საერთაშორისო დასახელება:

RACECADOTRIL

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: რაცეკადოტრილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფაღარათის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს., შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 კაფს.

რაცეკადოტრილი ………..    100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, გასუფთავებული ტალკი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ენდოგენური ოპიატური ნივთიერებები -ენკეფალინები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოქმედებენ როგორც ნეირომედიატორები და გააჩნიათ ანტისეკრეტორული აქტივობა. ენკეფალინები სწრაფად იშლებიან ფერმენტ ენკეფალინაზას მოქმედებით.

რაცეკადოტრილი წარმოადგენს ფერმენტ ენკეფალინაზას ინჰიბიტორს, იგი აძლიერებს ენდოგენური ენკეფალინების ფიზიოლოგიურ აქტივობას და მოტორიკაზე მოქმედების გარეშე იწვევს ნაწლავის ანტისეკრეტორულ აქტივობას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღების შემდეგ რაცეკადოტრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად.

პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის 90%, მიღებიდან 30 წთ-ში იწყება მისი მოქმედება პლაზმის ენკეფალინაზაზე და გრძელდება 8 სთ-მდე. რაკეცადოტრილის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-4 სთ-ს, ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლების საშუალებით.

ჩვენებები:

  • პრეპარატი ინიშნება მწვავე ინფექციური (ვირუსული ან ბაქტერიული) და არაინფექციური ეტიოლოგიის ფაღარათის დროს რეჰიდრატაცულ თერაპიასთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება:

მკურნალობას იწყებენ 100 მგ რაკეცადოტრილის მიღებით დღეში 3-ჯერ ფაღარათის გაქრობამდე.

პრეპარატის დღიურა დოზა არ უნდა აღემატებოედს 400 მგ-ს. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატით 7 დღიანი მკურნალობის შედეგად მდგომარეობის გაუმჯობესება არ აღინიშნება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ახალშობილებსა (2 თვის ასაკის ზემოთ) და ბავშვებში ინიშნება 1.5 მგ/კგ დღეში 3-ჯერ.

გვერდითი მოვლენები:

ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, შემცივნება, თავბრუ, ქრონიკული თავის ტკივილი.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ,

*  2 თვემდე ასაკი;

* ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა;

* პრეპარატი არ გამოიყენება მწვავე დიზენტერიის, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით გამოწვეული ფაღარათის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობის დროს მოლდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

* ლაქტაციის დროს მოლდის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.

განსაკუთრებული მითითებები:

* დაუშვებელია მოლდის გამოყენება ცხელებით მიმდინარე მწვავე დიზენტერიის, განავალში სისხლის არსებობის დროს, ასევე ანტიბიოტიკებით გამოწვეული ფაღარათის სამკურნალოდ.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არსებობს სათანადო კვლევები რაცეკადოტრილის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რაცეკადოტრილი არ მოქმედებს ციტოქრომ P450 ფერმენტულ სისტემაზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ავერსი-რაციონალი

Facebook კომენტარები