ინფორმაცია: მცენარეული წარმოშობის საფაღარათო საშუალება ფორთოხლის არომატით, რომელიც არეგულირებს ნაწლავის ფუნქციას და აადვილებს ნაწლავის შიგთავსის პასაჟს.

არ იწვევს შეჩვევას. უსაფრთხოა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ინიშნება 12 წლის ზემოთ 1 პაკეტი 2–6 –ჯერ დღეში. პაკეტის შიგთავსი იხსნება 150 მლ წყალში და დაუყოვნებლივ მიიღება, შემდეგ  აყოლებენ მეორე ჭიქა  წყალს.

მწარმოებელი: დრ. ფალკ ფარმა. გერმანია.

შემადგენლობა:

1 პაკეტი -5გ. გრანულა შეიცავს მრავალძარღვას თესლის გარსს- 3,25გ.

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, დექსტრინი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ალგინატი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის  არომატიზატორი.

5გ პრეპარატი შემადგენლობაში შემავალი ნახშირწყლების რაოდენობა  შეესაბამება 0.064 პ/ე-ს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მრავალძარღვას თესლის გარსის ჰიდროფილური ბოჭკოები აკავებენ სითხეს კუჭ–ნაწლავის ტრაქტში, რის შედეგადაც იზრდება განავლის მოცულობა და რბილდება მისი კონსისტენცია.

პრეპარატი არეგულირებს ნაწლავის ფუნქციას და აადვილებს ნაწლავის შიგთავსის პასაჟს.

ჩვენება:

  • ყაბზობა;
  • ორსულობისა და მშობიარობის შემდგომი ყაბზობა;
  • ანალური ნახეთქები და ბუასილი ;
  • ანორექტალურ არეში ჩატარებული პოსტოპერაციული პერიოდი ;
  • ფუნქციური დიარეა;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი;

უკუჩვენება:

*ნაწლავთა გაუვალობა

*12 წლამდე ასაკი

დოზირება :

12 წლის ზემოთ 1 პაკეტი 2–6 ჯერ დღეში.

პაკეტის შიგთავსი იხსნება 150მლ წყალში და დაუყოვნებლივ მიიღება, დამატებით აყოლებენ 1 ჭიქა წყალს.

დანიშნულება:

აფთიაქიდან გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე!

Facebook კომენტარები