მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

მკურნალობა დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე; რეკომენდებულია ჰოსპიტალიზაცია, პლაზმაში მელეფსინის კონცენტრაციის დადგენა (ამ პრეპარატით მოწამვლის დასადასტურებლად და ჭარბი დოზირების ხარისხის შესაფასებლად), კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის დანიშვნა (კუჭის შიგთავსის დაგვიანებულმა ევაკუაციამ შეიძლება გამოიწვიოს მოგვიანებით შეწოვა მე-2-3 დღეს და გამოჯანმრთელების პერიოდში ინტოქსიკაციის სიმპტომების განმეორებითი განვითარება).

უშედეგოა ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი (დიალიზი ნაჩვენებია მძიმე მოწამვლისა და თირკმლის უკმარისობის თანხვედრის დროს).

ჩვილ ბავშვებში შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის გადასხმა, აგრეთვე სიმპტომური შემანარჩუნებელი მკურნალობა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში; გულის ფუნქციების სხეულის ტემპერატურის, კორონალური რეფლექსების თირკმლის და შარდის ბუშტის ფუნქციის მონიტორინგი, ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია. დაქვეითებული არტერიული წნევის დროს: თავდახრილი მდგომარეობა, პლაზმის შემცველების  გადასხმა, უშედეგობის დროს – ვენაში დოპამინის ან დობუტამინის შეყვანა. გულის რითმის დარღვევისას მკურნალობა ინდივიდუალურად შეირჩევა. კრუნჩხვების დროს – ბენზოდიაზეპინების შეყვანა (მაგალითად დიაზეპამის), კრუნჩხვის საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებების (მაგალითად, ფენობარბიტალის) შეყვანა საჭიროა სიფრთხილით (სუნთქვის დათრგუნვის შესაძლო საშიშროების გამო); ჰიპონატრიემიის განვითარებისას (წყლით ინტოქსიკაცია) – სითხის შეყვანის შეზღუდვა და 0.9%-იანი NaCl-ის ხსნარის ნელი ინტრავენური ინფუზია (შეიძლება ხელი შეუშალოს თავის ტვინის შეშუპების განვითარებას). რეკომენდებულია ჰემოსორბციის ჩატარება ნახშირის ადსორბენტებზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ციტოქრომ CYP3A4 წარმოადგენს ძირითად ფერმენტს, რომელიც უზრუნველყოფს მელეფსინის მეტაბოლიზმს. მელეფსინის დანიშვნამ CYP3A4-ის ინჰიბიტორებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში მის კონცენტრაციის მომატება და გვერდითი მოვლენების გახშირება.

CYP3A4 ინდუქტორების თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს  მელეფსინის მეტაბოლიზმის დაჩქარება. პლაზმაში მელეფსინის კონცენტრაციის დაქვეითება და მისი თერაპიული ეფექტის შემცირება და პირიქით მათი მიღების შეწყვეტა იწვევს მელეფსინის მეტაბოლიზმის სიჩქარის შემცირებას და მისი კონცენტრაციის მატებას.

პლაზმაში მელეფსინის კონცენტრაციას ზრდის:

– ვერაპამილი, დილთიაზემი, ფელოდიპინი, დექსტროპროპოქსიფენი, ვილოქსაზინი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, ციმეტიდინი, აცეტაზოლამიდი, დანაზოლი, დეზიპრამინი, ნიკოტინამიდი (მოზრდილებში მხოლოდ მაღალ დოზებში);

– მაკროლიდები (ერითრომიცინი, ჯოზამიცინი, კლარიტრომიცინი, ტროლეანდომიცინი); აზოლები (იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი), ტერფენადინი, ლორატადინი, იზონიაზიდი, პროპოქსიფენი, გრეიპფრუტის წვენი, ვირუსული პროტეაზას ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენებიან აივ-ინფექციის სამკურნალოდ (მაგალითად რიტონავირი) -მოითხოვენ დოზირების კორექციას ან პლაზმაში მელეფსინის კონცენტრაციის მონიტორინგს.

– ფელბამატი ამცირებს პლაზმაში მელეფსინის კონცენტრაციას და ზრდის 10,11-ეპოქსიდის კონცენტრაციას, ამ დროს შესაძლებელია ფელბამატის კონცენტრაციის შემცირება.

მელეფსინის კონცენტრაციას ამცირებს: ფენობარბიტალი, ფენითოინი, პრიმიდონი, მეტსუქსიმიდი, ფენსუქსიმიდი, თეოფილინი, რიფამპიცინი, ცისპლატინი, დოქსორუბიცინი, შესაძლოა – კლონაზეპამი, ვალპრომიდი, ვალპროის მჟავა, ოქსკარბაზეპინი, აგრეთვე მცენარეული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ კრაზანას (Hypericum perforatum).

არსებობს მონაცემები ვალპროის მჟავასა და პირიმიდონის მიერ პლაზმის ცილებიდან მელეფსინის განდევნის ადამიანის ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის (კარბამაზეპინ-10,11-ეპოქსიდი) კონცენტრაციის ზრდის შესაძლებლობის შესახებ.

– იზოტრეტინოინი ცვლის მელეფსინის და კარბამაზეპინ-10,11-ეპოქსიდის ბიოშეღწევადობას და/ან კლირენსს (აუცილებელია პლაზმაში მელეფსინის კონცენტრაციის კონტროლი).

მელეფსინს შეუძლია შეამციროს შემდეგი სამკურნალო საშუალებების კონცენტრაცია პლაზმაში (შეამციროს ან სრულიად შეწყვიტოს მისი ეფექტი), რის გამოც შესაძლოა საჭირო გახდეს მათი დოზის კორექცია. ეს პრეპარატებია: კლონაზეპამი, ეთოსუქციმიდი, პრიმიდონი, ვალპროის მჟავა, გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი), თიკლოსპორინი, დოქსიციკლინი, ჰალოპერიდოლი, მეთადინი, აგრეთვე, ის პერორარული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ესტროგენებსა და/ან პროგესტერონს (საჭიროა ალტერნატიული კონტრაცეფციის შერჩევა), თეოფილინი, პერორალური ანტიკოაგულანტები (ვარფარინი, ფენპროკუმონი, დიკუმაროლი), ლამოტრიჯინი, ტოპირამატი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (იმიპრამინი, ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი, კლომიპრამინი), კლოზაპინი, ფელბამატი, თიაგაბინი, ოქსკარბაზეპინი, პროტეაზას ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენებიან აივ-ინფექციის დროს (რიტონავირი, საკვინოვირი);

– დიჰიდროპირიდონების ჯგუფი, მაგალითად ფელოდიპინი; იტრაკონაზოლი, ლევოთიროქსინი, მიდაზოლამი, ოლაზაპინი, პრაზიკვანტელი, რისპერიდონი, ტრამადოლი, ციპრაზიდონი.

– არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ მელეფსინის მიღების ფონზე ფენითიონის დონე სისხლის პლაზმაში შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს, ხოლო მეფენითოინის დონე გაიზარდოს (იშვიათ შემთხვევებში).

– მელეფსინის ერთობილივი გამოყენება პარაცეტამოლთან ერთად ზრდის მის ტოქსიურ ზემოქმედებას ღვიძლზე და ამცირებს მის თერაპიულ ეფექტურობას (პარაცეტამოლის მეტაბოლიზმის დაჩქარება).

– მელეფსინის ერთობლივი დანიშვნა ფენოთიაზინთან, პიმოზიდომთან, თიოქსანტენთან, მოლინდონომთან, ჰალოპერიდოლთან, მაპროთილინთან, კლოზაპინთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან იწვევს ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერებას და კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტის შემცირებას.

– მაო-ს ინჰიბიტორები ზრდიან ჰიპერპირეტული, ჰიპერტონული კრიზების, კრუნჩხვების, სასიკვდილო გამოსავლის განვითარების შესაძლებლობას (მელეფსინის დანიშვნამდე მაო-ს ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს სულ მცირე 2 კვირით ადრე, თუ ამის საშუალებას იძლევა კლინიკური სიტუაცია).

– ერთობლივი დანიშვნა შარდმდენებთან (ჰიდროქლორთიაზიდი, ფუროსემიდი) იწვევს ჰიპონატრიემიის განვითარებას კლინიკური გამოვლინებებით.

– პრეპარატი ასუსტებს არამადეპოლარიზირებელი მიორელაქსანტების ეფექტებს (პანკურონია). ასეთი კომბინაციის დროს შეიძლება საჭირო გახდეს მიორელაქსანტების დოზის მომატება და პაციენტზე დაკვირვება, რამდენადაც შესაძლებელია მათი მოქმედების უფრო სწრაფი შეწყვეტა.

– იგი ამცირებს ეთანოლის ამტანობას.

– პრეპარატი აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, ჰორმონალური კონტრაცეპტული საშუალებების, ფოლიუმის მჟავას, პრაზიკვანტელის მეტაბოლიზმს, შეუძლია გააძლიეროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ელიმინაცია.

– იგი აძლიერებს ზოგადსაანესთეზიო სამკურნალო საშუალებების (ფთოროთანი) მეტაბოლიზმს და ზრდის ჰეპატოტოქსიური ეფექტების განვითარებას. აძლიერებს მეტოქსიფლურანის ნეფროტოქსიური მეტაბოლიტების წარმოქმნას.

– მიელოტოქსიური სამკურნალო საშუალებების და მელეფსინის კომბინაცია აძლიერებს ჰემატოტოქსიურობას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები