საერთაშორისო დასახელება:

METOCLOPRAMID

მწარმოებელი: POLPHARMA

მოქმედი ნივთიერება: მეტოკლოპრამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მასტიმულირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

მეტოკლოპრამიდის ჰიდროქლორიდი ……..  10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას, კარტოფილის სახამებელს, პოლივინილ-პიროლიდონს, მაგნიუმის სტეარატს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მეტოკლოპრამიდი მასტიმულირებლად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილის მოტორიკაზე, ზრდის რა საყლაპავის შეკუმშვის სიხშირესა და ხანგრძლივობას. ამაღლებს კუჭის შეკუმშვების ამპლიტუდასა და ტონუსს, მოქმედებს მომადუნებლად პილორუსის სფინქტერის და 12-გოჯა ნაწლავის კუნთებზე ასტიმულირებს 12-გოჯა და მსხვილი ნაწლავების პერისტალტიკას. რაც შედეგად აჩქარებს კუჭის, 12-გოჯა ნაწლავის და ნაწლავების დაცლას.

მეტოკლოპრამიდი წარმოადგენს დოფამინ რეცეპტორების ანტაგონისტს. გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება. პრეპარატის მოქმედება იწყება პერორალურად მიღებიდან 30-60 წუთის განმავლობაში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2.5-6 სთ თირკმლის პათოლოგიის მქონე პაციენტებში, პრეპარატი გადის პლაცენტარულ ბარიერს და გადადის ქალის რძეში.

ჩვენებები:

საყლაპავ-კუჭის რეფლუქსი: მეტოკლოპრამიდი განკუთვნილია საყლაპავ-კუჭის რეფლუქსის მოკლევადიანი (4-12 კვირა) მკურნალობისათვის იმ პაციენტებში, რომლებიც არ ექვემდებარებიან კონვენციალურ მკურნალობის მეთოდებს, როგორებიცაა დიეტა და ცხოვრების წესის შეცვლა. პრეპარატი აქრობს რეფლუქსთან დაკავშირებულ სიმპტომებს, რომლებიც დაკავშირებულია საკვების მიღებასთან დღის განმავლობაში.

კუჭის მოქმედების დარღვევისას შაქრიანი დიაბეტის დროს: მეტოკლოპრამიდი ასუსტებს სიმპტომებს, რომლებიც ჩნდებიან მწვავე და ქრონიკული კუჭის მოქმედების დარღვევების დროს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში: პერორალურად 10-15 მგ (1-1.5 ტაბ.) საკვების მიღებამდე 30 წთ-ით ადრე და ძილის წინ.

პრეპარატის მიღება რეკომენდებულია არა უმეტეს 12 კვირისა.

იმ შემთხვევაში, თუ რეფლუქსთან დაკავშირებული სიმპტომები ვლინდება არარეგულარულად, დროდადრო, ან გარკვეული დროს, პრეპარატი უნდა მივიღოთ ამ სიმპტომების დაწყებამდე 20 მგ (2 ტაბ.) ერთჯერადად. ასეთ შემთხვევებში მეტოკლოპრამიდით ხანგრძლივი მკურნალობა მიუღებელია.

ასაკოვან პაციენტებში მეტოკლოპრამიდის ერთჯერადი დოზა შესაძლოა შევამციროთ 5 მგ-მდე (1/2 აბ.)

კუჭის მოქმედების დარღვევისას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში: პერორალურად 10 მგ (1 ტაბ.) საკვების მიღებამდე 30 წთ-ით ადრე და ძილის წინ გათვალისწინებით მიღწეული შედეგებისა 2-8 კვირიანი მკურნალობის შედეგად.

– მეტოკლოპრამიდით მკურნალობა საჭიროა დავიწყოთ დაავადების პირველივე ნიშნების გამოჩენისას.

დოზირება თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობების დროს: მეტოკლოპრამიდი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, ამიტომ პრეპარატის დოზა და მიღების სიხშირე დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხზე.

პაციენტებში, კრეატინინის კლირენსით 40 მლ/წთ საჭიროა მეტოკლოპრამიდის მიიღება განახევრებული დოზით, ვიდრე თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის დაავადების შემთხვევაში პრეპარატის დოზის ცვლილება აუცილებელი არაა.

დოზირება ბავშვებში: ბავშვებში ტაბლეტირებული მეტოკლოპრამიდის მიღება არარეკომენდებულია.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია დოზირებაზე.

ცნს-ის მხრივ ყველაზე ხშირია: აფორიაქება, ძილიანობა, დაღლილობა. იშვიათ შემთხვევებში უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია, დეპრესია თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილებით, მხედველობის დარღვევა, კუნთური ტონუსის შეცვლა, მოძრაობების შენელება, კანკალი, ნიღაბისებური სახე, ენის, ტუჩების, ყბების, სახსრების უნებლიე მოძრაობები. მენსტრუალური ციკლის გაქრობა, რძის გაქრობა გინეკომასტია, იმპოტენცია, არტერიული წნევის დაცემა; ჰიპერტონია, ტაქიკარდია, გულის რიტმის შემცირება 50/წთ.

გულის რევა, დიარეა; შარდის შეუკავებლობა ან ხშირი შარდვა; ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი ბრონქიალური ასთმით დაავადებულებში, იშვიათად -ენის და ხორხის შეშუპება; პორფირია.

უკუჩვენებები:

მეტოკლოპრამიდი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას პაციენტებში:

* საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სისხლდენების, გაუვალობის და პერფორაციის შემთხვევაში;

* პიგმენტის მშთანთქმელი სიმსივნის შემთხვევაში, რამდენადაც პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზი;

* მეტოკლოპრამიდისადმი მაღალი მგრძნობელობისა და აუტანლობისას ეპილეფსიით დაავადებულებში ან სხვა პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ექსტრაპირამიდული სიმპტომები და გააძლიერონ კონვულსიები და ექსტრაპირამიდული სიმპტომები.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა: პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ექიმის შეხედულებით აუცილებელია.

ლაქტაცია: მეტოკლოპრამიდი აღწევს ქალის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების დროს უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე პრეპარატის დანიშვნისას.

განსაკუთრებული მითითებები:

* დეპრესიით (განსაკუთრებით საშუალო და მძიმე ფორმებისას) დაავადებულ ავადმყოფებში, რომელთაც აქვთ მიდრეკილება თვითმკვლელობისადმი, მეტოკლოპრამიდით მკურნალობამ  შეიძლება დაავადების რეციდივი გამოიწვიოს. მკურნალობის დაწყებისას საჭიროა გავზომოთ მკურნალობის პოტენციური სარგებელი და შესაძლო რისკი.

* მეტოკლოპრამიდით მკურნალობის დაწყებიდან 24-48 საათში შესაძლოა გამოვლინდეს ექსტრაპირამიდული სიმპტომები კუნთური ტონუსის დარღვევის ფორმით, სახსრების უნებლიე მოძრაობები, სახის გამრუდება. ასეთი სიმპტომები ყველაზე ხშირად ვლინდება ბავშვებში და ახალგაზრდებში, აგრეთვე პრეპარატის მიღებისას ღებინების საწინააღმდეგოდ კიბოს შემთხვევაში.

* მეტოკლოპრამიდით მკურნალობის პირველი 6 თვის განმავლობაში შესაძლოა განვითარდეს პარკინსონიზმის სიმპტომები, რომლებიც ქრებიან მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 თვის შემდეგ.

* ასაკოვან პაციენტებში, განსაკუთრებით ქალებში შეიძლება გამოვლინდეს დისკინეზია, ხშირად შეუქცევადიც. ასეთი სიმპტომები იშვიათად ვლინდებიან პრეპარატის ხანმოკლე და მცირე დოზებით მიღების შემთხვევაში.

* თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მეტოკლოპრამიდით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს ჰიპოკალემია, რამდენადაც პრეპარატი ზრდის პლაზმაში ალდოსტერონის კონცენტრაციას და ამცირებს ნატრიუმის გამოყოფას.

პრეპარატის ზემოქმედება ტრანსპორტის მართვაზე, მექანიკური მოწყობილობების და ფსიქოფიზიკურ შესაძლებლობებზე: მეტოკლოპრამიდმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა: ძილიანობა, თავბრუსხვევა, რომლებიც არღვევენ ფსიქოფიზიკურ ამტანიანობას. ამიტომ საშიშია ტრანსპორტის მართვის შემთხვევაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ანტიქოლინერგული პრეპარატები და ოპიოიდები ამცირებენ მეტოკლოპრამიდის მოტორიკულ მოქმედებას საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე.

– მეტოკლოპრამიდი აძლიერებს ალკოჰოლისა და ბარბიტურატების მოქმედებას, ასევე იმ პრეპარატებისა, რომლებიც მოქმედებენ დეპრესიულად ცნს-ზე.

– აქვეითებს დიგოქსინის  შეწოვას და აძლიერებს შემდეგი პრეპარატების შეწოვას: ტეტრაციკლინი, პარაცეტამოლი, ამპიცილინი, აცეტილსალიცილის მჟავა, ეთანოლი, ციკლოსპორინები.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების სიმპტომებია: ძილიანობა, დეზორიენტაცია, ექსტრაპირამიდული სიმპტომები. პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა მიაკითხოთ ექიმს, რომელიც მიიღებს შესაბამის ზომებს. დიალიზი საშუალებას იძლევა მეტოკლოპრამიდის მხოლოდ მცირე რაოდენობის ელიმინაციისა და ამიტომ ჭარბი დოზირების მკურნალობაში დიდ როლს არ ასრულებს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვად: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები