საერთაშორისო დასახელება:

AMIKACIN

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: ამიკაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ინტრამუსკულარული და ინტრავენური საინექციო ხსნარი: ფლაკონში.

2 მლ

ამიკაცინის სულფატი ………..   100 მგ

ინტრამუსკულარული და ინტრავენური საინექციო ხსნარი: ფლაკონში.

2 მლ

ამიკაცინის სულფატი …………. 500 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ციტრატი (ჰიდრირებული), ნატრიუმის ბისულფატი, გოგირდმჟავა, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მერკაცინს გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება. იგი თრგუნავს გამომწვევის ცილის სინთეზს.

მერკაცინი მაღალეფექტურია:

გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: Klebsiella spp., Pseudomonas aeroginosa, Еsherichia coli, Proteus spp., Enterobacter spp., Serratia spp., Shigella spp., Salmonella spp., Providencia stuartii, Mima-Herellea, Citrobacter freundii (მათ შორის, კანამიცინის, გენტამიცინისა და ტობრამიცინის მიმართ რეზისტენტული შტამების ჩათვლით), ასევე,

ზოგიერთი გრამდადებითი მიკროორგანიზმის მიმართ: Staphylococcus spp. (მათ შორის პენიცილინის, მეტიცილინის, ზოგიერთი ცეფალოსპორინის მიმართ რეზისტენტული შტამების ჩათვლით),  ზოგიერთი შტამი Streptococcus spp.

– არ არის აქტიური ანაერობების მიმართ.

– ბენზილპენიცილინთან ერთდროული დანიშვნისას ავლენს სინერგიზმს Enterococcus faecalis შტამების მიმართ..

–  მერკაცინი არ კარგავს აქტივობას იმ ფერმენტების ზეგავლენით, რომლებიც სხვა ამინოგლიკოზიდების ინაქტივაციას იწვევენ და ინარჩუნებს აქტივობას Pseudomonas aeruginosa-ს იმ შტამების მიმართ, რომლებიც მდგრადები არიან ტობრამიცინის, გენტამიცინისა და ნეტილმიცინის მიმართ.

კუნთში შეყვანის შემდეგ მერკაცინი სწრაფად შეიწოვება და ნაწილდება ორგანიზმის ყველა ქსოვილში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს – 20%-ს. მერკაცინი არ მეტაბოლიზდება. პრეპარატის ეფექტური ბაქტერიციდული კონცენტრაცია სისხლში ნარჩუნდება 10-12 საათის განმავლობაში. იგი გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით. მისი ნახევარდაშლის პერიოდი 2-4 საათია. ვენაში შეყვანის შემდეგ ანტიბიოტიკის თერაპიული კონცენტრაცია აღინიშნება 30-60 წუთის შემდეგ.

ჩვენებები:

მძიმე მიმდინარეობის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა, გამოწვეული მერკაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:

  • აბდომინალური ინფექციები (მათ შორის, პერიტონიტი);
  • სეპტიური ენდოკარდიტი;
  • სეფსისი (მათ შორის, ახალშობილთა სეფსისი);
  • ცნს-ის ინფექციები (მათ შორის, მენინგიტი);
  • სასუნთქი გზების ინფექციები (ბრონქიტი, პნევმონია, პლევრის ემპიემა, ფილტვის აბსცესი);
  • კანისა და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციები (დაინფიცირებული დამწვრობები, ინფიცირებული წყლულები და ნაწოლები);
  • შარდ-სასქესო სისტემის ხშირად მორეციდივე ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, გონორეა);
  • სანაღვლე გზების ინფექციები;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები (მათ შორის, ოსტეომიელიტი);
  • ჭრილობის და პოსტოპერაციული ინფექციები.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზას ადგენენ ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმის, ინფექციის ლოკალიზაციისა და გამომწვევის მგრძნობელობის გათვალისწინებით, აგრეთვე ავადმყოფის სხეულის წონის მიხედვით.

  • მოზრდილებსა და მოზარდებში მერკაცინი ინიშნება ი/მ, ი/ვ (ნაკადურად ან წვეთოვნად 2 წთ-ის განმავლობაში) 5 მგ/კგ წონაზე ყოველ 8 სთ-ში ერთხელ ან 7.5 მგ/კგ წონაზე ყოველ 12 სთ-ში 7-10 დღის განმავლობაში.

– მოზრდილებისთვის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 15 მგ/კგ წონაზე, არა უმეტეს 1.5 გ-ისა დღე-ღამეში.

– ახალშობილებში საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ/კგ წონაზე, შემდეგ 7.5 მგ/კგ წონაზე ყოველ 12 სთ-ში 7-10 დღის განმავლობაში.

– დღენაკლულ ახალშობილებში რეკომენდებული დოზა – 7.5 მგ/კგ წონაზე ყოველ 12 სთ-ში.

  • სასუნთქი გზების ინფექციების ბაქტერიემიის, სეპტიცემიის, საშარდე გზების გართულებული ინფექციური დაავადებების ინტრააბდომინალური ინფექციების და ფებრილური ნეიტროპენიის დროს მოზრდილებში მერკაცინის დოზა შეადგენს 15 მგ/კგ წონაზე ერთჯერადად ინტრავენურად, 4 კვირამდე ახალშობილებში -20 მგ/კგ წონაზე.

– საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციების დროს –  250 მგ ყოველ 12 სთ-ში ერთხელ.

– ჰემოდიალიზის სეანსის შემდეგ შესაძლოა დაინიშნოს დამატებითი დოზა 3-5 მგ/კგ წონაზე.

  • ი/ვ მერკაცინის შეყვანა შეიძლება ნაკადურად 2 წთ-ის ან წვეთოვნად 30-60 წთ-ის (ახალშობილებში 1-2 სთ) განმავლობაში. პრეპარატის საჭირო დოზას ხსნიან 100-200 მლ სტერილურ გამხსნელში. ამიკაცინის კონცენტრაცია ი/ვ გადასასხმელ ხსნარში არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/მლ. პრეპარატის ხსნარის მოსამზადებლად ი/ვ გამოყენებისათვის რეკომენდებულია შემდეგი გამხსნელები:

– გლუკოზის 5%-იანი საინექციო ხსნარი;

– გლუკოზის 5%-იანი ხსნარი და ნატრიუმის ქლორიდის 0.2%-იანი საინექციო ხსნარი;

– გლუკოზის 5%-იანი და ნატრიუმის ქლორიდის 0.45%-იანი საინექციო ხსნარი;

– ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი საინექციო ხსნარი;

– რინგერ-ლაქტატის საინექციო ხსნარი.

ხსნარი მზადდება უშუალოდ გამოყენებამდე.

როგორც სხვა ამინოგლიკოზიდები მერკაცინი არ შეიყვანება ერთდროულად სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

მერკაცინი პარენტერალური გამოყენების ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, უნდა შემოწმდეს უცხო ნაწილაკების არსებობაზე ან შეფერილობის შეცვლაზე!

მკურნალობის ხანგრძლივობა ი/ვ გამოყენებისას შეადგენს 3-7 დღეს, ი/მ გამოყენებისას – 7-10 დღეს.

პრეპარატის გამოყენების დაწყებიდან 3-5 დღის შემდეგ სამკურნალო ეფექტის არარსებობისას, მისი გამოყენება უნდა შეწყდეს და კიდევ ერთხელ შემოწმდეს მგრძნობელობა ამიკაცინის მიმართ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე ავადმყოფებს ესაჭიროებათ დოზირების რეჟიმის კორექცია კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლების მიხედვით, პრეპარატის შეყვანათა შორის ინტერვალების გაზრდის ან მისი დოზის შემცირების გზით. როდესაც კრეატინინის კლირენსი

დამწვრობის მქონე პაციენტებს შესაძლოა დასჭირდეთ 5-7.5 მგ/კგ წონაზე დოზა ყოველ 4-6 სთ-ში, რაც დაკავშირებულია ასეთ პაციენტებში T1/2 უფრო ხანმოკლე პერიოდთან (T1/3 1-1.5 სთ).

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების კონცენტრაციის მომატება, ჰიპერბილირუბინემია.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ცხელება, იშვიათად – ქვინკეს შეშუპება.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, ნერვ-კუნთოვანი გამტარობის დარღვევა, სმენის დაქვეითება, შეუქცევადი სიყრუის განვითარებამდეც კი, ვესტიბულარული დარღვევები.

სისხლწარმოქმნის სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ოლიგურია, პროტეინურია, მიკროჰემატურია, იშვიათად – თირკმლის უკმარისობა.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტების აგრეთვე ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;

* სასმენი ნერვის ნევრიტი;

* თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;

* ორსულობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

* მერკაცინის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით. ამიკაცინი აღწევს პლაცენტარულ ბარიერს და შესაძლოა მოახდინოს ნაყოფზე ზეგავლენა; საჭიროა პაციენტი გავაფრთხილოთ მერკაცინის გამოყენების აუცილებლობისას ნაყოფის მიმართ პოტენციური რისკის შესახებ.

* მერკაცინით მკურნალობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს პრეპარატის დედის რძეში გადასვლის შესახებ ზუსტი მონაცემების არარსებობის გამო.

განსაკუთრებული მითითებები:

* ავადმყოფები, რომლებიც მერკაცინს იღებენ, უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ამინოგლიკოზიდების შესაძლო ნეფრო- და ოტოტოქსიურობის გათვალისწინებით. ნეფრო- და ოტოტოქსიურობის რისკი მომატებულია ავადმყოფებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით;

* პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენების, და ასევე ხანგრძლივი მკურნალობის დროს. პრეპარატით მკურნალობისას ორგანიზმში დაშვებულ ნორმაზე მეტი კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია მისი კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლის შრატში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 25 მკგ/მლ (თერაპიული კონცენტრაცია -15-25 მკგ/მლ-ია).

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 14 დღეზე უფრო მეტ ხანს, ვინაიდან მისი უსაფრთხოება ამ ვადის შემდეგ დადგენილი არაა.

* ოტოტოქსიურობის (ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა, სმენის დაქვეითება) და ნეფროტოქსიურობის ნიშნების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა ან მისი დოზის კორეგირება.

* არ არის რეკომენდებული სხვა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკებისა და სხვა ნეიროტოქსიური და ნეფროტოქსიური პრეპარატების ერთდროული ან თანმიმდევრობითი გამოყენება. პრეპარატ მერკაცინის და მარყუჟოვანი შარდმდენების (ფუროსემიდი, ურეგიტი), კარბენიცილინის, ცეფალოსპორინების, ამფოტერიცინი B-ს, ვანკომიცინის, მეთოქსიფლურანის, ენფლურანის, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, რენტგენოკონტრასტული საშუალებების, პოლიმიქსინების ერთდროული დანიშვნისას იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების საშიშროება.

* ფაქტორებს, რომლებიც ზრდიან გვერდითი მოვლენების განვითარების საშიშროებას, ასევე მიეკუთვნება ხანდაზმული ასაკი და დეჰიდრატაცია.

* ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები სიფრთხილით გამოიყენება ისეთი კუნთოვანი დარღვევების მქონე ავადმყოფებში, როგორებიცაა: myasthenia gravis ან პარკინსონიზმი, ვინაიდან ანტიბიოტიკების ამ ჯგუფს შეუძლია გააძლიეროს კუნთების სისუსტე ნერვ-კუნთოვან გამტარობაზე კურარეს მსგავსი პოტენციური ეფექტის გამო.

* პრეპარატ მერკაცინის მიღებისას, ისევე,  როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმებით კოლონიზაცია, რაც შესაბამისი მკურნალობის დანიშვნას მოითხოვს.

გამოყენება პედიატრიაში: მერკაცინი, სხვა ამინგლიკოზიდების მსგავსად, სიფრთხილით გამოიყენება ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში მათი შარდგამომყოფი სისტემის ჩამოუყალიბებლობის გამო.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების ან ტოქსიური რეაქციის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიდევნება პერიტონეალური დიალიზით ან ჰემოდიალიზით. სისხლში ამიკაცინის კონცენტრაციის შემცირებას ვაღწევთ ხანგრძლივი არტერიოვენოზური ჰემოფილტრაციის გზით.

ახალშობილებში შესაძლებელია გაცვლითი ტრანსფუზიის ჩატარება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები