ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის

ცეფიქსიმი

ამ პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქციის ფურცელი, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია  

 

–  შეინახეთ ეს ინსტრუქციის ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.

–  დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

–  ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დააავდების ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.

–  გვერდითი ეფექტების გაურესებისას, მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ამ ინსტრუქციის ფურცელში:

1. რა არის ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის გამოყენების წინ

3. როგორ გამოიყენება ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

 

1. რა არის ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის და რისთვის გამოიყენება

ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის ნაჩვენებია მგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

მწვავე შუა ყურის ანთება

ზემო სასუნთქი გზების ინფექციები (ფარინგიტი, ტონზილიტი, მწვავე სინუსიტი)

ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება და შეძენილი პნევმონია)

საშარდე გზების ინფექციები (მწვავე ცისტიტი და გაურთულებელი მწვავე პიელონეფრიტი)

გაურთულებელი ურეთრიტი და გონოკოკური ცერვიციტი

გათვალისწინებული უნდა იყოს ოფიციალური/ადგილობრივი სახელმძღვანელოები ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.

 

2. რა უნდა იცოდეთ ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის გამოყენების წინ

არ მიიღოთ ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის

– თუ გაქვთ ალერგია ცეფექსიმის ან ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია პუნქტში 6);

– თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერსენსიტივობა) ნებისმიერი სხვა ცეფალოსპორინის მიმართ;

– თუ მანამდე გქონდათ ალერგიული რეაქცია პენიცილინის ან ბეტალაქტამის ანტიბიოტიკების მიმართ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ ექიმს ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის გამოყენების წინ.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის გამოყენებისას:

– თუ ადრე გქონიათ ნებისმიერი ალერგიული რეაქცია პრეპარატების მიმართ, განსაკუთრებით, ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ, როგორიცაა ცეფალოსპორინები ან პენიცილინები. ცეფექსიმით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა ალერგიული რეაქცია.

– თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა ან იმყოფებით ჰემოდიალიზზე. ორივე შემთხვევაში, შეგიძლიათ მიიღოთ ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის, თუმცა უფრო დაბალი დოზით.

– თუ გაქვთ დიარეის მძიმე ფორმა, მუცლის ტკივილი, სპაზმები ან თუ შენიშნავთ სისხლს, ლორწოს ან ჩირქს განავალში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. არ შეიძლება ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ნაწლავების (პერისტალტიკის) მოძრაობის დაქვეითება ან შეჩერება.

ცეფექსიმის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბად ზრდა. ასეთ ვითარებაში, ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.

ეფექტები ლაბორატორიულ ანალიზებზე

როგორც სხვა ცეფალოსპორინების შემთხვევაში, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი რეაქციები შარდში კეტონის, გლუკოზის განსაზღვრის ლაბორატორიულ ანალიზებში (ბენედიქტის ან ფელინგის ანალიზი, რომლებიც, როგორც წესი, ტარდება დიაბეტის მქონე პირებში, შესაბამისად, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ მიიღება ცეფიქსიმი) და კუმბსის რეაქციაში (ანტისხეულების დადგენა).

სხვა პრეპარატები და ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ეს პრეპარატი არ მიიღოთ სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად თქვენი ექიმის მითითების გარეშე. უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ ანტიკოაგულანტურ პრეპარატს, როგორიცაა ვარფარინი.

ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის შეიძლება მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

გახსნის შედეგად მიღებული სუსპენზია შეიძლება გაზავდეს წყალში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს.

არ არსებობს მონაცემები ორსულობის დროს ცეფიქსიმის შესაძლო უარყოფითი ეფექტების შესახებ, შესაბამისად, მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის, თუ ექიმი არ მიიღებს განსხვავებულ გადაწყვეტილებას.

ცეფიქსიმის გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები დედის რძეში ექსკრეციის შესახებ.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა

ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის, როგორც წესი, გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. მიუხედავად ამისა, თუ განვითარდა თავბრუსხვევა, არ მართოთ ავტომობილები ან დანადგარები.

ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის შეიცავს საქაროზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღების წინ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის შეიცავს ფენილალანინის წყაროს. შეიძლება საზიანო იყოს ფენილკეტონურიის მქონე პირებში.

3. როგორ გამოიყენება ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის

ეს პრეპარატი მიიღეთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს.

პერორალური სუსპენზიის მომზადება: ბოთლი შეარხიეთ, რომ ფხვნილი დაიშალოს. დაუმატეთ ცოტა წყალი და შეანჯღრიეთ. შეავსეთ წყლით ბოთლის ეტიკეტზე არსებულ ნიშნამდე და შეანჯღრიეთ კარგად, ვიდრე არ მიიღება ერთგვაროვანი სუსპენზია.

დოზირება

როგორც წესი, რეკომენდებულია შემდეგი დოზირება:

ბავშვებში:

– ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის: 8მგ/კგ, დღეში ერთხელ.

განზავებული სუსპენზიის შემთხვევაში, დოზირება, როგორც წესი, არის შემდეგი:

– 2-4 წლის ასაკის ბავშვები: 1 საზომი კოვზი, დღეში ერთხელ ან ½ საზომი კოვზი, დღეში ორჯერ.

– 5-8 წლის ასაკის ბავშვები: 2 საზომი კოვზი, დღეში ერთხელ ან 1 საზომი კოვზი, დღეში ორჯერ.

– 9-12 წლის ასაკის ბავშვები: 3 საზომი კოვზი, დღეში ერთხელ ან 1+ ½ საზომი კოვზი, დღეში ორჯერ.

თირკმლის უკმარისობა

საკმარისი მონაცემები არ არსებობს ბავშვებსა და მოზარდებში თირკმლის უკმარისობის არსებობისას ცეფიქსიმის გამოყენების შესახებ; შესაბამისად, ცეფიქსიმის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის, ვიდრე უნდა მიგეღოთ

არ არსებობს ცეფიქსიმის ჭარბი დოზების მიღების გამოცდილება. ჯანმრთელ მოზრდილებში 2 გ-მდე დოზების მიღებამ გამოიწვია ზომიერი კუჭ-ნაწლავური ეფექტები, რომლებიც არ განსხვავდებოდა თერაპიული დოზების გამოყენებისას გამოვლენილი ეფექტებისგან. მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში, მოსალოდნელია დიარეა, ღებინება და მუცლის ტკივილი.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. შეიძლება ჩატარდეს კუჭის გამორეცხვა (თუ მიღებიდან გასულია არაუმეტეს 2 საათი) და ჰიდრატაცია, რებალანსირება ელექტროლიტებით, აუცილებლობისას.

სუბსტანციის მნიშვნელოვანი რაოდენობები არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით ან პერიტონული დიალიზით.

გთხოვთ დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ გაქვთ რომელიმე ეს სიმპტომი. თან იქონიეთ ეს ინსტრუქციის ფურცელი.

თუ დაგავიწყდათ ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ გამოგრჩათ დოზის მიღება, მიიღეთ, როგორც კი გაგხსენდებათ.

თუ თითქმის მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დაიცადეთ და პრეპარატის მიღება გააგრძელეთ დანიშნული რეჟიმის მიხედვით.

თუ შეწყვიტეთ ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის გამოყენება

ექიმი მოგცემთ მითითებას ამ პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ. არ შეწყვიტოთ მკურნალობა აღნიშნულ დრომდე, ვინაიდან შეიძლება აღინიშნოს ისეთივე სიმტომები, როგორიც მკურნალობის დაწყების წინ გქონდათ.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა, არა ყველა პაციენტში.

გამოვლენილი გვერდითი რეაქციების უმრავლესობა არის მსუბუქი და თვით-შემზღუდავი ხასიათის.

შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, აუცილებელია მყისიერი მოქმედება. უნდა შეწყვიტოთ ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის გამოყენება და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს, თუ განვითარდა შემდეგი სიმპტომები:

იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

– სახის, ენის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება.

– მოულოდნელი ალერგიული რეაქცია, რასაც თან ახლავს ქოშინი, გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება და არტერიული წნევის დაცემა;

– მძიმე და გავრცელებული ერითემატოზური გამონაყარი.

გარდა ამისა, აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ხშირი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

– დიარეა

არახშირი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

– თავის ტკივილი;

– მუცლის ტკივილი;

– გულისრევა;

– ღებინება;

– გამონაყარი;

– შრატში ღვიძლის ფერმენების (ტრანსამინაზები, ტუტე ფოსფატაზა) მომატება.

იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

– ბაქტერიით გამოწვეული სუპერინფექცია;

– სოკოებით გამოწვეული სუპერინფექცია;

– ეოზინოფილია;

– ჰიპერმგრძნობელობა;

– თავბრუსხვევა;

– შებერილობა;

– ჰეპატიტი;

– სიყვითლე;

– ანგიონევროზული შეშუპება;

– ქავილი;

– ლორწოვანას ანთება;

– პირექსია;

– სისხლში შარდოვანას მომატება.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

– ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი;

– ანაფილაქსიური შოკი;

– რევმატოიდული ართრიტი;

– ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა;

– ინტერსტიციალური ნეფრიტი;

–  სისხლში კრეატინინის მომატება.

 

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მათ შორის, ისეთი გვერდითი ეფექტების, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცვტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ მიაწოდოთ პირდაპირ INFARMED, I.P.-ს ქვემოთ მითითებულ მისამართზე. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

INFARMED, I.P.

Direcao de Gestao de Risco de Medicamentos

Parque da Saude de Lisboa, Av. Brasil 53

1749-004 Lisboa

Tel: +351 21 798 71 40

სამკურნალო საშუალების ხაზი: 800222444 (უფასო)

Fax: + 351 21 798 73 97

ინტერნეტ-მისამართი: http://extranet.infarmed.pt/page.seram.frontoffice.seramhomepage

ელ-ფოსტა: [email protected]

 

5. როგორ ინახება ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის

შეინახეთ არა უმეტეს 250C-ზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისა და ნესტისაგან დაცვის მიზნით.

გახხნის შემდეგ, სუსპენზია უნდა შეინახოთ მაცივარში (20C -80C) და გამოყენებული იყოს 14 დღის განმავლობაში.

ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას;

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე “EXP” ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ შეიძლება პრეპარატების გადაყრა გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის

– აქტიური სუბსტანცია არის ცეფიქსიმი. გახსნის შემდეგ, პერორალური სუსპენზიის ყოველი მლ შეიცავს 20 მგ ცეფიქსიმს.

– სხვა ინგრედიენტებია: ქსანთანის გუმი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ასპარტამი (E951), ესენცია „ტუტი-ფრუტი“, ფორთოხლის ესენცია და საქაროზა.

ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემცველობა

ცეფიქსიმა ნეოცეფი 100მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის წარმოდგენილია 60 მლ, 100 მლ და 120 მლ შეფუთვებში. ყველა შეფუთვის ზომა არ არის ბაზარზე სარეალიზაციოდ წარმოდგენილი.

 

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

ლაბორატორიოს ატრალ ს.ა. – / Laboratorios Atral, S.A.  

რუა და ესტაკაო N42

ვალა დო კარეგადო

2600-726 კასტანიერა დო რიბატეიო – პორტუგალია

 

Facebook კომენტარები