მწარმოებელი: “კიევის ვიტამინების ქარხანა”

უკრაინა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები.

მოქმედი ნივთიერება:

1 ტაბლეტი შეიცავს

მეთიონინი ………….  0,25 გ.

დამხმარე ნივთიერებები:

კარტოფილის სახამებელი, აეროსილი, სტეარინის მჟავა ან კალციუმის სტეარატი, ტვინი-80, შაქარი, სახამებელი, პურის ფქვილი, წითელი საღებავი, ფუტკრის ცვილი, მზესუმზირას ზეთი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ამინომჟავა

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მეთიონინი მიეკუთვნება შეუცვლელ ამინომჟავებს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში ზრდის პროცესისა და აზოტური წონასწორობის შესანარჩუნებლად. იგი უზრუნველყოფს ქოლინის, ფოსფოლიპიდების სინთეზს, მონაწილეობს ადრენალინის, კრეატინინის სინთეზში, ააქტიურებს ჰორმონების, ვიტამინების, ფერმენტების მოქმედებას.

მას გააჩნია დეტოქსიკაციური თვისებები. სისხლის შრატში იგი აქვეითებს ქოლესტერინის და ზრდის  ფოსფოლიპიდების დონეს.

პრეპარატი ადვილად შეიწოვებს ნაწლავებში და მცირე რაოდენობით გამოიყოფა შარდით.

ჩვენება:

  • ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების მკურნალობა და პროფილაქტიკა: ქრონიკული ჰეპატიტი, დარიშხანის პრეპარატებით, ქლოროფორმით, ბენზოლის პრეპარატებით და სხვა  ნივთიერებებით გამოწვეული დაზიანებები;
  • პრეპარატი ძირითადად გამოიყენება ქრონიკული ალკოჰოლიზმის. შაქრიანი დიაბეტის, დისტროფიის სამკურნალოდ, რომელიც ვითარდება დიზინტერიისა და სხვა ინფექციური დაავადებების შემდეგ ცილების უკმარისობის დროს, აგრეთვე ათეროსკლეროზის, მძიმე ქირურგიული ოპერაციისა და დამწვრობებისას.

წინააღმდეგჩვენება:

პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ინფექციური სიყვითლის, სხვა ვირუსული ჰეპატიტების, იმ პათოლოგიური პროცესების დროს, რომლებიც მიმდინარეობენ ღებინებით, ინდივიდუალური აუტანლობის (პრეპარატის მიღებას წყვეტენ) შემთხვევაში, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულატაცია!

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თირკმელების მწვავე და ქრონიკული უკმარისობისას.

იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის გამოყენებისას არ იქნება მიღებული სასურველი ეფექტი, აუცილებელია მისი გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

მეთიონინისა და სხვა ბალანსირებული ამინომჟავების გამოყენება აქვეითებს მეთიონინის ტოქსიკურ მოქმედებას.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება 0,5 -1,5 გ 3-4ჯერ დღეღამეში,

3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში და ზევით ერთჯერადი დოზა შეადგენს 0,25 გ-ს-0,5 გ-ს 3-4-ჯერ დღეღამეში.

პრეპარატი გამოიყენება საკვების მიღებამდე 0,5 -1 სთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი შეადგენს 10-30 დღეს ან 10 დღეს 10 დღიანი ინტერვალით.

პრეპარატით ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლებელია ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, დეზორიენტაცია. მეთიონის მაღალ დოზებში გამოყენებამ, რომელიც არ არის ბალანსირებული სხვა ამინომჟავებთან შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის უჯრედებისა და სხვა ორგანოს დაზიანებები.

გვერდითი მოვლენები:

ცალკეულ შემთხვევებში გულისრევა, ღებინება, პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა.

მეთიონინის დოზის შემცირების ან მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ დისპეფსიური მოვლენები ჩვეულებრივ თავისით ქრება.

გვერდითი მოვლენების გამოვლენისას მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ვარგისიანობის ვადა:

4 წელი.

შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

Facebook კომენტარები