საერთაშორისო დასახელება:

TESTOSTERONE UNDECANOAT

მწარმოებელი: Jenafarm GmbH&CO.KG, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ტესტოსტერონის უნდეკანოატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანდროგენური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 4 მლ

1 მლ

ტესტოსტერონის უნდეკანოატი ……….250 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზილბენზოატი, აბუსალათინის ზეთი, გასუფთავებული (პარენტერალური შეყვანისთვის).

ფარმაკოლოგიური თვიებები:

აქტიური კომპონენტის სახით ნებიდო შეიცავს ანდროგენ ტესტოსტერონს. ნებიდო შეჰყავთ ინტრამუსკულარულად. ინექციის შემდეგ აქტიური ნივთიერება გამოთავისუფლდება თანდათანობით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

ტესტოსტერონის არასაკმარისი რაოდენობა იწვევს მამაკაცური ჰიპოგონადიზმის განვითარებას, რომელიც შეიძლება ხასიათდებოდეს უნაყოფობით და იმპოტენციით, აგრეთვე სათესლე ჯირკვლის პატარა ზომით. მამაკაცურ ჰიპოგონადიზმთან დაკავშირებულ სიმპტომებს მიეკუთვნება სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, დაღლილობა, დეპრესიული განწყობა, ბოქვენის თმის არარსებობა ან განუვითარებლობა, აგრეთვე ძვლების განლევა (ოსტეოპოროზი).

ტესტოსტერონი ინიშნება ორგანიზმში ჰორმონის არასაკმარისი დონის მოსამატებლად, აგრეთვე შესაბამისი სიმპტომების გასაუმჯობესებლად.

მამაკაცებში, რომლებსაც აქვთ ჰიპოგონადიზმი, ანდროგენების გამოყენება ამცირებს ცხიმოვანი ქსოვილის მასას, ზრდის სხეულის უცხიმო მასასა და კუნთოვან ძალას, აგრეთვე ხელს უშლის ძვლოვანი ქსოვილის შემცირებას. ანდროგენებს შეუძლიათ გააუმჯობესონ სქესობრივი ფუნქცია და მოახდინონ დადებითი ფსიქოტროპული ზეგავლენა (გუნება-განწყობის გაუმჯობესება).

ჩვენებები:

  • ტესტოსტერონის ნაკლებობა პირველადი და მეორადი ჰიპოგონადიზმის დროს მამაკაცებში.

მიღების წესი და დოზირება:

ნებიდოს ინექცია (1 ამპულა შეესაბამება 1000 მგ ტესტოსტერონის უნდეკანოატს) ხორციელდება ექიმის მიერ 10-14 კვირაში ერთხელ. ინექციის ასეთი სიხშირე უზრუნველყოფს ტესტოსტერონის საკმარის დონეს, და არ იწვევს სისხლში ტესტოსტერონის დონის მეტისმეტ მატებას. არ შეიძლება ნებიდოს შერევა სხვა სამკურნალო პრეპარატებთან.

– ინექცია ხორციელდება ძალიან ნელა. ნებიდო განკუთვნილია მხოლოდ ინტრამუსკულარული ინექციებისთვის. აუცილებელია, ყურადღება მიექცეს იმას, რომ შეყვანილი ნივთიერება არ მოხვდეს სისხლძარღვში.

– მკურნალობის დაწყებამდე ექიმი განსაზღვრავს ტესტოსტერონის შემცველობას შრატში. ინექციებს შორის პირველი ინტერვალი შეიძლება შემცირდეს, მაგრამ არ უნდა შეადგენდეს 6 კვირაზე ნაკლებს. საწყისი ინტერვალის შემცირებისას ტესტოსტერონის აუცილებელი კონცენტრაცია სწრაფად მიიღწევა. ინექციებს შორის ინტერვალების ბოლოს, ექიმი დროდადრო ზომავს ტესტოსტერონის შემცველობას სისხლში თუ ეს მაჩვენებელი ნორმალურ მაჩვენებლებზე დაბალია, მოცემული ფაქტი მიუთითებს ინექციებს შორის ინტერვალის შემცირების აუცილებლობაზე. შრატის მაღალი კონცენტრაციების დროს ექიმს შეუძლია დასვას საკითხი მოცემული ინტერვალის გახანგრძლივების მიზანმიმართულობაზე. ინექციებს შორის ინტერვალი უნდა დარჩეს რეკომენდირებული დიაპაზონის საზღვრებში (10-14 კვირა).

– თუ პაციენტს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ნებიდოს ეფექტი სუსტია ან მეტისმეტად ძლიერია, აუცილებელია ექიმის ინფორმირება.

გვერდითი მოვლენები:

ისევე როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებამ, ნებიდომ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. კლინიკური კვლევების მიმდინარეობის დროს, აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც სავარაუდოდ დაკავშირებულია ნებიდოს გამოყენებასთან:

დიარეა; ტკივილი ფეხების არეში, ტკივილი სახსრებში (ართრალგია); თავბრუსხვევა, გაძლიერებული ოფლდენა, თავის ტკივილი; სუნთქვის დარღვევები; აკნე, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, სარძევე ჯირკვლების ზრდა (გინეკომასტია), ქავილი, დარღვევები კანის მხრივ. ტკივილი სათესლე ჯირკვლებში, პროსტატის დაავადება (დარეგისტრირდა არც ისეც დიდი ზომის წინამდებარე ჯირკვლის შუა ნაწილის გამკვრივების ერთი შემთხვევა): ტკივილი ინექციის ადგილას, კანქვეშ შედედებული სისხლის დაგროვება (კანქვეშა ჰემატომა) ინექციის ადგილას.

ლიტერატურაში აღწერილია ტესტოსტერონის შემცველ პრეპარატებზე შემდეგი გვერდითი მოვლენები: პოლიციტემიის იშვიათი შემთხვევები (სისხლის უჯრედების რაოდენობის ზრდა); სხეულის მასის ზრდა; კუნთოვანი სპაზმები; ნევროზულობა, აგრესიულობა, დეპრესია; ძილის დროს სუნთქვის ხანმოკლე უნებური შეჩერება (ძილის აპნოე); ძალიან იშვიათ შემთხვევებში კანის მძიმე პიგმენტაცია (სიყვითლე) და ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებელთა გადახრა; შეიძლება ადგილი ჰქონდეს  კანის სხვადასხვაგვარ რეაქციებს, მათ შორის აკნეს, სებორეას ან   გამელოტებას; ლიბიდოს შეცვლა, ერექციის მომატებული სიხშირე.

ტესტოსტერონის მაღალი დოზებით მკურნალობა ჩვეულებრივ აჩერებს ან ამცირებს სპერმის წარმოქმნას, რის შედეგადაც მცირდება სათესლე ჯირკვლის ზომა; ეს მოვლენები როგორც წესი შექცევადია; ჰიპოგონადიზმის მკურნალობა ტესტოსტერონით ჩანაცვლების საშუალებით იშვიათ შემთხვევებში იწვევს პერსისტენტულ მტკივნეულ რეაქციებს (პრიაპრიზმი); ტესტოსტერონით ხანგრძლივი მკურნალობა ან მისი გამოყენება მაღალი დოზებით ხანდახან იწვევს სითხის შეკავებასა და შეშუპებას; შეიძლება განვითარდეს რეაქციები ინექციის ადგილას, აგრეთვე ალერგიული რეაქციები;

ჩამონათვალში არარსებული გვერდითი მოვლენის გამოვლენისას, აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება.

უკუჩვენებები:

* პროსტატის და სარძევე ჯირკვლის ანდროგენდამოკიდებული კარცინომის დროს მამაკაცებში;

* ჰიპერკალციემიის დროს, რომელიც თან ახლავს ავთვისებიან სიმსივნეებს;

* ანამნეზში ამჟამად არსებული ღვიძლის სიმსივნეების დოს;

* პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან მისი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

* ნებიდო უკუნაჩვენებია ქალებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

* არ გამოიყენება.

ჭარბი დოზირება:

სისხლში ტესტოსტერონის მეტისმეტად მაღალი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად ექიმი საზღვრავს ინექციებს შორის ინტერვალს. დოზის შემთხვევითი გადაჭარბების დროს არ არის აუცილებელია განსაკუთრებული სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, გარდა მკურნალობის შეწყვეტისა და დოზის შემცირებისა.

განსაკუთრებული მითითებები:

* შედარებით ხანდაზმულ ასაკში ანდროგენების, მაგალითად ნებიდოს გამოყენების ფონზე, შეიძლება გაიზარდოს წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის რისკი. თუმცა მტკიცებულება იმისა, რომ ანდროგენებს შეუძლიათ გამოიწვიონ პროსტატას კარცინომა, არ არსებობს. მათ შეუძლიათ დააჩქარონ წინამდებარე ჯირკვლის უკვე არსებული კარცინომის ზრდა. ამიტომ ტესტოსტერონის პრეპარატებით (ნებიდო) მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებელია გამოირიცხოს წინამდებარე ჯირკვლის კიბო.

* პროფილაქტიკური მიზნით ექიმი ატარებს წინამდებარე ჯირკვლის რეგულარულ გამოკვლევას.

* თუ პაციენტი იმყოფება ანდროგენებით ხანგრძლივ მკურნალობაზე, მკურნალი ექიმი პერიოდულად ამოწმებს სისხლის ანალიზს (ჰემოგლობინსა და ჰემატოკრიტს) პოლიციტემიის (სისხლის უჯრედების მომატებული რაოდენობის) გამოვლენის მიზნით.

* იშვიათ შემთხვევებში, სასქესო ჰორმონების გამოყენებისას, რომლებსაც მიეკუთვნება ტესტოსტერონიც, აღინიშნებოდა კეთილთვისებიანი, უფრო იშვიათად კი – ავთვისებიანი სიმსივნეები ღვიძლში. ერთეულ შემთხვევაში ასეთი სიმსივნეებიდან სისხლდენა მუცლის ღრუში წარმოადგენდა სიცოცხლისათვის სახიფათო მოვლენას, თუმცა ამ პათოლოგიასა და პრეპარატების გამოყენებას შორის კავშირი არ დადგინდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევები ნაკლებსავარაუდოა, მუცლის არეში უჩვეულოდ ძლიერი ტკივილების დროს რეკომენდირებულია ექიმის სასწრაფო კონსულტაცია. არ შეიძლება ჩაითვალოს სიმსივნის ან სისხლდენის სიმპტომებად ნებისმიერი უჩვეულო შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ექიმის ინფორმირება იმ ტკივილების შესახებ, რომლებიც არ ქრება მცირე დროის განმავლობაში.

* თუ პაციენტს აქვს შეშუპებები (მაგალითად ფეხების შეშუპება), აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

* ნებიდოს კლინიკური კვლევები ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში ჯერჯერობით არ ჩატარებულა.

ტესტოსტერონის გამოყენებამ ბავშვების სამკურნალოდ მასკულინიზაციასთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ძვლოვანი ქსოვილის დაჩქარებულ ზრდა და მომწიფება, აგრეთვე ეპიფიზის ზრდის ზონის ნაადრევი ჩაკეტვა, რაც იწვევს საბოლოოდ ზრდის შენელებას. შესაძლებელია აკნეს გამოვლენა.

* აპნოეს ძილში არსებული სინდრომი (სუნთქვის ხანმოკლე უნებლიე შეჩერება) შეიძლება გაძლიერდეს.

* ანდროგენები არ გამოიყენება კუნთოვანი მასის ზრდისა და ფიზიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჯანმრთელ სუბიექტებში.

* ნებიდო არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– თუ პაციენტს აქვს დიაბეტი, აუცილებელია ექიმის ინფორმირება, იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია საჭირო გახდეს დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების დოზის კორექცია (ანდროგენებს, როგორიცაა ნებიდო, შეუძლიათ გააძლიერონ ინსულინის ეფექტი).

– შეიძლება ადგილი ჰქონდეს ურთიერთქმედებას მიკროსომული ფერმენტების ინდუქტორებთან (მაგალითად ანტიეპილეფსიური პრეპარატები), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტესტოსტერონის კლირენსის გაზრდა.

– ანდროგენებს შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ სხვა სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმსა და გამოყოფაზე. ორგანიზმში (მაგალითად: აღინიშნებოდა ოქსიფენბუტაზონის დონის მომატება).

– ცნობილია, რომ ტესტოსტერონსა და მის ანალოგებს შეუძლიათ გაზარდონ პერორალური ანტიკოაგულანტების აქტივობა, რამაც შეიძლება მოითხოვოს დოზის კორექციის აუცილებლობა მკურნალი ექიმის მიერ. აუცილებელია, ექიმის ინფორმირება თუ პაციენტი იღებს რომელიმე ასეთ პრეპარატს, ან თუ აქვს სისხლის შედედების თანდაყოლილი ან შეძენილი დარღვევები.

– თუ პაციენტი მკურნალობის დაწყებამდე თვითნებურად იღებდა ან იღებს რაიმე სახით სამკურნალო პრეპარატს, აუცილებელია ექიმის ინფომირება ამის შესახებ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები