საერთაშორისო დასახელება:

ETHINYLESTRADIOL; DESOGESTREL

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ეთინილესტრადიოლი+დეზოგესტრელი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მონოფაზური ჰორმონული კონტრაცეპტივი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 21 ც.

1 ტაბ.

ეთინილესტრადიოლი …….      20 მკგ

დეზოგესტრელი …………….    150 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნოვინეტი უკუკავშირის პრინციპის საფუძველზე აინჰიბირებს ჰიპოთალამუსის რილიზინგ ფაქტორების და შესაბამისად გონადოტროპული ჰორმონების პროდუქციას, რის გამოც თრგუნავს ოვულაციის პროცესს. ამასთან ერთად იგი ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას და მის ტრანსპორტირებას ფალოპის მილებში.

ჩვენებები:

  • კონტრაცეპცია;
  • მენსტრუალური ციკლის ფუნქციური დარღვევა;
  • პრემენსტრუალური დაძაბვის სინდრომი.

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტს ჩაუტარდეს ზოგადი (არტერიული წნევის გაზომვა და შაქრის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში) და გინეკოლოგიური გამოკვლევა, რისკთან დაკავშირებული დაავადებების გამოსარიცხად.

მიღების წესი და დოზირება:

« პრეპარატის მიღება იწყება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს.

« პირველი ტაბლეტი ინიშნება კვირის შესაბამისი დღის მიხედვით ყოველდღიურად  21 დღის განმავლობაში.

« ტაბლეტის მიღება წარმოებს შესაბამისი დღეების მიხედვით, სანამ არ იქნება მიღებული ყველა ტაბლეტი. მიღების დღის მონიშვნა ხდება წინასწარ, შესაბამისი დღის ადგილას ფიქსირდება ფოლგა.

« მთლიანი შეფუთვის გამოყენების შემდეგ იწყება 7 დღიანი ინტერვალი, როდესაც აღინიშნება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა.

« მერვე დღეს პრეპარატის მიღება გრძელდება შემდეგი შეფუთვიდან, მიუხედავად იმისა, დამთავრდა თუ არა სისხლდენა. შეფუთვაზე არსებული ციფრები და ისარი მიუთითებენ ტაბლეტების მიღების სისწორეზე.

! პრეპარატის არარეგულარული მიღება, ღებინება, ნაწლავების დაავადება თანმხლები დიარეით, ნივთიერებათა ცვლის ინდივიდუალური დარღვევები და ასევე ზოგიერთი პრეპარატების პარალელური მიღება ხასიათდება უარყოფითი ზეგავლენით პრეპარატის კონტრაცეპტულ თვისებებზე.

! იშვიათ შემთხვევაში, თუ შესვენების დროს სისხლდენა არ განვითარდა, პრეპარატის მიღება წყდება, რომლის დროსაც საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ორსულობის გამოსარიცხად.

« თუ პაციენტს დაავიწყდა პრეპარატის მიღება დადგენილ დროს, მისი მიღება წარმოებს უახლოესი 12 საათის განმავლობაში. თუ ეს ინტერვალი აღემატება 12 საათს, აღინიშნება ღებინება ან დიარეა, პრეპარატის მიღება გრძელდება დაწყებული შეფუთვიდან, რათა თავიდან ავიცილოთ ნაადრევი  სისხლდენა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია დამატებითი არაჰორმონული საშუალებების გამოყენება ორსულობის თავიდან ასაცილებლად (გამონაკლისია კალენდარული მეთოდი და შიდავაგინალური ტემპერატურის გაზომვა). გამოტოვებული დოზა არ მიიღება. როდესაც დასრულდება დაწყებული შეფუთვა, იწყება 7 დღიანი შესვენება, რომლის დროსაც აღინიშნება სისხლდენა.

! თუ სისხლდენა არ განვითარდა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

« თუ პაციენტი იღებდა სხვა ჰორმონულ კონტრაცეპტივს, ან ხანმოკლე დროში მშობიარობის, ან აბორტის შემდეგ უნდა დაიწყოს ნოვინეტის მიღება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატის მიღების დაწყება რეკომენდებულია მეორე მენსტრუაციის პირველ დღეს. თუ სამედიცინო ჩვენების მიხედვით საჭიროა კონტრაცეპციის ნაადრევი დაწყება, პრეპარატი ინიშნება პირველი მენსტრუაციის პირველ დღეს, მაგრამ ორი კვირის განმავლობაში აუცილებელია სხვა (არაჰორმონული) ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები:

ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს:

თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, სხეულის წონის ცვალებადობა, თრომბოზები, დეპრესიული მდგომარეობა, პიგმენტური ლაქები, საშოს ინფექციები, ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება კონტაქტური ლინზების ცუდი ამტანობა, არტერიული წნევის მომატება, გამონაყარი კანზე, უჩვეულო დაღლილობა, დიარეა. ასეთი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება.

ქალებში კონტრაცეპტივის გამოყენება ხელს უწყობს გარკვეული დაავადებების განვითარებას, მაგალითად, არტერიული თრომბოემბოლიური დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი. აღნიშნული რისკი იზრდება ასაკთან და თამბაქოს ძლიერ მოხმარებასთან ერთად.

ამიტომ რეკომენდებულია თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა ქალებში 30 წლის ასაკის ზევით.

პრეპარატის მკურნალობის დაუყოვნებლივი შეწყვეტა:

ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში, პირველად განვითარებული შაკიკისმაგვარი თავის ტკივილები, თავის ძლიერი და ხშირი ტკივილები, მგრძნობელობის დარღვევა (მხედველობის, სმენის,), უჩვეულო ტკივილი ქვემო კიდურებში, მათ შეშუპება, ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი გულმკერდში ჩასუნთქვისას ან ხველების დროს, ტკივილი გულმკერდში, თრომბოზის განვითარება, სიყვითლე, ქავილი, ეპილეფსიური შეტევების გახშირება, არტერიული წნევის მომატება. ჰორმონული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება იშვიათად იწვევს ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნის განვითარებას. ძალიან იშვიათად – ავთვისებიანის, რომლებიც ცალკეულ შემთხვევაში იწვევს სისხლდენებს მუცლის ღრუში, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დამოუკიდებლად არ გაივლის. ამიტომ ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება.

! პრეპარატის მოქმედი ნივთიერება გადადის დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

! ჰორმონული კონტრაცეპტივის მიღება დაუშვებელია 6 თვის განმავლობაში გადატანილი ინფექციური ჰეპატიტის შემდეგ.

უკუჩვენებები:

ორსულობა, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, მიდრეკილება თრომბოზებისადმი, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტონია, სარძევე ჯირკვლის და ენდომეტრიუმის კიბო, მძიმე მიმდინარეობის შაქრიანი დიაბეტი, უცნობი გენეზის სისხლდენა საშვილოსნოდან, ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, სიყვითლე განვითარებული წინა ორსულობის დროს. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმის ინფორმირება აღნიშნული და სხვა დაავადებების შესახებ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა პრეპარატების მიღება (მაგალითად, ანტიბიოტიკები, ანტიკოაგულანტები, ანტიდეპრესანტები, საშუალებები, რომლებიც ამცირებენ შაქრის კონცენტრაციას სისხლში) შესაძლებელია ექიმის ინფორმირების შემდეგ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

Facebook კომენტარები