სხვა: უნდა გამოირიცხოს ინფექციის ისეთი მიზეზი, როგორიც არის ვირუსული ინფექცია. ელენთის გადიდება წარმოადგენს ნეიპოგენით მკურნალობის უშუალო შედეგს. კლინიკური კვლევის დროს 31% ავადმყოფებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით პალპაციით აღინიშნებოდა სპლენომეგალია. რენტგენოგრაფიის დროს მისი მოცულობის გაზრდა აღინიშნება მკურნალობის დაწყების შემდეგ და გააჩნია ტენდენცია სტაბილიზაციისაკენ. დადგენილია, რომ დოზის შემცირება ანელებს, ან აჩერებს ელენთის ზრდას. 3% ავადმყოფებს ესაჭიროებოდათ სპლენექტომია. ელენთის ზომები კონტროლირდება რეგულარულად. ელენთის ზომის დასადგენად აუცილებელია მუცლის პალპაცია.

– მცირერიცხოვან ავადმყოფებში აღინიშნება ჰემატურია და პროტეინურია, მათი კონტროლისათვის აუცილებელია შარდის რეგულარული ანალიზი.

– პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ახალშობილებში და ავადმყოფებში აუტოიმუნური ნეიტროპენიით გამოკვლეული არ არის.

* ავადმყოფები, რომლებსაც უტარდებათ ჰემოპოეზის უჯრედების-წინამორბედების მობილიზაცია

მობილიზაცია: რანდომიზირებული კვლევები ორი რეკომენდებული მობილიზაციის მეთოდების შესადარებლად (მხოლოდ ფილგრისტიმი ან კომბინაციაში მიელოსუპრესულ ქიმიოთერაპიასთან) ავადმყოფთა ერთნაირ კონტიგენტზე არ ჩატარებულა. სხვაობის ხარისხი ცალკეულ ავადმყოფთა და CD34+ უჯრედების ლაბორატორიულ განსაზღვრას შორის ადასტურებს, რომ სხვადასხვა კვლევების პირდაპირი შედარება გაძნელებულია. ამიტომ, ოპტიმალური მეთოდის რეკომენდაცია ძნელია. მობილიზაციის მეთოდის შერჩევა ხდება აღნიშნული ავადმყოფის მკურნალობის საერთო მიზნის მიხედვით.

წინამორბედი მკურნალობა ციტოტოქსიკური საშუალებებით:

– ავადმყოფებში, რომლებსაც წარსულში ჩაუტარდათ აქტიური მიელოსუპრესული თერაპია, შეიძლება არ მოხდეს უჯრედების-წინამორბედების საკმარისი აქტივაცია მინიმალურ დონემდე (≥2.0X106 CD34/კგ) ან თრომბოციტების რიცხვის ნორმალიზაციის დაჩქარება.

– ზოგიერთ ციტოსტატურ საშუალებებს გააჩნიათ განსაკუთრებული ტოქსიკურობა ჰემოპოეზის უჯრედების-წინამორბედების მიმართ და უარყოფითად მოქმედებენ მათ მობილიზაციაზე; ისეთმა საშუალებებმა, როგორიც არის მელფალანი, კარმუსტინი და კარბოპლატინი, თუ ისინი ინიშნებოდნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში უჯრედების-წინამორბედების მობილიზაციამდე, შეიძლება შეამცირონ მისი ეფექტურობა.

– ნეიპოგენის ერთდროული გამოყენება მელფალანთან, კარბოპლატინთან ან კარმუსტინთან ერთად ეფექტურია უჯრედების-წინამორბედების აქტივაციისათვის.

– თუ იგეგმება პერიფერიული უჯრედების-წინამორბედების გადანერგვა, რეკომენდებულია დაიგეგმოს ღეროვანი უჯრედების მობილიზაცია მკურნალობის ადრეულ სტადიაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს უჯრედების-წინამორბედების რიცხვს, რომლებიც განიცდიან აქტივირებას ავადყმოფებში მაღალი დოზებით ქიმიოთერაპიის ჩატარებამდე. თუ მობილიზაციის შედეგი, ზევით მოყვანილი კრიტერიუმების შესაბამისად, არასაკმარისია, უნდა განხილულ იქნას მკურნალობის ალტერნატიული სახეობა, რომელიც არ მოითხოვს უჯრედების წინამორბედების გამოყენებას.

უჯრედების-წინამორბედების შეფასება: უჯრედების-წინამორბედების რიცხვის შეფასებისას, რომლებიც განიცდიან მობილიზაციას ავადმყოფებში ნეიპოგენით მკურნალობის დროს, უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება რაოდენობრივ მეთოდს. CD34+ უჯრედების რიცხვის ციტომეტრული ანალიზის შედეგი განსხვავდება კონკრეტული მეთოდოლოგიის შესაბამისად. დამოკიდებულების სტატისტიკური ანალიზი შეყვანილი CD34+  უჯრედების რიცხვსა და თრომბოციტების რაოდენობის ნორმალიზაციას შორის მიუთითებს რთულ, მაგრამ სტაბილურ დამოკიდებულებაზე.

*სიფრთხილის სხვა ზომები:

– ავადმყოფებში თანხმლები ძვლოვანი პათოლოგიით და ოსტეოპოროზით, რომლებსაც უტარდებათ უწყვეტი მკურნალობა ნეიპოგენით 6 თვის განმავლობაში, ნაჩვენებია ძვლის ნივთიერების სიმკვრივის კონტროლი.

– კვლევა ნეიპოგენის გამოყენების შესახებ ავადმყოფებში თირკმელების და ღვიძლის დაზიანებით არ არის ჩატარებული, ამიტომ მისი დანიშვნა ავადმყოფთა ამ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.

– ნეიპოგენის მოქმედება ავადმყოფებში მიელოდური უჯრედების-წინამორბედების შემცირების დროს შესწავლილი არ არის. ნეიპოგენი ზრდის ნეიტროფილების რიცხვს უჯრედებ-წინამორბედებზე ზემოქმედებით. ამიტომ ავადმყოფებში უჯრედების-წინამორბედების შემცირებით (მაგალითად, ინტენსიური სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის დროს) ნეიტროფილების რიცხვის მომატების ხარისხი შეიძლება იყოს დაბალი.

ნეიპოგენის ზემოქმედება რეაქციაზე “ტრასპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ” დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზირება:

ნეიპოგენის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 1-2 დღის შემდეგ ცირკულაციაში მყოფი ნეიტროფილების რიცხვი მცირდება 50%-ით და უბრუნდება ნორმას 1-7 დღის შემდეგ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ნეიპოგენის და მიელოსუპრესული ციტოსტატური ქიმიოპრეპარატების ერთდროული გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი. იმის გამო, რომ აღინიშნება მგრძნობელობა სწრაფად გამყოფი მიელოიდური უჯრედების მხრივ მიელოსუპრესული ქიმიოთერაპიის მიმართ, ნეიპოგენის დანიშვნა 24 საათით ადრე ამ პრეპარატების შეყვანამდე, ან 24 საათით შემდეგ არ არის რეკომენდებული.

– წინასწარი მონაცემები ავადმყოფების მცირე რიცხვის მიხედვით, რომლებიც ერთდროულად იღებენ ნეიპოგენს და 5-ფტურორურაცილს, ადასტურებს, რომ ნეიტროპენის სიმძიმის ხარისხი შეიძლება გაიზარდოს.

– შესაძლებელი ურთიერთქმედება სხვა ჰემოპოეზურ ზრდის ფაქტორთან და ციტოკინებთან კლინიკური კვლევით დადგენილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-80C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები