საერთაშორისო დასახელება: PERMETHRIN

მწარმოებელი: TEVA Paharmaceutical works CO LTD, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: პერმეტრინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თავისა და ბოქვენის პედიკულოზის საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი: ფლაკონში 60 მლ

1 ფლ.

პერმეტრინი ……….. 300 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნიტიფორი წარმოადგენს 0.5%-იან წყალ-სპირტიან ხსნარს, რომელიც მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს პერმეტრინს და მიეკუთვნება სინთეზურ პირეტროიდების ჯგუფს.

პრეპარატი ავლენს პედიკულოციდურ მოქმედებას. იგი სპობს წილებს, ტილებს, განსაკუთრებით თავისა და ბოქვენის ტილებს.

ფარმაკოკინეტიკა:

ნიტიფორის ხსნარი გამოიყენება მხოლოდ გარეგანად. იგი მოქმედებს ადგილობრივად. გამოყენებისას ნიტიფორი არ შეიწოვება და არ ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში.

ჩვენებები:

  • ნიტიფორი გამოიყენება თავისა და ბოქვენის პედიკულოზის აღმოსაფხვრელად.

მიღების წესი და დოზირება:

ტილების დაუყოვნებლივი განადგურება:

თმების დაბანისა და გაშრობის შემდეგ თმები კარგად უნდა დასველდეს განზავებული ხსნარით, თმების ძირებში პრეპარატის შეზელვით. ამის შემდეგ თმები უნდა გაშრეს (გაშრობის დრო დამოკიდებულია თმების სიხშირესა და სიგრძეზე). ხსნარის გაშრობის დროს პრეპარატი ავლენს ტილებისა და წილების გამანადგურებელ მოქმედებას. ამას მოსდევს თმების ჩვეულებრივი ჩამობანა და მოვლა.

! გაფრთხილება:

იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კოლექტივში განმეორებით გადადების საშიშროება (მაგ., სკოლაში, ბაღში და ა.შ.,) მიზანშეწონილია პრეპარატის გამოყენება თმების დაბანის და გაშრობის შემდეგ თმებზე მისი დატოვება. თმებზე წასმული პრეპარატი თავის აქტივობას ინარჩუნებს დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, და ამგვარად სპობს ტილებს და მათ შემდგომ გამრავლებას. ასეთ შემთხვევაში დამუშავება შეიძლება განმეორდეს თმების ყოველი დაბანის შემდეგ.

მოკლული წილების თმებიდან მოშორება ხდება ხშირი სავარცხლით ან სათითაოდ, ვინაიდან ისინი მაგრად არიან მიმაგრებული თმებზე ცემენტისმაგვარი მასალით.

ნიტიფორი წაისმევა გაანგარიშებით 10-60 მლ ერთ ადამიანზე თმების სიხშირისა და სიგრძის მიხედვით.

ბოქვენის ტილის გადადებისას:

ბოქვენის თმები კარგად იჟღინთება გაუზავებელი პრეპარატით. ამის შემდეგ თმები უნდა გაშრეს. გაშრობის დროს, კვდება როგორც ბოქვენის ტილი, ასევე წილები. ამის შემდეგ ხდება დაბანვით პრეპარატის მოშორება.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის სახით (ურტიკარია).

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატით დამუშავების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

* ნიტიფორით დამუშავება ტარდება კარგად გასანიავებელ შენობაში ან ღია ჰაერზე.

* დამუშავების პროცესში არ დაიშვება პრეპარატის მოხვედრა თვალების, ცხვირის, პირის ღრუს ლორწოვან გარსებზე. პრეპარატით დამუშავებისას აუცილებელია თვალების, ხოლო ანუსის და სასქესო ორგანოების ბამბის ტამპონით დაცვა.

* პრეპარატის ლორწოვან გარსებზე მოხვედრის შემთხვევაში, საჭიროა მათი გამორეცხვა გამდინარე წყლით.

* დამუშავების შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.

ჭარბი დოზირება:

უცნობია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

უცნობია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 5-150C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები