მელდოვინი

MELDOVIN

სავაჭრო დასახელება მელდოვინი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება 3-(2,2,2-ტრიმტეტილჰიდრაეინი) პროპიონატის დიჰიდრატი

წამლის ფორმა
კაფსულები მყარი ჟელატინისებური, სრულიად დახურული, გლუვი წითელი გაუმჭვირვალე ხუფით და კრემისფერი გაუმჭვირვალე სახურავით.
კაფსულების შემცველობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ერთგვაროვანი ფხვნილი.

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს
აქტიურ ნივთიერებას: 3-(2,2,2-ტრიმტეტილჰიდრაეინი) პროპიონატის დიჰიდრატი 500 მგ,
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი მოდიფიცირებული, სილიციუმი კოლოიდური უწყლო, კალციუმის სტეარატი.

პრეპარატის ათქ კოდი
C01EB22

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გულ-სისხლძარღვთა სისტემა. გულის თერაპია. სხვა პრეპარატები გულის დაავადების სამკურნალოდ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მელდოვინი – გამა-ბუტირობეტაინის სინთეზური ანალოგი – ნივთიერება, რომელიც ყველა ადამიანის ორგანიზმის თითოეულ უჯრედშია. აინჰიბირებს გამა ბუტირობეტაინჰიდროქსილაზას, აქვეითებს კრეატინინის სინთეზსა და გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს უჯრედების გარსების გავლით, ეწინააღმდეგება უჯრედებში დაუჟანგავი ცხიმოვანი მჟავეების აქტივირებული ფორმების დაგროვებას – აცილკარნიტინისა და აცილკოენზიმების A წარმოებულებს.
კარდიოპროტექტორული საშუალება, რომელსაც ნორმაში მოყავს მიოკარდიუმის მეტაბოლიზმი. იშემიის პირობებში მელდოვინი აღადგენს წონასწორობას, ჟანგბადის მიწოდებასა და უჯრედების მიერ მისი გამოყენების პროცესებს შორის, აფრთხილებს ადენოზიტრიფოსფატის (ატფ) ტრანსპორტის დარღვევას; ერთდროულად ააქტიურებს გლიკოლიზს, რომელიც მიმდინარეობს ჟანგბადის დამატებითი მოხმარების გარეშე. კარნიტინის კონცენტრაციის დაქვეითების შედეგად, გაძლიერებულად სინთეზირდება გამა-ბუთირობეტაინი, რომელიც ფლობს ვაზოდილატირებულ თვისებებს. მოქმედების მექანიზმი განსაზღვრავს მისი ფარმაკოლოგიური ეფექტების მრავალსახეობას: მუშაობის უნარის ამაღლება, ფსიქიკური და ფიზიკური დაძაბულობის სიმპტომების შემცირება, ქსოვილური და ჰუმორული იმუნიტეტის აქტივირება, კარდიოპროტექტორული მოქმედება.
მიოკარდიუმის მწვავე იშემიური დაზიანების შემთხვევაში, მელდოვინი ანელებს ნეკროზული ზონის წარმოქმნას, ამცირებს სარეაბილიტაციო პერიოდს.
გულის უკმარისობისას ზრდის მიოკარდიოუმის კუმშვადობას, ამაღლებს ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, აქვეითებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს. თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული იშემიური დარღვევებისას, აუმჯობესებს სისხლის ცირკულირებას იშემიის კერაში, ხელს უწყობს სისხლის გადანაწილებას იშემიზირებული მონაკვეთის სასარგებლოდ.
ეფექტურია თვალის ფსკერის სისხლძარღვების ვასკულარული და დისტროფიული პათოლოგიების შემთხვევაში. დამახასიათებელია, აგრეთვე, მატონიზირებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სომატური და ვეგეტატური ნერვული სისტემების ფუნქციური დარღვევების აღმოფხვრა ავადმყოფებში ქრონიკული ალკოჰოლიზმით აბსისტენციის სინდრომისას.

ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ მელდოვინი სწრაფად შეიწოვება, ბიოშეღწევადობა – 78%. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო – 1-2 საათში შიგნით მიღების შემდეგ. მეტაბოლიზირებს უმთავრესად ღვიძლში ორი ძირითადი მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომლებიც გამოიყოფა თირკმელების მიერ. ნახევრადგამოყოფის პერიოდი (T1/2), შიგნით მიღებისას, დამოკიდებულია დოზაზე, შეადგენს 3-6 საათს.

ჩვენებები გამოყენებაზე
გულის იშემიური დაავადების (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობისა და დისჰორმონული კარდიომიოპათიის კომპლექსურ თერაპიაში.
თავის ტვინის სისხლის მომარაგების ქვემწვავე და ქრონიკული დარღვევების (ინსულტის შემდეგ, ცერებროვასკულური და უკმარისობა) კომპლექსურ თერაპიაში.
დაქვეითებული შრომისუნარიანობა; გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა (მათ შორის სპორტსმენებში).
აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმისას (კომბინაციაში სპეციფიკურ თერაპიასთან).

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
მომატებული ქალას შიდა წნევა (ვენოზური სისხლგადინების დარღვევისას, ქალა შიდა სიმსივნეებისას).
18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.
სიფრთხილით: ღვიძლის და/ან თირკმელების დაავადებებისას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აძლიერებს კორონარულ მადილატირებული საშუალებების, ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის, გულის გლიკოზიდების მოქმედებას. მელდოვინი შეიძლება ერთდროულად დაინიშნოს ნიტრატების პროლონგირებულ ფორმებთან, სხვა ანტიანგინალურ პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმიულ საშუალებებთან, დიურეზულებთან, ბრონქოლიზურებთან.
ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, დაცული უნდა იყოს სიფრთხილე ნიტროგლიცერინთან (ენის ქვეშ გამოსაყენებლად) და ჰიპოტენზურ საშუალებებთან (განსაკუთრებით ალფა-ადენობლოკატორები და ნიფედიპინის ხანმოკლე მოქმედების ფორმები) კომბინაციისას.

სიფრთხილის ზომები
ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა უნდა დაიცვან სიფრთხილე პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას.
არ არსებობს საკმარისი მონაცემები 18 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატ მელდოვინის გამოყენების შესახებ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს დადგენილი არ არის. თავიდან რომ იქნას აცილებული შესაძლო არასასურველი ზემოქმედება ნაყოფზე, ორსულობის დროს პრეპარატ მელდოვინის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში. თუ პრეპარატ მელდოვინით მკურნალობა დედისთვის აუცილებელია, მაშინ ბავშვის ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა ავტოტრანსპორტის ტარების უნარსა და მექანიზმების მართვაზე
არ არსებობს მონაცემები პრეპარატ მელდოვინის არასასურველი გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოყენების წესი და დოზები
ამგზნები ეფექტის შესაძლო განვითარების გამო, პრეპარატი რეკომენდებულია გამოიყენოთ დღის პირველ ნახევარში და არაუგვიანეს 17.00 საათისა (დღე-ღამეში რამდენჯერმე გამოყენებისას).
1. გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობა და დისჰორმონული კარდიომიოპათია
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში 500 მგ – 1 გ დღეში, გამოყენების ჯერადობა 1-2 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 4-6 კვირა.
დისჰორმონული კარდიომიოპათიისას – კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ინიშნება შიგნით 500 მგ დღეში. მკურნალობის კურსი – 12 დღე.
2. თავის ტვინის სისხლის მიწოდების ქვემწვავე და ქრონიკული დარღვევები (ინსულტი და ცერებროვასკულური უკმარისობა).
პრეპარატით საინექციო თერაპიის კურსის დასრულების შემდეგ, მელდოვინის მიღება გრძელდება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში შიგნით 500 მგ – 1 დღეში, მთელი დოზის ერთჯერადად მიღებით ან დაიყოფა 2 მიღებად. მკურნალობის კურსი – 4-6 კვირა.
ქრონიკული დარღვევებისას – პრეპარატი მიიღება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში შიგნით 500 მგ დღეში. თერაპიის ზოგადი კურსი – 4-6 კვირა.
განმეორებითი კურსები შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ (ჩვეულებრივ 2-3-ჯერ წელიწადში).
3. დაქვეითებული შრომისუნარიანობა; გონებრივი და ფიზიკური დატვირთვები (მათ შორის სპორტსმენებში)
მოზრდილებს – შიგნით 500 მგ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 10-14 დღე. საჭიროების შემთხვევაში თერაპია მეორდება 2-3 კვირის შემდეგ.
სპორტსმენებს 500 მგ – 1 გ 2-ჯერ დღეში ვარჯიშის წინ. კურსის ხანგრძლივობა მოსამზადებელ სავარჯიშო პერიოდში – 14-21 დღე, შეჯიბრებების პერიოდში – 10-14 დღე.
4. აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმისას (კომბინაციაში სპეციფიკურ თერაპიასთან)
შიგნით 500 მგ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 7-10 დღე.

დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: არტერიული წნევის დაქვეითება, რომელსაც თან ახლავს თავის ტკივილი, ტაქიკარდია, თავბრუსხვევა და ზოგადი სისუსტე.
მკურნალობა: სიმპტომური.

გვერდითი მოქმედებები
იშვიათად – ალერგიული რეაქციები (კანის ჰიპერემია და ქავილი, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება), აგრეთვე – დისპეფსიური მოვლენები, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება ან დაცემა, მომატებული აგზნებადობა.
ძალიან იშვიათად – ეოზინოფილია, ზოგადი სისუსტე.

შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ ადგილას ტემპერატურაზე 25ºC, ორიგინალურ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა
15 კაფსულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პოლივინილქრორიდის აპკისგან პოლივინილიდენქლორიდის საფარითა და ალუმინის ფოლგისგან. 4 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, თავსდება მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი
“კ.ო. რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.”, რუმინეთი, ილფოვ, 075100 ქ. ოტოპენი, ერიოლორის ქ., # 1ა.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს “ნექსტრა გრუპი”
საქართველო, თბილისი, 0154, ი.ევდოშვილის ქ. 18

Facebook კომენტარები