მწარმოებელი: FERROSAN, დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება. ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი

შემადგენლბა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები ჟოლოსა და მარწყვის, ან ფორთოხლისა და ვანილის, ან ბანანის, ან ხილის, ან კოლასა და ლიმონის გემოთი: ბლისტერზე 15 ტა., შეფუთვაში 2 და 4 ბლისტერი.

1 ტაბ.

ვიტამინი A (რეტინოლა აცეტატი) ………………800 მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) …………….5 მკგ
ვიტამინი E
(D-α–ტოკოფეროლ აცეტატი) …………………..
10 მკგ
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) ……………..1.4 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) …………………..1.6 მგ
ვიტამინი B6
(პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) ……………….
2 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) ………………1 მკგ
ნიკოტინამიდი …………………………………..18 მგ
პანტოტენის მჟავა 
(კალციუმის პანტოთენატი) ……………………..
6 მგ
ფოლის მჟავა …………………………………….100 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) …………………60 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) ………………………14 მგ
თუთია (თუთიის ჟანგი) …………………………15 მგ
სპილენძი (სპილენძის სულფატი) ………………2 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) ……………….2.5 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) …………………….50 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) …………………50 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) …………………….150 მკგ

არააქტიური ინგრედიენტები, რომლებიგ შედიან აქტიური ნივთიერებების სუბსტანციის შემადგენლობაში:

საქაროზა, ჟელატინი, სიმინდის სახამებელი, ბუთილჰიდროქსიტოლუოლი, ნატრიუმის ალუმოსილიკატი, ჰიპრომელოზა, მალტოდექსტრინი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, მონო დი და ტრიგლიცერიდები, წყალი.

დამხმარე ნივთიერებები:

ქსილიტი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ორშენაცვლებადი კალციუმის ფოსფატი, სიმინდის სახამებელი, ასკორბინის მჟავა, მეთილცელულოზა, ჟელატინი, სილიციუმის ორჟანგი კოლოიდური უწყლო, სტეარინის მჟავა, ლიმონის მჟავა მონოჰიდრატი, ნარევი მონო- დი-  და ტრიგლიცერიდები, ასპარტამი, გემოს შემავსებელი (ჟოლოსა და მარწყვის, ფორთოხლისა და ვანილის, ბანანის, ხილის ან კოლასა და ლიმონის), გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინებისა და მინერალური დანამატების თვისებებით.

ვიტამინი A: ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობით ფუნქციას. ვიტამინი A წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.

ვიტამინი D: აუცილებელია მოზარდ ორგანიზმში ძვლებისა და კბილების ნორმალური ფორმირებისათვის.

იგი ხელს უწყობს პლაზმაში არაორგანული ფოსფორისა და კალციუმის დონის შენარჩუნებას, ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას.

ვიტამინი C: მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის წარმოქმნისას, რომელსაც უწოდებენ კოლაგენს და რომელიც წარმოადგენს შემაკავშირებელს ქსოვილების, ძვლების, ხრტილის, კბილებისა და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს.

აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისათვის და სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.

ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არაორგანული რკინის შეწოვას, გარდა ამისა იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს.

ვიტამინი E: ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას და აუმჯობესებს მის მდგომარეობას. უზრუნველჰყოფს კუნთთა სისტემის ნორმალურ ფუნქციას, აუმჯობესებს მის ფუნქციონალურ მდგომარეობას, ფიზიკური დატვირთვების ატანას.

ვიტამინი B1: წარმოადგენს ნახშირწყლის ცვლის აუცილებელ კომპონენტს, როგორც კოენზიმის შემადგენელი ნაწილი მჟავების დეკარბოქსილირებისათვის, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში, მონაწილეობს სინაპსებში ნერვული აღგზნების წარმოსაქმნელად.

ვიტამინი B2: დიდი მნიშვნელობა აქვს ნახშირბადის, ცილებისა და ცხიმის, ჰემოგლობინის სინთეზისათვის. ხელს უწყობს კანის კარგ ფუნქციონირებას, ქსოვილების რეგენერაციას წყლულებისა და ჭრილობების დროს, უნარჩუნებს ლორწოვან გარსებს ნორმალურ სტრუქტურასა და ფუნქციას.

ვიტამინი B6: პირიდოქსინი მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციისათვის.

ვიტამინი B12: აუცილებელია ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციონირებისათივს. ამ ვიტამინს ყველაზე მეტად მოითხოვენ ძვლის ტვინის, ნერვული სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უჯრედები. ციანოკობალამინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სისხლის წარმოქმნისათვის.

ნიკოტინამიდი: არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების უმაღლეს ნერვულ მოქმედებასა და ფუნქციას. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.

პანტოთენის მჟავა: დიდ როლს ასრულებს მჟავისა და აცეტილირების პროცესების რეგულირებაში. მონაწილეობს ნახშირბადებისა და ლიპიდების ცვლაში. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ახდენს ანტისხეულების სინთეზის სტიმულაციას. ამცირებს ანტიბიოტიკების გვერდით და ტოქსიკურ ეფექტებს.

ფოლის მჟავა: მონაწილეობს გენეტიკური მასალის წარმოქმნაში უჯრედების ნორმალური დაყოფისას, მათ შორის სისხლის ფორმულის ელემენტების ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პირიმიდინების,  დიდი მნიშვნელობა აქვს ერითროციტებში ჰემოგლობინის წარმოქმნაში.

მაგნიუმი: გააჩნია დიდი მნიშვნელობა მიოკარდის შეკუმშვის ფუნქცის რეგულაციაში, უზრუნველყოფს გულის ციკლის ნორმალურ ფუნქციონირებას. აადვილებს სტრესული სიტუაციისა და დეპრესიის გადატანას.

რკინა: მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში. ხელს უწყობს ადგილობრივი და უჯრედული  იმუნიტეტის სრულყოფილ ფუნქციონირებას.

ცინკი: აუცილებელია ერითროციტებისა და სისხლის სხვა ელემენტების წარმოებისათვის. მოქმედებს სასქესო ორგანოების სინთეზზე, განსაკუთრებით სიმაღლეში ზრდის და სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ახდენს ორგანიზმის იმუნური პროცესების სტაბილიზაციას. არ სინთეზირდება ორგანიზმში.

სპილენძი: წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს, დიდ როლს ასრულებს მეტაბოლურ პროცესებში.

ქრომი: მონაწილეობს ინსულინის სინთეზის პროცესში. ქრომის შემცირებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მკვეთრი მერყეობა და ხელი შეუწყოს დიაბეტის განვითარებას.

სელენი: ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, გააჩნია დამცავი მოქმედება იმუნური სისტემის მიმართ, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ორგანიზმზე.

იოდი: ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, რომელთა საფუძველს წარმოადგენს იოდი, ასრულებენ მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციას. არეგულირებენ ტვინის, ნერვული სისტემის, სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მოქმედებას, ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას.

ჩვენებები:

  • ჰიპოვიტამინოზისა და ავიტამინოზის პროფილაქტიკა;
  • მინერალების უკმარისობა;
  • ვიტამინებისა და მინერალების გაზრდილი მოთხოვნილება;
  • ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვა;
  • სტრესების: გადაღლილობის დროს;
  • გამოჯანმრთელების პერიოდში გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ;
  • არაჯანმრთელი და არასაკმარისი კვების შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვებში 4-დან 11 წლამდე -1 ტაბლეტი დღეში საჭმელთან ერთად ან ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციებს პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

* მულტი-ტაბს იუნიორის მიღების დროს არ არის რეკომენდებული სხვა პოლივიტამინური პრეპარატების მიღება, რათა ადგილი არ ჰქონდეს დოზის გადაჭარბებას.

ჭარბი დოზირება:

არ შეიძლება აღნიშნული დღიური დოზის გადაჭარბება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები