მწარმოებელი: “Macleods Pharmaceuticals Ltd”, ინდოეთი.

მოქმედი ნივთიერება:

რებამიპიდი

გამოშვების ფორმა:

გარსით დაფარული ტაბლეტები, 100მგ, №30

ვისთვისაა ნაჩვენები მუკოგენი?

ქრონიკული გასტრიტი მომატებული მჟავიანობით გამწვავების სტადიაში, ეროზიული გასტრიტი. არაწყლულოვანი დისპეფსია.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით გამოწვეული ლორწოვანი გარსის დაზიანებისაგან დასაცავად.

როგორ გამოიყენება მუკოგენი?

ტაბლეტები მიიღება შიგნით, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით, თითო ტაბლეტი  (100მგ) 3–ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 2–4 კვირას, აუცილებლობისას შესაძლებელია მკურნალობა გაგრძელდეს 8 კვირამდე.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ ასაკოვნებს, რამდენადაც მოცემულ კატეგორიაში არსებობს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების დარღვევის განვითარების რისკი.

პედიატრია:

პრეპარატი არ ინიშნება 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენებაზე კვლევა არ ჩატარებულა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულებში რებამიპიდის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

რამდენადაც რებამიპიდი გამოიყოფა რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება უნდა შეწყდეს; ან თუ პრეპარატის მიღების აუცილებლობა არსებობს გადაწყდეს ბავშვის  ხელოვნურ  საკვებზე გადაყვანის საკითხი.

მანქანა – დანადგარებთან მუშაობა და ავტოტრანსპორტის მართვაზე გავლენა ბოლომდე დადგენილი არ არის, მაგრამ შესაბამისი ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევებით ასეთი გავლენა ნაკლებად დამაჯერებელია.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: ყაბზობა, მუცლის შებერილობა, დიარეა, ღებინება, გულძმარვა, მუცლის ტკივილი, გემოვნებითი შგრძნების დარღვევა.

ღვიძლის მხრიდან: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება;

სისხლის მხრივ: ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია;

ალერგიული რეაქციები: კანზე ეგზემისმაგვარი გამონაყარი, ქავილი, შეშუპება.

სხვა: ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

უკუჩვენებები:

* რებამიპიდის ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

* კუჭის ავთვისებიანი დაავადება;

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

მუკოგენის ურთიერთქმედება:

რებამიპიდის ჩართვა ტრადიციულ ანტიჰელიკობაქტერიული სქემის შემადგენლობაში მნიშვნელოვნად ზრდის ერადიკაციული თერაპიის ეფექტურობას.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ იქნა გამოვლენილი.

ჭარბი დოზირება:

არ აღნიშნულა რებამიპიდის ჭარბი დოზირება.

შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ყაბზობა, თავის ტკივილი.

დოზის გადაჭარბებისას ხდება კუჭის ამორეცხვა და სიმპტომატური თერაპიის დანიშვნა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

Facebook კომენტარები