საერთაშორისო დასახელება: MOMETASONE

მწარმოებელი: SCHERING-PLOUGH, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: მომეტაზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ნაზალური აეროზოლი: ფლაკონში 120 დოზა.

1 დოზა

მომეტაზონის ფუროატი …………     50 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მომეტაზონის ფუროატი წარმოადგენს ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდს, რომელიც ხასიათდება ადგილობრივი ანთების საწინაააღმდეგო მოქმედებით ისეთ დოზებში, რომლებიც არ იწვევენ სისტემურ ეფექტებს.

მომეტაზონის ფუროატს ახასიათებს მცირე ბიოშეღწევადობა (

მომეტაზონის ფუროატის სუსპენზია ძალიან სუსტად განიცდის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პრეპარატის მცირე ნაწილი, რომელიც შეიძლება მოხვდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნაზალული ინჰალაციის შედეგად, შარდში და ნაღველში ექსკრეციამდე განიცდის აქტიურ პირველად მეტაბოლიზმს ღვიძლში.

ჩვენებები:

  • ნაზონექსის აეროზოლი განკუთვნილი სეზონური ან წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტების მკურნალობისათვის მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან;
  • იგი აგრეთვე გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით მოზრდილებში გამწვავებული სინუსიტების (ჰაიმორიტი, ფრონტიტი) ანტიბიოტიკებით მკურნალობისას (მათ შორის ხანდაზმულებშიც), ისევე როგორც მოზარდებში 12 წლის ასაკიდან.
  • ალერგიული რინიტის საშუალო ან მძიმე ფორმის მქონე ავადმყოფებში რეკომენდებულია ნაზონექსის აეროზოლის პროფილაქტიკური გამოყენება ყვავილობის სეზონის დაწყებამდე 2-4 კვირით ადრე.
  • ნაზონექსი გამოიყენება აგრეთვე ნაზალური პოლიპების და მათთან დაკავშირებული ცხვირის გაჭედვის და ყნოსვის დაკარგვის სიმპტომების სამკურნალოდ. ავადმყოფებში 18 წლის ასაკის ზევით.

მიღების წესი და დოზირება:

ნაზონექსის აეროზოლის პირველი გამოყენების წინ საჭიროა ჩატარდეს მისი „კალიბრება“ მადოზირებელ ხელსაწყოზე 6-7-ჯერ ხელის დაჭერის გზით. კალიბრების შემდეგ მყარდება სამკურნალო ნივთიერების სტერეოტიპული მიწოდება, რომლის დროსაც ღილაკზე ყოველი დაჭერისას წარმოებს დაახლოებით 100 მგ მომეტაზონის ფუროატის სუსპენზიის გამოყოფა, რომელიც შეიცავს 50 მკგ სუფთა მომეტაზონის ფუროატის ექვივალენტური რაოდენობით. თუ ნაზალური აეროზოლი არ იხმარებოდა 14 ან მეტი დღის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში საჭიროა განმეორებითი „კალიბრება“. ყოველი გამოყენების წინ საჭიროა აეროზოლის ფლაკონის ენერგიული შენჯღრევა.

სეზონური ან წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტის მკურნალობა: მოზრდილი პაციენტებისათვის (მათ შორის ხანდაზმულთათვის და მოზარდებისათვის) 12 წლის ასაკიდან, პრეპარატის ჩვეულებრივი რეკომენდებული პროფილაქტიკური და თერაპიული დოზა შეადგენს 2 ინჰალაციას (50 მკგ თითოეული) ცხვირის თითოეულ ნესტოში ერთხელ დღეში (საერთო სადღეღამისო დოზა უტოლდება 200 მკგ-ს). სამკურნალო ეფექტის მიღწევის შემდეგ მიზანშეწონილია მისი შემანარჩუნებელი დოზა შემცირდეს ერთ ინჰალაციამდე თითოეულ ნესტოში ერთხელ დღეში (საერთო სადღეღამისო დოზა 100 მკგ). იმ შემთხვევაში, თუ ვერ ვაღწევთ დაავადების სიმპტომატიკის შემცირებას რეკომენდებული თერაპიული დოზებით, სადღეღამისო დოზა შეიძლება გავზარდოთ ოთხ ინჰალაციამდე თითოეულ ნესტოში ერთხელ დღეში (საერთო სადღეღამისო დოზაა 400 მკგ). დაავადების სიმპტომების შემცირებისას შესაძლებელია რეკომენდებული დოზის შემცირება.

პრეპარატის მოქმედების დასაწყისი ჩვეულებრივ კლინიკურად აღინიშნება მისი პირველი მიღებიდან 12 სთ-ის განმავლობაში.

ბავშვებში 3-11 წლამდე ჩვეულებრივი რეკომენდებული თერაპიული დოზა შეადგენს ერთ ინჰალაციას (50 მკგ) თითოეულ ნესტოში ერთხელ დღეში (საერთო დღიური დოზაა 100 მკგ).

გამწვავებული სინუსიტის დამხმარე მკურნალობა:

მოზრდილებში (მათ შორის ხანდაზმულებში) და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან რეკომენდებული თერაპიული დოზა შეადგენს 2 ინჰალაციას (50 მკგ) თითოეულ ნესტოში 2-ჯერ დღეში (საერთო სადღეღამისო დოზა უტოლდება 400 მკგ-ს). თუ დაავადების სიმპტომები არ კლებულობს რეკომენდებული დოზებით პრეპარატის გამოყენებისას, სადღეღამისო დოზა შეიძლება გავზარდოთ 4 ინჰალაციამდე თითოეულ ნესტოში 2-ჯერ დღეში (800 მკგ). დაავადების ნიშნების შემცირების შემთხვევაში მიზანშეწონილია პრეპარატის დოზის შემცირება.

გვერდითი მოვლენები:

– ცხვირიდან სისხლდენა, ფარინგიტი, ცხვირში წვის შეგრძნება, ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანება, რაც დამახასიათებელია კორტიკოსტეროიდების შემცველი ნებისმიერი ნაზალური აეროზოლისათვის.

– ნაზონექსის აეროზოლის გამოყენება პროფილაქტიკის სახით გამწვავებული სინუსიტების სამკურნალოდ მოზრდილებსა და მოზარდებში ხელს უწყობს ისეთი გვერდითი მოვლნების განვითარებას, როგორიცაა თავის ტკივილი, ფარინგიტი, ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანება.

-შედარებით იშვიათად – ზომიერი ხასიათის სისხლდენა ცხვირიდან, რომლის განვითარების სიხშირე უახლოვდება პლაცებოს ხმარებისას დაფიქსირებულ ცხვირიდან სისხლდენის სიხშირეს.

უკუჩვენებები:

* პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; * ნაზონექსის გამოყენება არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

სპეციალური კარგად კონტროლირებული კვლევები ორსულ ქალებზე არ არის ჩატარებული. პრეპარატის ინტრანაზალური მიღებისას მაქსიმალურ თერაპიულ დოზაში იგი არ ისაზღვრება სისხლის პლაზმაში მინიმალური კონცენტრაციითაც კი, რის გამოც მოსალოდნელია, რომ პრეპარატის მოქმედება ნაყოფზე იქნება ძალიან სუსტი, ხოლო რეპროდუქციული ფუნქციის მიმართ მისი პოტენციური ტოქსიკურობა მეტად მცირეა.

ამის მიუხედავად, ნაზონექსის ინტრანაზალური აეროზოლის დანიშვნა ორსულებში, ლაქტაციის პერიოდში ან რეპროდუქციის ასაკში მყოფ ქალებში გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დანიშვნის პოტენციური სარგებლიანობა აღემატება პოტენციურ რისკს დედისათვის, ნაყოფისათვის ან ახალშობილისათვის.

ახალშობილები, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში იღებდნენ კორტიკოსტეროიდებს, გულდასმით უნდა იქნეს შემოწმებულნი ჰიპოკორტიციზმის გამოსარიცხად.

განსაკუთრებული მითითებები:

* ნაზონექსის ნაზალური აეროზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული არანამკურნალები ადგილობრივი ინფექციის შემთხვევაში, როდესაც პროცესში ჩართულია ცხვირის ლორწოვანი გარსი.

* ვინაიდან კორტიკოსტეროიდები თრგუნავენ ჭრილობის რეპარაციის პროცესს, ასეთი სახის პრეპარატების დანიშვნა ადგილობრივი ინტრანაზალური გამოყენებისათვის იმ პირებში, რომელთაც ახლო წარსულში ჩაუტარდათ ოპერაციული ჩარევა, ან აღენიშნებოდათ ცხვირის ტრავმა დასაშვებია მხოლოდ ჭრილობის სრული შეხორცების შემდეგ.

* ნაზონექსის აეროზოლით ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ არ აღინიშნება ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფია. თუმცა ხანგრძლივი მკურნალობისას სასურველია ავადმყოფებს პერიოდულად ჩაუტარდეთ ცხვირის ლორწოვანის კონტროლი. ცხვირ-ხახის ადგილობრივი სოკოვანი ინფექციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა შეწყვეტილ იქნას ნაზონექსის მიღება ან უნდა ჩატარდეს სპეციალური მკურნალობა.

* ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებული ცხვირ-ხახის ლორწოვანი გაღიზიანება ასევე საჭიროებს ნაზონექსის აეროზოლით მკურნალობის შეწყვეტას.

* ნაზონექსის ნაზალური აეროზოლი დიდი სიფრთხილით ინიშნება (ან საერთოდ არ ინიშნება) რესპირატორული ტრაქტის აქტიური ან ლატენტური ტუბერკულოზური ინფექციის დროს, ისევე როგორც არანამკურნალები სოკოვანი ინფექციისას, სისტემური ვირუსული ინფექციისა და თვალის ჰერპესული ინფექციით (herpes simplex) დაზიანების შემთხვევაში.

* ავადმყოფები სისტემური კორტიკოსტეროიდებით ჩატარებული ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ნაზონექსის ნაზალურ აეროზოლზე გადასვლისას საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას. ასეთ პაციენტებში სისტემური მოქმედების კორტიკოსტეროიდების უეცარი მოხსნა შესაძლებელია გახდეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის მიზეზი, რაც მოითხოვს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. სისტემური კორტიკოსტეროიდების მიღებიდან ნაზონექსის აეროზოლზე გადასვლისას ზოგიერთ ავადმყოფებს აღენიშნებათ კორტიკოსტეროიდების მოხსნის სიმპტომები (მაგ. ტკივილი სახსრებში და/ან კუნთებში, დაღლილობის გრძნობა, დეპრესია), ცხვირის ლორწოვანის მხრივ გამოხატული სიმპტომების შემცირების მიუხედავად. თერაპიის შეცვლამ აგრეთვე შეიძლება ხელი შეუწყოს ადრე განვითარებული ალერგიული დაავადების მანიფესტირებას როგორიცაა: ალერგიული კონიუქტივიტი და ეგზემა, რომლებიც ადრე სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას იყვნენ მასკირებულნი.

* კორტიკოსტეროიდებით ნამკურნალები პაციენტები იმუნური რეაქტიულობის დაქვეითების გამო გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ ინფიცირების მაღალი რისკის შესახებ ზოგიერთი ინფექციით შეპყრობილ პირებთან კონტაქტის დროს (მაგ. ქუნთრუშას), რის გამოც ასეთ შემთხვევებში ისინი საჭიროებენ ექიმის კონსულტაციას.

* კორტიკოსტეროიდების ინტრანაზალური გამოყენებისას ძალიან იშვიათად აღწერილია ცხვირის ძგიდის პერფორაციისა და თვალის შიდა წნევის მომატების შემთხვევები.

ჭარბი დოზირება:

მცირე ბიოშეღწევადობის გამო (

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-250C ტემპერატურაზე.;

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები