საერთო დახასიათება:

ძირითადი ფიზიკო–ქიმიური თვისებები: ოვალური, გამჭვირვალე ჟელატინური კაფსულები მოყვითლო ფერის;

გამოშვების ფორმა:

კაფსულები

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს 342 მგ ნივრის ზეთის ექსტრაქტს.

დამხმარე ნივთიერებები: სოიოს ზეთი, ჟელატინი, გლიცერინი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ნივრის ზეთი შეიცავს ბუნებრივი წარმოშობის ორ კომპონენტს – ალიცინს და გარმიცინს; ეს ნივთიერებები პრეპარატს ანიჭებს ბაქტერიციდულ მოქმედებას, ასევე ვიტამინებს A, B, C, რკინა, კალიუმი, მაგნიუმი, მარგანეცი, უჯერი ალდეჰიდები, სელენი, გოგირდი, ეთერზეთები. გამა–ლიპოლენოლის მჟავის არსებობის გამო პრეპარატი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ჰიპოლიპიდემიური მოქმედებით.

ნივრის ზეთი ხასიათდება ნაღველმდენი მოქმედებითც, ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სეკრეტორულ და მოტორულ ფუნქციას, ამცირებს დუღილის და ლპობის პროცესს ნაწლავში.

აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიურობას, ამაღლებს ორგანიზმის არასპეციფიკურ რეზისტენტობას.

ფარმაკოკინეტიკა :

არ არის გამოკვლეული.

ჩვენებები:

  • პროფილაქტიკა და მკურნალობა მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ფარინგიტის, ანგინის, ჰაიმორიტის, ქრონიკული ბრონქიტის.
  • ქრონიკული ქოლანგიტის, ქოლეცისტიტის, კოლიტის, ჩვეული შეკრულობის კომპლექსური მკურნალობა;
  • ლიპიდური ცვლის დარღვევის პროფილაქტიკა, ათეროსკლეროზის კომპლექსური მკურნალობა;
  • სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ღრძილების გასამაგრებლად, ანთების და სისხლდენის, კარიესით დაავადების შესამცირებლად.

მიღების წესი და დოზირება:

3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – 1 კაფსულა დღეში, 14 წელზე უფროსი ასაკის  – 1 კაფსულა 2–ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

გრიპის ეპიდემიის დროს, რესპირატორული დაავადებისას – 2 – 2 კაფსულა 3–ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლიობას დაავადებაზე დამოკიდებულების მიხედვით განსაზღვრავს ექიმი.

უკუჩვენებები:

* კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების პერიოდში, პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ჭარბი დოზირება:

რეკომენდირებული დოზის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კუჭის ტკივილი, რაც მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. სიფრთხილით მიიღონ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებისას (გასტრიტი, კოლიტი).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის დადგენილი.

შენახვის პირობები:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შენახვის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები