საერთაშორისო დასახელება: NAPROXEN

მწარმოებელი: KRKA, სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ნაპროქსენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ

ნაპროქსენი ……….    275 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგელი, ინდიგოტინი(E132).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. აღნიშნული თვისებები განპირობებულია მის მიერ ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ბლოკირების შედეგად პროსტალგანდინების სინთეზის დათრგუნვით.

ტაბლეტები სწრაფად იხსნება, რაც უზრუნველყოფს სწრაფ ანალგეზიურ ეფექტს. იგი აგრეთვე თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას.

ჩვენებები:

ნალგეზინი გამოიყენება თავის და კბილის ტკივილის, კუნთების, სახსრებისა და ხერხემლის, აგრეთვე მენსტრუალური ციკლის დროს არსებული ტკივილის დასათრგუნად, აგრეთვე შაკიკის დროს არსებული ტკივილის კუპირებისათვის.

ნალგეზინი უზრუნველყოფს სხეულის მომატებული ტემპერატურის დაქვეითებას და ამცირებს ანთებითი პროცესისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს.

მიღების წესი და დოზირება:

ნალგეზინი ინიშნება 1 ტაბლეტის ოდენობით ყოველ 8-12 საათში (დღეში მაქს. 3 ტაბლეტი), სანამ არ იქნება მიღწეული სასურველი შედეგი.

მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია პაციენტმა მიიღოს ორმაგი დოზა 1 საათის ინტერვალით.

ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის ასაკის ზევით) ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 12 საათში მანამ, სანამ ექიმის მიერ არ იქნება დადგენილი სხვა დოზა.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ექიმის კონსულტაციის გარეშე არ ინიშნება. პრეპარატი გამოიყენება ერთ ჭიქა წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, ძილის დარღვევა, ყურებში შუილი, ქვედა კიდურების შეშუპება. აღნიშნული მოვლენები ატარებენ მსუბუქ ხასიათს.

იშვიათ გვერდით მოვლენას წარმოადგენს:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, სახის შეშუპება, ურტიკარია, ასთმური შეტევა ან გულყრა, თრომბოციტოპენია, გრანულოციტოპენია, აპლასტური ანემია, ჰემოლიზური ანემია, სმენის დაქვეითება, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა. ეს მოვლენები ატარებენ ეპიზოდურ ხასიათს.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ან მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. აგრეთვე,

* კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, წყლულოვანი კოლიტი;

* „ასპირინული ტრიადა“;

* თირკმელების ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი

* პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია, თუ კი პაციენტს ადრე აწუხებდა გასტროდუოდენალური სისხლდენა;

პრეპარატი ტკივილის კუპირებისათვის გამოიყენება არა უმეტეს 10 დღისა, ხოლო სხეულის ტემპერატურის შესამცირებლად კი არა უმეტეს 3 დღე.

! პრეპარატის გამოყენების წინ სიფრთხილეა საჭირო შემდეგ შემთხვევაში: თუკი აღინიშნება კანზე გამონაყარი ან პაციენტი იმყოფება ექიმის დაკვირვების ქვეშ ქრონიკული დაავადების გამო, ან ტკივილის კუპირებისათვის გამოიყენებოდა სხვა რომელიმე ანალგეზიური საშუალება.

იმ შემთხვევაში, როდესაც აღინიშნება ახალი ან მოულოდნელი სიმპტომები, ან მათი გაუარესება, ნერწყვის გადაყლაპვის გაძნელება, კუჭის არეში წვის ან ტკივილის შეგრძნება, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ნალგეზინის გამოყენება ორსულობის დროს (I და III ტრიმესტრი) არ არის რეკომენდებული.

* პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

* სიფრთხილეა საჭირო თირკმელების, ღვიძლის, გულის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ჰემოპოეზის დარღვევის დროს, პრეპარატისა და ალკოჰოლური სასმელის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭიდან სისხლდენა.

* სიფრთხილეა საჭიროა, როდესაც პაციენტი, ადრე იყენებდა სხვა ანალგეზიურ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს და აღენიშნებოდა ურტიკარია, სახის შეშუპება, ასთმის შეტევა და შოკი.

* თუ პრეპარატის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში არ აღინიშნება სასურველი ეფექტი და/ან 3 დღის განმავლობაში არ შემცირდება სხეულის ტემპერატურა, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და მკურნალობის ტაქტიკის შეცვლა.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: არ არსებობს მონაცემები.

ჭარბი დოზირება:

შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმელების, ღვიძლის და ცნს-ის მხრივ სიმპტომების განვითარება, მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ნალგეზინი ამცირებს ფუროსემიდის დიურეზულ ეფექტს, აძლიერებს არაპირდაპირ ანტიკუაგულანტების მოქმედებას.

– ანტაციდური პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმს და ალუმინს, ამცირებენ ნალგეზინის შეწოვას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

Facebook კომენტარები