მწარმოებელი: შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

ძირითადი ფიზიკურქიმიური თვისებები:

ყავისფერი, გამჭვირვალე სიროფი დამახასიათებელი სუნით;

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

100 მლ სიროფი ნარინჯისფერ პოლიმერულ ფლაკონში დოზირებული ხუფით. თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

სიროფის 10 მლ შეიცავს შემდეგი მცენარეების ექსტრაქტს: ბაკოპა (Bacopa monnieri) – 200 მგ; ხვართქლა (Convolvulus pluricaulis) – 100 მგ; ცენტელა (Centella asiatica) – 100 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: თაფლი, შაქარი, თხევადი გლუკოზა, პროპილენგლიკოლი, მანიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ბრონოპოლი, ნატრიუმის ბენზოატი, საღებავი: Sugar Caramel Colour

(E 150), არომატიზატორები: მანგოს არომატიზატორი, თაფლის არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეხსიერების გასაუმჯობესებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მემორტაბის სიროფი წარმოადგენს კომბინირებულ მცენარეულ პარასამკურნალო საშუალებას, რომლის თერაპიული ეფექტი ორგანიზმზე განპირობებულია მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტების ფარმაკოლოგიური თვისებებით. პრეპარატი შეიცავს მცენარეების მშრალ ექსტრაქტებს, რომელთაც გააჩნიათ შემდეგი თვისებები:

Bacopa monnieri- ექსტრაქტი აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს ქოლინერგული და გაემ-ერგული ნეიროგადაცემის მოდულაციის გზით. აძლიერებს საფეთქლის წილის კორტიკალური მუსკარინული და ქოლინერგული რეცეპტორების აქტივობას. გააჩნია ანქსიოლიზური, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები. მცენარეში შემავალი A და B ბაკოზიდები ავლენენ კოგნიტური თვისებების გამაძლიერებელ ეფექტს.

Convolvulus pluricaulis-ის ექსტრაქტი ზრდის თავის ტვინში ნეიროპეპტიდების სინთეზს. სისხლის პლაზმაში ამცირებს ქოლესტეროლის, ტრიგლიცერიდების და ფოსფოლიპიდების დონეს, აძლიერებს დამახსოვრების უნარს.

Centella asiatica- ექსტრაქტი  გამოიყენება როგორც მეხსიერების გასაუმჯობესებელი საშუალება.

ჩვენება:

• მეხსიერების დაქვეითება;

• ასაკთან დაკავშირებული დემენცია;

• გონებრივი გადაღლა;

• დასწავლის ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემები ბავშვებში;

• სტრესი.

მიღების წესი და დოზირება:

მემორტაბის სიროფი მიიღება პერორალურად.

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით – 10-10 მლ 2-ჯერ დღეში.

ბავშვებში 3-დან 12 წლამდე მემორტაბი ინიშნება დასწავლის ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში, დოზით 5-5 მლ 2-ჯერ დღეში.

შესაძლებელია დოზის კორექცია ექიმის დანიშნულებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ და შეადგენს საშუალოდ 1-3 თვეს.

გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ!

გვერდითი მოვლენები:

მითითებული დოზირების დაცვის შემთხვევაში გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენება:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების   მიმართ;

* ორსულობა;

* ლაქტაცია.

ჰიპერდოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევებზე მონაცემები არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სიროფის გაყინვა დაუშვებელია. სიროფი ვარგისია ფლაკონის გახსნიდან 1 თვის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა ურეცეპტოდ.

Facebook კომენტარები