნას და ამ უკანასკნელის მიერ ნეირონების მემბრანის ჰიპერპოლარიზაციას და ნეირონული აქტივობის დაქვეითებას.

ჩვენებები

  • ნევროზი, ფსიქოპათიები;
  • მომატებული აგზნებით, გაღიზიანებით, ემოციური ლაბილობით მიმდინარე ნევროზის მსგავსი მდგომარეობები;
  • ფსიქოსომატური და ფსიქოვეგეტატური ჩივილები, მათ შორის გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური ლაბილობა;
  • შაკიკი;
  • კლიმაქტერიული ნევროზის სინდრომი;
  • ქრონიკული ალკოჰოლიზმით შეპყრობილ პირებში აბსტინენცისიის სინდრომის კურირების მიზნით.
  • „სკოლის პერიოდის“ ნევროზები, ფსიქიური ლაბილობა და ძლიერი აგზნება ბავშვებში.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილებში მკურნალობის დასაწყისში შიგნით მისაღებად ინიშნება 5 მგ პრეპარატი 2-3-ჯერ დღეში, შემოდგომში დოზას თანდათანობით ზრდიან 30 მგ-მდე დღეში.

ამბულატორულ პირობებში რეკომენდებულია პრეპარატის მიღება 5 მგ დოზით დილას და შუადღეს და 10 მგ საღამოს. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზდა 40 მგ-მდე დღეში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და მოზარდებში ინიშნება 10-20 მგ პრეპარატი დღეში;

ბავშვებში – 2 მგ/კგ წონაზე დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და პაციენტის ინდივიდუალურ რეაქციაზე პრეპარატის მიმართ. მაქსიმალური დოზები მოზრდილებში ამბულატორული მკურნალობის დროს შეადგენს 40 მგ-ს, ხოლო სტაციონალურ პირობებში – 60 მგ-ს დღეში.

გვერდითი მოვლენები

ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია სუსტი გადაღლილობის შეგრძნება. თავის ტკივილი.

ხანდაზმულ პაციენტებში და ბავშვებში მეტად გამოხატულია დეზორიენტაცია, აგრესიულობა, კუნთების სისუსტე. ხანდაზმულ პაციენტებში და გონებრივად ჩამორჩენილ ავადმყოფებში შესაძლებელია ატაქსია.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ლიბიდოს დაქვეითება იმპოტენცია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

სუნთქვის სისტემის მხრივ: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისას იშვიათად აღინიშნება ფილტვების ჰიპოვენტილაციის სიმპტომები.

უკუჩვენებები

* მედაზეპამის და სხვა ბენზოდიაზეპინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* მიასთენია, ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადებები.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ მკაცრი ჩვენებების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში.

♦ შესაძლებლობისდა მიხედვით, მედაზეპამის გამოყენება მიზანშეწონილია ხანმოკლე დროის განმავლობაში, რადგან მისი ხანგრძლივად გამოყენებისას, განსაკუთრებით მაღალ დოზებში, შესაძლებელია წამლისადმი დამოკიდებულების განვითარება.

♦ ფიზიკური დამოკიდებულება იშვიათად აღინიშნება თუმცა პრეპარატის გადაჭარბებული დოზებით მიღებისას ადგილი აქვს ტოლერანტობისა და ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარებას.

♦ აბსტინენციის სინდრომის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა მედაზეპამის დოზის თანდათანობითი შემცირება.

♦ ბავშვებში მედაზეპამის გამოყენება ხდება მკაცრი ჩვენებების მიხედვით.

ბენზოდიაზეპინებით მკურნალობის პროცესში შესაძლებელია გონებრივი პროცესის და მეხსიერების დარღვევა.

♦ მკურნალობის პროცესში ალკოჰოლური სასმელების მიღება ნებადართული არ არის.

♦ პრეპარატის მიღებისას აკრძალულია ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– მედაზეპამის კომბინაციით ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედების მქონე პრეპარატებთან შესაძლებელია ცნს-ის ფუნქციის დათრგუნვის გაძლიერება.

– ორალური კონტრაცეპტივები აფერხებენ მედაზეპამის ბიოტრანსფორმაციას, რაც იწვევს მისი მოქმედების ინტენსივობის და ხანგრძლივობის გაძლიერებას.

Facebook კომენტარები