საერთაშორისო დასახელება:

MAZIPREDONE ; MICONAZOLE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER

მოქმედი ნივთიერება: მაზიპრედონი+ მიკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდი+ანტიმიკოზური სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო: ტუბში 15 გ

1 გ

მაზიპრედონი ……………. 2.5 მგ

მიკონაზოლი ………..     20 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული პრეპარატი. ახასიათებს სოკოს, მიკრობების საწინააღმდეგო (დერმატოფიტებისა და გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ) და გლუკოკორტიკოსტეროიდული მოქმედება.

მიკონაზოლი აქტიურია დერმატოფიტების, კანდიდას და გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ.

მეზიპრედონი – პრედნიზოლინის წყალში ხსნადი წარმოებული, ახასიათებს ანთების, მადესენზიბილიზებელი და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები:

დერმატომიკოზი, ონიქომიკოზი, გამოყელვა (სოკოვანი წარმოშობის), გარეთა სასმენი მილის მიკოზი (მიმდინარე ანთებით); მიკოზები სუპერინფექციებთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება:

მაზი დააქვთ დაზიანებულ კანზე 1–2–ჯერ დღეში. ფრჩხილების დაზიანებისას გამოიყენება ოკლუზიური ნახვევი (ფრჩხილის სრულ რეგენერაციამდე). გარეთა სასმენი მილის დაზიანებისას დღეში 2–ჯერ მაზით გაჟღენთილ მარლის ტამპონს ათავსებენ სასმენ მილში.

მკურნალობის კურსი – საშუალოდ 2–5 კვირა.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, კანის ტუბერკულოზი, კანისა და ლორწოვანი გარსის ვირუსული დაავადებები (ჰერპეტული ინფექციები, ჩუტყვავილა).

გვერდთი მოქმედება:

იშვიათად – ალერგიული რეაქციები (წვა, დატანის ადგილის ჰიპერემია).

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის პროცესში გამსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პირად ჰიგიენას და კანის მოვლას.

Facebook კომენტარები