საერთაშორისო დასახელება:

MELATONIN

მწარმოებელი: UNIPHARM

მოქმედი ნივთიერება: მელატონინი 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადაპტოგენური საშუალება, გამოყენებული დროითი (ცირკადული) ადაპტაციის დარღვევისას

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 12, 24, 30 და 60 ც.

1 ტაბ.

მელატონინი …………  3 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ჯალღუზისებრი სხეულის (ეპიფიზი), ჰორმონის მელატონინის ანალოგია; ახდენს ადაპტოგენურ, სედატიურ, საძილე მოქმედებას. არეგულირებს ცირკადულ რიტმს.ზრდის გამა–ამინი–ერბო მჟავას და სეროტონინის კონცენტრაციას შუა ტვინში და ჰიპოთალამუსში, ცვლის პირიდოქსალკინაზის აქტიობას, რომელიც მონაწილეობს გაემ–ის, დოფამინის და სეროტონინის სინთეზში, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ციკლს, ლოკომოტორული აქტიობის დღეღამურ ციკლს და სხეულის ტემპერატურას, დადებით გავლენას ახდენს ტვინის ინტელექტუალურ–აზროვნებით ფუნქციაზე. ემოციურ–პიროვნულ სფეროზე. ამცირებს თავის ტკივილის სიხშირეს, თავბრუსხვევას, განწყობის ამაღლებას. აჩქარებს დაძინებას, ამცირებს ღამის გაღვიძებების რიცხვს, დილით გაღვიძებისას აუმჯობესებს თვითშეგრძნებას, არ იწვევს მოთენთილობას, დამტვრეულობისა და დაღლილობის შეგრძნებას. უზრუნველყოფს ორგანიზმის სწრაფ ადაპტაციას საათობრივი სარტყელის სწრაფი ცვლილებისას, ამცირებს სტრესულ რეაქციებს, არეგულირებს ნეიროენდოკრინულ ფუნქციებს. ავლენს იმუნომასტიმულირებელ და ანტიოქსიდანტურ თვისებებს. აფერხებს გონადოტროპინის სეკრეციას, ნაკლები ხარისხით ადენოჰიპოფიზის სხვა ჰორმონების – კორტიკოტროპინის, თირეოტროპული ჰორმონის, სომატოტროპული ჰორმონისას.

მელატონინის სეკრეცია დაქვემდებარებულია ცირკადულ რიტმს, რომელიც განსაზღვრავს გონადოტროპული ეფექტების რიტმულობას და სასქესო ფუნქციას. მელატონინის სეკრეცია და სინთეზი დამოკიდებულია განათებაზე – სინათლის სიჭარბე ამუხრუჭებს მის წარმოქმნას, განათების დაქვეითება ამაღლებს ჰორმონის სინთეზსა და სეკრეციას. მელატონინის 70% პროდუცირდება ღამის საათებში. მელატონინის გავლენით მატულობს დამამუხრუჭებელი მედიატორის – გამა ამინოერბომჟავის შემცველობა ცნს–ში და სეროტონინისა შუა ტვინში და ჰიპოთალამუსში.

ჩვენებები:

  • ნორმალური ცირკადული რიტმის დარღვევა (დესინქრონოზი), რაც აღინიშნება სხვადასხვა საათობრივ სარტყელში სწრაფი გადაადგილებისას;
  • დაღლილობა, ძილის დარღვევა (მათ შორის ასაკოვნებშიც);
  • დეპრესიული სინდრომი.

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით, 1.5–3 მგ 1–ჯერ დღეში, დაძინებამდე  30–40 წთ–ით ადრე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 6 მგ.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგძრნობელობა, ალერგიული დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები, ლიმფოგრანულემატოზი, ლეიკოზი, ლიმფომა, მიელომა, ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ორსულობა, ლაქტაცია.

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, დილის ძილიანობა, შეშუპებები.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატს აქვს სუსტი კონტრაცეპტული მოქმედება, ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყვნენ ქალები.

მოერიდეთ მკვეთრ განათებას;

მკურნალობის პერიოდში სიფრთხილეა საჭირო ავტომანქანის მართვისა და პოტენციურად საშიში სამუშაოების შესრულებისას.

ურთიერთქმედება:

შეუთავსებელია მაო–ს ინჰიბიტორებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, ციკლოსპორინთან. აძლიერებს (ურთიერთ) ცნს–ზე დამთრგუნველად მოქმედი საშუალებების, ბეტა – ადრენობლოკატორების ეფექტს.

არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

Facebook კომენტარები