მუკოსოფტი 600 მგ ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის

აცეტილცისტეინი

პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად წაიკითხეთ შეფუთვის ბროშურა, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია მოცემულ შეფუთვის ბროშურაში, ან როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა.

– შეინახეთ შეფუთვის ბროშურაში. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.

– ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ან რჩევა.

– თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი შეფუთვის ბროშურაში. იხილეთ ნაწილი 4.

-თქვენ უნდა გაესაუბროთ ექიმს, თუ არ გრძნობთ თავს უკეთესად, ან თავს გრძნობთ უარესად 4-5 დღის შემდეგ.

რა არის მოცემული  შეფუთვის ბროშურაში

1. რა არის და რისთვის გამოიყენება მუკოსოფტი

2. რისი ცოდნაა საჭირო მუკოსოფტის მიღებამდე

3. როგორ მიიღება მუკოსოფტი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ ინახება მუკოსოფტი

6. პაკეტის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რა არის და რისთვის გამოიყენება მუკოსოფტი

მუკოსოფტი არის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ბრონქების სქელი და ბლანტი სეკრეტის გასათხიერებლად და მისგან გასანთავისუფლებლად, ბრონქებისა და ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობის დროს, როგორიცაა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), ბრონქოექტაზია (ბრონქების პერმანენტული გაფართოება), რომლებიც დაკავშირებულია ბრონქული სეკრეტის ფორმირების გაზრდასთან და ამოხველების გაძნელებასთან.
თქვენ უნდა გაესუბროთ ექიმს,  თუ არ გრძნობთ თავს უკეთესად, ან თავს გრძნობთ უარესად 4-5 დღის შემდეგ.

2. რისი ცოდნაა საჭირო მუკოსოფტის მიღებამდე

არ მიიღოთ მუკოსოფტი:

– თუ თქვენ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) აცეტილცისტეინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).

– თუ თქვენ გაწუხებთ პეპტიკური წყლული, ან თქვენი მდგომარეობა გამწვავებულია;

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მუკოსოფტის მიღებამდე გაესუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

საჭიროა სიფრთხილე ამ პრეპარატის გამოყენებისას შემდეგ შემთხვევებში:

• ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებზე მკურნალობის პერიოდში უნდა განხორციელდეს ყურადღებით მონიტორინგი: თუ განვითარდა ბრონქოსპაზმი, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს;

• საჭიროა სიფრთხილე ამ პრეპარატის მიცემისას სუნთქვის უკმარისობის მქონე ხანდაზმული პაციენტიებისთვის;

 • თუ გათხიერებულია დიდი რაოდენობით ნახველი,  განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში და  ლოგინად ჩავარდნილ პაციენტებში,  არსებობს სეკრეტის შეწოვის რისკი;

• აცეტილცისტეინი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა შემცირებული ამოხველების უნარით, თუ ასპირაცია არ გამოიყენება მათი მკურნალობის დროს.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი არ გამოიყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, აქტიური ნივთიერების მაღალი შემცველობის გამო.

სხვა პრეპარატები და მუკოსოფტი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, ბოლო დროს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები, ურეცეპტო პრეპარატების ჩათვლით.

ხველის სუპრესანტები

როდესაც ეს სამკურნალო პროდუქტი გამოიყენება ხველის საწინააღმდეგო საშულები ერთად, ბრონქული სეკრეტი შეიძლება შეკავდეს ხველის რეფლექსის დათრგუნვის შედეგად.

ბაქტერიული ინფექციების  სამკურნალო  საშუალებები (ანტიბიოტიკები)

არ უნდა მიიღოთ პერორალური ანტიბიოტიკები მუკოსოფტთან ერთად. რეკომენდებულია მიღებებს შორის მინიმუმ 2 საათიანი ინტერვალის დაცვა.

ნიტროგლიცერინი

მუკოსოფტის ერთდროულმა მიღებამ გლიცეროლტრინიტრატთან (ნიტროგლიცერინი) შეიძლება გამოიწვიოს ნიტროგლიცერინის ეფექტურობის გაძლიერება, როგორიცაა სისხლძარღვების გაფართოება და თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვა.

მუკოსოფტის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ალკოჰოლის მოხმარება თავიდან უნდა იქნას აცილებული ამ პრეპარატით მკურნალობის დროს. უნდა იცოდეთ, რომ ალკოჰოლთან ერთდროული მიღება ზრდის ღვიძლის დაზიანების რისკს.

აცეტილცისტეინის ეფექტი იზრდება დიდი რაოდენობით სითხეების მიღებისას.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

 თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე. საჭიროა სიფრთხილე, თუ მუკოსოფტი გამოიყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, რადგანაც ამ პერიოდების განმავლობაში ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული საკმარისი გამოცდილება არ არსებობს.

თქვენი ექიმი განიხილავს, შეიძლება თუ არა თქვენი მკურნალობა ამ პრეპარატით, თუ ხართ ორსულად. ის შეაფასებს თქვენთვის სარგებელისა და თქვენი ბავშვისათვის რისკებს შორის  თანაფარდობას.

ძუძუთი კვება

თქვენი ექიმი განიხილავს, შეიძლება თუ არა თქვენი მკურნალობა ძუძუთი კვების პერიოდში. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მუკოსოფტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი დაადგენს, რომ ეს აბსოლუტურად აუცილებელია.

მანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება

არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ აცეტილცისტეინი ახდენს გავლენას კონცენტრაციის უნარზე ან რეაგირებისდროზე მანქანის მართვისას და მექანიზმების გამოყენების დროს.

3. როგორ მიიღება მუკოსოფტი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია მოცემულ შეფუთვის ბროშურაში, ან როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ დარწმუნებული არა ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

 რეკომენდებული დოზა:

მოზრდილებიდა 14 წელზეუფროსიასაკისბავშვები:

1 პაკეტი (600 მგ აცეტილცისტეინი) ყოველდღიურად.

14 წლამდეასაკისბავშვები:

ამ პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში, აქტიური ნივთიერების (აცეტილცისტეინის) მაღალი შემცველობის გამო.
გამოყენების მეთოდი და მკურნალობის ხანგრძლივობა

პერორალური გამოყენება

გახსენით ერთი პაკეტის შიგთავსი ფინჯან ცხელ წყალში და დალიეთ ვიდრე თბილია, ჭამის შემდეგ. პრეპარატის სითხეებთან ერთად მიღება გაზრდის მის სეკრეტოლიზურ ეფექტს.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და განისაზღვრება ინდივიდუალურად. მკურნალობის კურსი არის 5-დან 10 დღის ფარგლებში მწვავე მდგომარეობის შემთხვევაში, ან 1-დან 2 თვემდე ქრონიკული მდგომარეობისას. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 4-5 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, თუ ეს ექიმმა არ გირჩიათ.

თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მუკოსოფტი.

აცეტილცისტეინის პერორალური დოზის გადაჭარბებით გამოწვეული  ინტოქსიკაციის ძლიერი ნიშნების ან სიმპტომების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, მაღალი დოზებით მკურნალობის შემთხვევაშიც.

დოზისგადაჭარბებისსიმპტომები

დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულისრევას, ღებინებას, დიარეას, მუცლის ტკივილს ან გულძმარვას.

დოზისგადაჭარბების მკურნალობა

საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური მკურნალობა, როგორიც არის ბრონქების ასპირაცია.

თუ, შემთხვევით ან განზრახ, თქვენ მიიღეთ უფრო მეტი პრეპარატი, ვიდრე მითითებულია შეფუთვის ბროშურაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ მუკოსოფტის მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის დოზის  მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის სანაცვლოდ.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ განუვითარდება.

ქვემოთ მოყვანილი სიხშირე ეხება დაფიქსირებულ წამლისმიერ გვერდით რეაქციებს:

ძალიან ხშირი: უვითარდება 10 -დან 1-ზე მეტ ადამიანს

ხშირი: უვითარდება 10 -დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტი ადამიანს

არა-ხშირი: უვითარდება 100 -დან 1-ზე ნაკლებ და 1,000-დან 1-ზე მეტი ადამიანს

იშვიათი: უვითარდება 1,000 -დან 1-ზე ნაკლებ და 10,000-დან 1-ზე მეტი ადამიანს

ძალიან იშვიათი: უვითარდება 10,000-დან 1-ზე ნაკლები ადამიანს, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით.  

იმუნური სისტემის მხრივი დარღვევები

არა-ხშირი: ჰიპერმგრძნობელობა

ძალიანიშვიათი: ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები

ნერვული სისტემის მხრივი დარღვევები

არა-ხშირი: თავის ტკივილი

ყურისა და ლაბირინთის მხრივი დარღვევები

არა-ხშირი: ყურებში ხმაური

გულის მხრივი დარღვევები

არა-ხშირი: ტაქიკარდია

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ძალიანიშვიათი: სისხლდენა

რესპირატორული, გულმკერდისა და შუასაყარის მხრივი დარღვევები

იშვიათი: ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება

კუჭნაწლავის მხრივი დარღვევები

 არა-ხშირი: ღებინება, დიარეა, სტომატიტი, მუცლის ტკივილი, გულისრევა

იშვიათი: დისპეფსია

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივი დარღვევები

არა-ხშირი:  ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი

ზოგადი დარღვევები და ეფექტი გამოყენებისადგილზე

არა-ხშირი: ცხელება

უცნობია: სახის შეშუპება

გამოკვლევები

არა-ხშირი: დაბალი არტერიული წნევა

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

თუ განგივითარდებათ  ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი შეფუთვის ბროშურაში. გვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ პირდაპირ: 

„ბულგარეთის წამლების სააგენტოს“,

დამიანე გრუევის ქ. #8 , 1303 სოფია. ტელ: +359 28903417 , ვებ გვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ შეგიძლიათ დახმარება მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

5. როგორ ინახება მუკოსოფტი

შეინახეთ  პრეპარატი ბავშვებისათვის ფარულ და მიუწვდომელ  ადგილზე.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. ვარგისიანობის ვადის გასვლა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას მის გარეგნულ მახასიათებლებში.

არ გადააგდოთ პრეპარატი ჩამდინარე წყლების ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების საშუალებით. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაცია, რომელსაც აღარ იყენებთ. მოცემული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის  შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მუკოსოფტი

– აქტიური ნივთიერებაა აცეტილცისტეინი 600 მგ.

– სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): მანიტოლი, ნატრიუმის ციკლამატი, ლიმონის არომატი და უწყლო სილიციუმის ორჟანგი.

როგორია ვიზუალურად მუკოსოფტი და პაკეტის შიგთავსი

თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილი და მშრალი აგლომერატები.

ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის 2,950 გ ქაღალდის/ალუმინის/ პოლიეთილენის პაკეტში.

თითოეულ შეფუთვა შეიცავს 6 (ექვსი) ან 10 (ათი) პაკეტს და შეფუთვის ბროშურას პაციენტისათვის.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

„ადიფარმ ეად“ ADIPHARM EAD

ბულ. სიმეონოვსკოს შოსე # 130. სოფია 1700, ბულგარეთი

Facebook კომენტარები