მწარმოებელი: EMBIL ILAC SANAYI, თურქეთი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შეფუთვაში მოთავსებულია ერთი სანთელი თავისი სათითურით.

ერთი სანთელი შეიცავს

მიკონაზოლის ნიტრატი …………… 1200 მგ  .

ფარმაკოლოგიური თავისებურებები:

ვაგინალური სანთელი მიკოტრანი შეიცავს ფართო სპექტრის ანტიფუნგინალურ პრეპარატს– მიკონაზოლის ნიტრატს, რომელიც მიეკუთვნება იმიდაზოლის წარმოებულს. მიკონაზოლის ნიტრატი მოქმედებს პათოგენურ სოკოებსა და საფუარებზე, მათ შორის Candida albicans-ზე. მის მიმართ ასევე მგრძნობიარეა ზოგიერთ გრამდადებითი ბაქტერია, მათ შორის Aspergillus spp, Cryptococcus neofarmans, სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები.

ფარმაკოკინეტიკა:

ვაგინური სანთლის ერთჯერადი დოზის – 1200 მგ. გამოყენების შემდეგ,  სისხლის პლაზმაში მისი, საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 10.4 μგ/ლ, ხოლო ნახევრადგამოყოფის პერიოდი – 56.8 სთ. პლაზმაში საშუალო კონცენტრაცია- (დროის მონაკვეთში მრუდის ქვეშ ფართობი) – 967 μგ/ლ სთ. ინტრავაგინალური გამოყენებისას მიკონაზოლის ნიტრატი სისხლში შეიწოვება უმნიშვნელო რაოდენობით (1.4 % მიღებული დოზიდან )

ჩვენება:

  • გამოიყენება ერთჯერადად ვულვოვაგინალური კანდიდოზისა და შერეული ინფექციების  დროს, რომლებიც გამოწვეულია გრამდადებითი ბაქტერიებით (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, მიკოკოკები, რომელნიც იწვევენ მეორად დაინფიცირებას)

უკუჩვენება:

* პრეპარატი არ გამოიყენება მიკონაზოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

უსაფრთხოების ზომები:

პრეპარატი გამოიყენება მიკროსკოპულად დადასტურებული კანდიდოზის დროს. მიკოტრანის სანთელი არ უნდა იქნას გამოყენებული კონტრაცეპტიულ მექანიკურ საშუალებებთან ერთად და ორსულობის I ტრიმესტრში, თუ მკურნალი ექიმი არ თვლის საჭიროდ მისი გამოყენების აუცილებლობას.

გვერდითი ეფექტები:

შეიძლება აღინიშნოს: ქავილი (2-6%), კრუნჩხვები მენჯის არეში (2%) თავის ტკივილი (1.3%) იშვიათად კანის ალერგიული რეაქციები (0.5%-ზე ნაკლები).

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

ვაგინალური გამოყენებისას მიკონაზოლის ნიტრატი შეიწოვება უმნიშვნელო რაოდენობით (1.4% მიღებული დოზიდან), რის გამოც სხვა პრეპარატებთან მის ურთიერთქმედებას არა აქვს ადგილი.

მიღების წესი და დოზირება:

მიკოტრანი– გამოიყენება ერთჯერადად ვულვოვაგინალური კანდიდოზის დროს.

ვაგინალური სანთელი ინიშნება მხოლოდ ერთხელ, ძილის წინ, რომელიც შეჰყავთ ღრმად საშოში დამხმარე სათითურით. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა მეორდება 3 დღის შემდეგ.

მიკოტრანი – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

მიკოტრანი – არ გამოიყენება ბავშვებში, მოზარდებში, შიგნით და სხვა გზებით მისაღებად.

დოზის გადაჭარბება:

მიკოტრანის ჰიპერდოზირება არ დაფიქსირებულა.

პრეპარატის შეცდომით შიგნით მიღების შემთხვევაში საჭიროა ხელოვნურად ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა.

ანტიდოტი არ მოიპოვება, ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

შენახვის პირობები:

მიკოტრანი ინახება ოთახის (25ºC) ტემპერატურაზე,შეფუთული, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

გაცემის წესი:

რეცეპტით.

Facebook კომენტარები