საერთაშორისო დასახელება: CHOLITE SALICYLATE; CETALKONIUM CHLORIDE

მწარმოებელი: MUNDIPHARMA, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ქოლინსალიცილატი+ცეტალკონიუმის ქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი: ტუბში 8 გ

1 გ

ქოლინსალიცილატი …………     87.1 მგ

ცეტალკონიუმის ქლორიდი ……  0.1 მგ

ფარმაკოლოგიუირ თვისებები:

მუნდიზალ გელში შემავალი ქოლინსალიცილატი სწრაფად შეიწოვება პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან და უმოკლეს დროში ავლენს სასურველ ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ტკივილის გაყუჩება აღინიშნება გელის წასმიდან 2-3 წუთის შემდეგ, ხოლო პრეპარატის მოქმედება გრძელდება 2-3 საათის განმავლობაში. მუნდიზალ გელი შეიცავს შაქარს და მას კარგად იტანს ლორწოვანი გარსი.

ჩვენებები:

  • ტკივილები და ანთებითი პროცესები ჭრილობის ჩირქგროვებისა და დაზიანებების დროს პირისა და ცხვირ-ხახის არეში მოზრდილებსა და ბავშვებში (სტომატიტი, გინგივიტი, ალვეოლიტი, პროთეზირებით გამოწვეული დაზიანებები);
  • კბილის ამოჭრისას.

მიღების წესი და დოზირება:

თუ პრეპარატი ექიმის მიერ არ არის დანიშნული, მაშინ გელი დაახლოებით 1 სმ სისქის წაისმება მტკივნეულ ადგილზე 3-4-ჯერ ჭამის და ძილის წინ.

ტუბი იხსნება იქ, სადაც საცობი ამოიხრახნება და გელი სუფთა თითით დაიტანება დაავადებულ ან მტკივნეულ ადგილზე და მსუბუქად შეიზილება.

გვერდითი მოვლენები:

მწვავე დაზიანებების შემთხვევაში მუნდიზალ გელის გამოყენების შემდეგ შესაძლებელია წვის შეგრძნება ხანმოკლე დროის განმავლობაში.

უკუჩვენებები:

მუნდიზალ გელი არ გამოიყენება სალიცილატებისადმი მაღალი მგრძნობელობის შემთხვევაში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში  პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება.

განსაკუთრებული მითითებები:

ტკივილების გაგრძელებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია. გვერდითი მოვლენების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, ან ორსულობისას საჭიროა მკურნალი ექიმის დაუყოვნებლივი ინფორმირება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები