საერთაშორისო დასახელება: BECLOMETASONE

მწარმოებელი: IVAX, ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: ბეკლომეტაზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ინტრანაზალური გამოყენების გლუკოკორტიკოიდი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სპრეი ინტრანაზალური გამოყენებისათვის:

ფლაკონში 100, 180 და 200 დოზა.

1 დოზა

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი ……..   50 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი, ფენილეთილენის სპირტი, პოლისბორბატ 80, დექსტროზა, დისპერსული ცელულოზა, მარილმჟავა, დისტილირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი – ბეკლამეტაზონის დიეთერია. სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდია. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტიექსუდაციური თვისებები. ბეკლომეტაზონის მოქმედების შედეგად ანთების კერაში ხდება პოხიერი უჯრედების (და მათ მიერ გამომუშავებული ჰისტამინის), ეოზინოფილების, T-ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება, ქვეითდება ადჰეზიური მოლეკულების ექსპრესია, მცირდება სეკრეცია, პლაზმის ექსტრავაზაცია და ქსოვილების შეშუპება. ასევე ქვეითდება ცხვირის ლორწოვანი გარსის რეცეპტორების მგრძნობელობა ჰისტამინისა და მექანიკური გამღიზიანებლების მიმართ. ბეკლომეტაზონის დიპროპიონატს, რეკომენდებულ დოზებში ახასიათებს ადგილობრივი მოქმედება, მნიშვნელოვანი სისტემური აქტიობის გარეშე.

ფარმაკოკინეტიკა:

ბეკლომეტაზონ დიპროპიონატის ფარმაკოკინეტიკა ინტრანაზალური გამოყენების დროს დეტალურად შესწავლილი არ არის.

აქტიური ნივთიერების ზოგადი დახასიათება:

ბეკლომეტაზონი ცუდად იხსნება, თუმცა აბსორბირდება შეყვანის ყველა გზით. აეროზოლის ფორმით სუსპენზიის სახით მიღებისას ილექება პირის ღრუში, ცხვირის ღრუში, ტრაქეაში, მთავარ ბრონქებში და ფილტვებში. დოზის მნიშვნელოვან ნაწილს პაციენტი გადაყლაპავს. ბეკლომეტაზონის აბსორბცია სასუნთქი სისტემისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ყველა ქსოვილში ხდება საკმაოდ სწრაფად დაიშლება ნაკლებ აქტიურ მეტაბოლიტებად. პრეპარატის ძირითადი ნაწილი ორგანიზმიდან გამოდის 96 საათში, განავალთან ერთად, უპირატესად პოლარული მეტაბოლიტების სახით. ბეკლომეტაზონის პერორალური გამოყენების შემთხვევაში 12-15% გამოიყოფა შარდთან ერთად კონიუგატის ან თავისუფალი მეტაბოლიტების სახით. ორგანიზმიდან პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდია დაახლოებით 15 საათი.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის:

  • სეზონური და წლიური ალერგიული რინიტი, მათ შორის რინიტი თივის ცხელების (პოლინოზის) დროს;
  • ვაზომოტორული რინიტი.

მიღების წესი და დოზირება:

ნასობეკი განკუთვნილია მხოლოდ ინტრანაზალური გამოყენებისათვის.

მოზრდილებში და ბავშვებში 6 წლიდან: ინიშნება პრეპარატის 2 დოზა (100 მკგ) ცხვირის თითოეულ ნესტოში 2-ჯერ დღეში ან 1 დოზა (50 მკგ) 3-4-ჯერ დღეში. მაქსიმალური დღეღამური დოზაა 400 მკგ (8 დოზა).

თერაპიული ეფექტი დგება პრეპარატის მიღების დაწყებიდან რამდენიმე დღეში.

ხანდაზმულ პაციენტებში დოზირების რეჟიმი არ განსხვავდება მოზრდილების დოზირებისაგან.

ნასობეკის მიღებიდან 3 კვირის შემდეგ ეფექტის არქონის შემთხვევაში, რეკომენდებულია პრეპარატის მოხსნა.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ პრეპარატი გადაიტანება კარგად. აღწერილია ლორწოვანი გარსის სიმშრალისა და გაღიზიანების, ყნოსვისა და გემოს შეცვლის, ცხვირიდან სისხლდენების, მხედველობის დაქვეითების (თვალისშიდა წნევის მომატების შედეგად) იშვიათი შემთხვევები.

გამონაკლისად იშვიათ შემთხვევებში, აღინიშნებოდა ცხვირის ძგიდის პერფორაცია. იშვიათად შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობა, გამოვლენილი ჭინჭრის ციების, ქავილის, ერითემის, თვალების, სახის და ხორხის შეშუპების სახით.

პრეპარატის ხანგრძლივი ან მაღალი დოზებით – 400 მგ/დღ მეტი გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების კანდიდოზი, რომელიც ლაგდება ადგილობრივი სოკოს საწინააღმდეგო თერაპიის ჩატარების შემთხვევაში, მკურნალობის შეწყვეტის გარეშე.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

* მწვავე რესპირატორული დაავადებები;

* ზედა სასუნთქი გზების კანდიდოზი;

* ფილტვების ტუბერკულოზი;

* ჰემორაგიული დიათეზი;

* ხშირი სისხლდენები ცხვირიდან;

* ორსულობა (I ტრიმესტრი);

* ბავშვები 6 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები:

* სისტემური მოქმედება შეინიშნება ძალიან იშვიათად. მათ მიეკუთვნება ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის ინჰიბირება და ბავშვებში ზრდის შეფერხება. რეკომენდებულია დინამიკაში დავაკვირდეთ ზრდის პროცესს იმ ბავშვებში, რომლებიც მკურნალობან ნასობეკით.

* განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყვნენ ის პაციენტები, რომლებიც სისტემური მოქმედების სტეროიდული პრეპარატებიდან გადავიდნენ ნასობეკზე, რადგან შესაძლებელია ადგილი ჰქონდეთ ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის მხრიდან დარღვევებს.

* განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიიღონ ნასობეკი იმ პაციენტებმა, ვისაც აქვს გლაუკომა, აგრეთვე წყლულები და ჭრილობები ცხვირის ღრუში.

* როგორც წესი, უხშირეს შემთხვევებში ნასობეკი ეფექტურია სეზონური ალერგიული რინიტების დროს. მონოთერაპიის სახით, თუმცა მკვეთრად გამოხატული სიმპტომების დროს, შესაძლებელია გამოვიყენოთ კომბინირებული თერაპია.

ჭარბი დოზირება:

ნასობეკის მცირე დროის განმავლობაში გამოყენებისას რეკომენდებულზე მაღალი დოზებით, შესაძლებელია ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის ფუნქციის დათრგუნვა. ასეთ შემთხვევაში არ არის საჭირო რაიმე სასწრაფო ზომების მიღება. საჭიროა მკურნალობა გაგრძელდეს რეკომენდებული დოზებით. ასეთ შემთხვევაში ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის ფუნქციის ნორმალიზება ხდება ერთ-ორ დღეში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ნასობეკისა და სხვა პრეპარატების ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა, შესაძლებელია ნასობეკისა და სხვა პრეპარატის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში ადგილი ქონდეს მედიკამენტების გავლენას ერთმანეთზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. პირველი გახსნის შემდეგ – 3 თვე.

Facebook კომენტარები