საერთაშორისო დასახელება:

DEXAMETHASONE 

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: დექსამეტაზონი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდული ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვლის/ყურის წვეთები: საწვეთურიან ფლაკონში 5 მლ.

1 მლ

დექსამეტაზონი ……………….    1 მგ

კონსერვანტი: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.02%;

დამხმარე ნივთიერებები:

კრეატინინის ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ბორატი, პოლისბორატი 80, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დექსამეტაზონი არის გლუკოკორტიკოსტეროიდი, რომელსაც მინერალოკორტიკოიდული აქტივობა არ გააჩნია.

ახდენს გამოხატულ ანთების, ალერგიის საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზირებელ მოქმედებას. დექსამეტაზონი აქტიურად თრგუნავს ანთებით პროცესებს, ეოზინოფილების მიერ ანთების მედიატორების გამონთავისუფლებით, პოხიერი უჯრედებიდან გამონთავისუფლებული მედიატორების მიგრაციის დათრგუნვით და კაპილარების განვლადობის შემცირებით.

ჩვენებები:

  • ალერგიული ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატოკონიუნქტივიტი;
  • მწვავე და ქრონიკული ირიტი, ირიდოციკლიტი;
  • ოპერაციის შემდგომ პერიოდში ანთებითი მოვლენების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • თერმული და ქიმიური დამწვრობა (რქოვანას დეფექტების სრული ეპითელიზაციის შემდეგ);
  • მწვავე გარეთა და შუა ოტიტი, დაფის აპკის დაზიანების გარეშე (მათ შორის სასმენი მილის ინფიცირებული ეგზემა).

მიღების წესი და დოზირება:

მედექსოლის ერთ ან ორ წვეთს იწვეთებენ კონიუნქტივალურად ყოველ 3-6 საათში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვი.

უფროსებში: 1-5 წვეთი ყურში დღე-ღამეში 2-ჯერ, 6-10 დღის განმავლობაში;

ბავშვებში: 1-2 წვეთი ყურში დღე-ღამეში 2-ჯერ 6-10 დღის განმავლობაში. გამოყენებამდე რეკომენდებულია ფლაკონის ხელით გათბობა, ყურში ცივი სითხის მოხვედრით უსიამოვნო შეგრძნების არიდების მიზნით. ყურში ჩაწვეთების შემდეგ თავი რამდენიმე წუთით საპირისპირო მხარეს უნდა გადააბრუნოთ.

ინფორმაცია პაციენტთათვის:

პიპეტის ბოლო არანაირ ზედაპირს არ მიაკაროთ, რათა აცილებულ იქნეს ფლაკონში ბაქტერიების მოხვედრა.

მკურნალობის დროს კონტაქტური ლინზები არ გამოიყენოთ.

გამოყენებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ.

გვერდითი მოვლენები:

– სტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენებისას შესასძლოა გამოვლინდეს თვალშიგა წნევის მომატება შემდგომში გლაუკომის შესაძლო განვითარებით, რის შედეგადაც ვითარდება მხედველობის ნერვისა და მხედველობის არის დამახასიათებელი დაზიანებები (ამიტომ კორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატების გამოყენებისას 10 დღეზე მეტ ხანს, თვალშიგა წნევა რეგულარულად უნდა იზომებოდეს); უკანა სუბკაფსულური კატარაქტა;

– ჭრილობების შეხორცების შენელება (რქოვანას ან სკლერის გათხელებით გამომწვევი დაავადებებისას შესაძლებელია ფიბროზული გარსის დაზიანება სტეროიდული პრეპარატების ადგილობრივად გამოყენებისას);

– დაფის აპკის სიმრთელის დაღრვევისას – სმენაზე და ვესტიბულარულ აპარატზე ტოქსიკური ზემოქმედების რისკი;

– შესაძლებელი ალერგიული რეაქციები.

მეორადი ინფექცია:

ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატების გამოყენების შემდეგ შესაძლოა მეორადი ინფექციის განვითარება.

მეორადი ბაქტერიული ინფექცია შესაძლოა წარმოიშვას, როგორც ავადმყოფის ორგანიზმის დამცავი რეაქციის დათრგუნვის შედეგი. თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებებისას გლუკოკორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ შენიღბონ ან გააძლიერონ უკვე არსებული ინფექციური პროცესი.

რქოვანას სოკოვან დაზიანებას ტენდენცია გააჩნია განსაკუთრებით ხშირად წარმოიშვას სტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებისას. ასეთ შემთხვევაში რქოვანაზე შეუხორცებელი წყლულების გამოჩენა ადასტურებს სოკოვანი ინვაზიის განვითარებას.

უკუჩვენებები:

* კერატიტი, რომლის გამომწვევია herpes simplex, ჩუტყვავილა, რქოვანასა და კონიუნქტივის სხვა ვირუსული დაავადებები;

* თვალის მიკრობაქტერიული ინფექციები;

* თვალის სოკოვანი დაავადებები;

* თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებები;

* ყურის ვირუსული და სოკოვანი ინფექციები, დაფის აპკის პერფორაცია;

* ჰიპერმგრძნობელობა დექსამეტაზონის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

გამოყენება ორსულობის დროს: დექსამეტაზონი ორსულობისას მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როდესაც მკურნალობის ეფექტურობა დედისათვის ჭარბობს ნაყოფისათვის შესაძლო რისკს.

ძუძუთი კვება: ძუძუთი კვების დროს მკურნალობა უნდა შეწყდეს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები