მომერატი 

 

შემადგენლობა: 
თითოეული ფლაკონი შეიცავს

აქტიური ნივთიერება:  0.05% მომეტაზონის ფუროატის მონოჰიდრატი.

დამხმარე ნოვთიერებები: გლიცერინი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გლუკოკორტიკოიდული საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის.

მომეტაზონის ფუროატი არის ადგილობრივი გლუკოკორტიკოსტეროიდი ლოკალური ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული მოქმედებით.

ჩვენებები და დოზირება:

ნოზოლოგია

ასაკი

დოზირების რეჟიმი

სეზონური და პერინეალური ალერგიული რინიტი

2-12 წლამდე

1 შესხურება ერთხელ დღეში (100 მკგ)

12 წლიდან და მოზრდილები

2 შესხურება 1-2-ჯერ დღეში (200-400 მკგ)

ნაზალური პოლიპოზი

18 წლიდან

2 შესხურება 1-2-ჯერ დღეში (200-400 მკგ)

 

*შესხურება ხდება თოთოეულ ნესტოში, ვერტიკალურ მდგომარეობაში, შესუნთქვასთან ერთად.

პირველი დოზის მიღებამდე, კონტეინერი კარგად შეანჯღრიეთ და გაასხურეთ რამდენჯერმე (ვიდრე არ მიიღება ერთგვაროვანი გაფრქვევა). თუ ტუმბო არ გამოყენებულა 14 დღეზე მეტ ხანს, მომართეთ ტუმბო 2 გასხურებით, ვიდრე არ შეინიშნება ერთგავროვანი გაფრქვევა. კონტეინერი კარგად შეანჯღრიეთ ყოველი გამოყენების წინ. პრეპარატი ვარგისია პირველი გამოყენებიდან 2 თვის მანძილზე.

უკუჩვენებები: 
ჰიპერმგრძნობელობა მომერატის ინგრედიენტების მიმართ.

ცხვირის ოპერაციის ან ტრავმის შემთხვევაში, არ გამოიყენება ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები, ჭრილობის სრულ შეხორცებამდე.

ორსულობის კატეგორია:   
არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. 

ჭარბი დოზირება:
ვინაიდან მომერატის სისტემური ბიოშეღწევადობა

შენახვის პირობები: 
ინახება არუმეტეს 25°C -ზე. დაიცავით სინათლისგან, არ გაყინოთ.

გამოშვების ფორმა: 
მომერატი 0.05% ცხვირის აეროზოლი პლასტმასის ფლაკონში, შეიცავს 140 დოზას.

გაცემის წესი: 
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Facebook კომენტარები