მწარმოებელი: SANUM-Kehibeck. GmbH & Co. KG, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰომეოპათიური წესით მომზადებული იზოპათიური სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 და 200 ც.

1 ტაბ.

Mucor racemosus D5 (ობის სოკო) ………        250 მგ

სახამებელი   ……………………………………….25.0 მგ

მაგნიუმის სტეარატი ……………………………..0.5 მგ

ჩვენება:

  • სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
  • სისხლძარღვების ლატენტურად და ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები; თამბაქოს მწეველებში ქვემო კიდურების სპაზმი;
  • მაობლიტირებელი ენდარტერიტი (ხანგამოშვებითი კოჭლობა);
  • ბუასილი;
  • ძნელად შეხორცებადი ჭრილობები.

მიღების წესი და დოზირება:

თუ სხვა დანიშნულება არ არის, დღეში ერთხელ 1-3 ტაბლეტი.

გამოყენების წესი: სადილის შემდეგ ან დილით საუზმემდე 2 საათით ადრე რაიმე სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები