საერთაშორისო დასახელება:

MELOXICAM

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: მელოქსიკამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები გამყოფი ხაზით: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

მელოქსიკამი …………7.5 მგ

1 ტაბ.

მელოქსიკამი……….. 15 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

რინვატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ლაქტოზა მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, კროსპოვიდონი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მოვიქსს გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. პრეპარატის ძირითადი თვისებები განპირობებულია მისი თვისებით დათრგუნოს ენდოგენური ნივთიერებების- პროსტაგლანდინების წარმოქმნა, რომლებიც ანთების, ტკივილისა და ცხელების პროვოცირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ჩვენებები:

  • რევმატოიდული ართრიტი და ართროპათია;
  • ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი;
  • მაანკილიზირებელი სპონდილართრიტი;
  • ტკივილი ხერხემლის არეში, ნევრალგია, იშიაზი, მიალგია, ბურსიტი, ტენდინიტი.

მიღების წესი და დოზირება:

დღიური დოზა ვარირებს 7.5 მგ-დან 15 მგ-მდე დაავადებების, თერაპიული შედეგის და წამლის ტოლერანტობის გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები:

ყველაზე ხშირად შეიძლება გამოვლინდეს:

გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, სტომატიტი.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში :

შესაძლებელია განვითარდეს სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;

ანემია, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება. შესაძლებელია კანის ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია, ფოტომგრძნობელობა ან კანის უფრო მძიმე რეაქციები.

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნებოდეს:

ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების მომატება.

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის დოზირების შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობის მონაცემების არსებობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით;

* ბრონქული ასთმა, ქრონიკული ურტიკარია, ანგიოედემა, ნაზალური პოლიპები;

* კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის მწვავე ან გამწვავებული წყლული;

* ღვიძლის მძიმე დაზიანება;

* თირკმლის მძიმე უკმარისობა დიალიზის გარეშე;

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის მკურნალობა არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

* პაციენტები, რომელთაც ადრე აწუხებდათ წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მოვიქსით მკურნალობის პერიოდში გართულებების განვითარების შესაძლებლობის გამო. პეპტიური წყლულის ან სისხლჩაქცევის პირველი სიმპტომების გამოვლენის დროს, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს!

* თირკმლის უკმარისობის განვითარების საშიშროების გამო, პაციენტებში თირკმლის დარღვევებით, მოვიქსით მკურნალობისას აუცილებელია მათ ფუნქციონალურ მდგომარეობაზე დაკვირვება. ეს განსაკუთრებით საჭიროა პრეპარატით განმეორებითი კურსის ჩატარებისას.

* პაციენტები თირკმლის მსუბუქი და საშუალოდ გამოხატული დარღვევებით: შესაბამისი ჩვენებისას რეკომენდებული დოზის შეცვლა არ არის საჭირო.

* პაციენტები თირკმლის დარღვევებით და ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები: დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7.5 მგ-ს.

* პრეპარატი დიდი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც წარსულში პრეპარატის მიღების შემდეგ აღენიშნებოდათ კანზე გამონაყარი ან ლორწოვანი გარსის დაზიანება.

ჭარბი დოზირება:

წამლის მიღებისას იმ დოზით, რომელიც საგრძნობლად აღემატება ექიმის მიერ დანიშნულ დოზას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზირების პირველი ნიშნები შეიძლება იყოს: გონების დაბინდვის შეგრძნება, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, მძიმე შემთხვევებში ტრემორი, კრუნჩხვები. პირველი დახმარების ზომები მოიცავს კუჭის ამორეცხვას, აქტივირებული ნახშირის მიღებას, რის შემდეგაც უკვე ტარდება სიმპტომატური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– არ არის რეკომენდებული მოვიქსითა და სხვა არასტეროიული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით (მაგალითად, ასპირინით) ან კორტიკოსტეროიდებით (პრედნიზოლონი, მეთილპრედნიზოლონი) ერთდროული მკურნალობა.

– ასევე არ არის რეკომენდებული ანტითრომბოზული (სისხლის შედედების დამთრგუნველი) საშუალებების მიღება. ამ წამლებით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა სისხლის შედეგების მაჩვენებლის მუდმივი კონტროლი.

– ლითიუმის მარილებისა და მეტოტრექსატის ტოქსიურობა მატულობს მოვიქსთან მათი ერთდროული გამოყენებისას.

– მოვიქსი ამცირებს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების თერაპიულ ეფექტს, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს უკანასკნელის დოზირების შეცვლა.

– შესაძლებელია მოვიქსის არასასურველი ურთიერთქმედება პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან (მაგალითად, გლიბენკლამიდი, გლიპეზიდი და სხვა). ამიტომ მათი ერთდროული გამოყენება არ შეიძლება.

– ქოლესტირამინმა (ქოლესტირინის დამაქვეითებელი საშუალება) შეიძლება შეამციროს მოვიქსის ეფექტურობა. საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტული საშუალებების (სპირალის) ეფექტურობა მცირდება მოვიქსთან ურთიერთქმედებით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები