მწარმოებელი: TRIMA ISRAEL PHARMACEUTICAL

PRODUCTS MAABAROT, ისრაელი

მოქმედი ნივთიერება: ლაქტიტოლის მონოჰიდრატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ოსმოსური საფაღარათო საშუალება. ჰიპოამონიემიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ფლაკონში 200 მლ საზომი ჭიქით.

200 მლ

ლაქტიტოლის მონოჰიდრატი ……..    134 გ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა (გაუწყლოებული), გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლაქტიტოლის მონოჰიდრატი წარმოადგენს სინთეზურ დისაქარიდს, რომელიც არ ჰიდროლიზდება და არ შეიწოვება წვრილ ნაწლავში. მსხვილ ნაწლავში იშლება მოკლეჯაჭვიან ცხიმოვან მჟავებად, რაც იწვევს pH-ის დაქვეითებას ნაწლავის სანათურში, სტიმულირდება ნაწლავის პერისტალტიკა და რბილდება განავლოვანი მასები.

pH -ის დაქვეითება ხელს უწყობს NH3-სგან არშეწოვადი NH4 წარმოქმნას, რაც აქვეითებს პლაზმაში ამიაკის კონცენტრაციას. სტიმულირდება საქაროლიზური ბაქტერიების ზრდა, ითრგუნება პათოგენური ფლორის გამრავლება.

ჩვენებები:

  • ყაბზობის მკურნალობა;
  • ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მკურნალობა, მხოლოდ ექიმს დანიშნულებით.

მიღების წესი და დოზირება:

ყაბზობის მკურნალობა:

– ბავშვებში 1 წლამდე: 2.5-4 მლ ერთხელ დღეში;

– ბავშვებში 1-6 წლის: 4-7.5 მლ ერთხელ დღეში;

– ბავშვებში 6-12 წლის: 7.5-15 მლ ერთხელ დღეში;

– ბავშვებში 12-16 წლის: 15-30 მლ ერთხელ დღეში.

მოზრდილებში: 30 მლ ერთხელ დღეში.

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მკურნალობა:

დოზირება ხდება ექიმის დანიშნულების მიხედვით. დოზა უნდა შეირჩეს ისე, რომ გამოიწვიოს კუჭის მოქმედება 2-ჯერ დღეში. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

თუ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება არ აღინიშნება 7 დღეში, აუცილებელია ექიმის ინფორმირება.

მიღების წესები:

დოზირების სიზუსტისათვის გამოიყენება საზომი ჭიქა, რომელიც თან ახლავს მედიკამენტს. ერთი დღიური დოზა მიიღება საკვების მიღების დროს დილით ან საღამოს, პაციენტისთვის მოსახერხებელ საათებში.

პრეპარატი ამჟღავნებს თავის ეფექტურობას მიღებიდან რამოდენიმე საათში.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში: დიარეა, რომელიც დოზა დამოკიდებულია (დოზის შემცირებისას სიმპტომი ქრება), გულისრევა, მუცლის შებერილობა და აირების დაგროვება, სლოკინი და აბდომინალური სპაზმი. ეს გვერდითი მოვლენები ქრება მედიკამენტის მიმართ ადაპტაციის შემდგომ. თუ აღნიშნული მოვლენები შენარჩუნდა ან გაუარესდა, საჭიროა ექიმის ინფორმირება.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას:

იშვიათად: ანალური ქავილი, ღებინება, ელექტროლიტების დეფიციტის ნიშნები (უჩვეულოდ გამოხატული ადვილად დაღლა ან საერთო სისუსტე), მომატებული გულისცემის სიხშირე, გონების დაბინდვა (იშვიათად) თუ ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები განვითარდა, დაუყოვნებლივ წყდება პრეპარატის მიღება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

*  პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, გალაკტოზემია, ნაწლავის ობსტრუქცია, ნაწლავის ქრონიკული დისფუნქცია, ლაქტიტოლის შეუთავსებლობა.

*მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული ექიმის კონსულტაციის გარეშე;

* ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში;

* თუ პაციენტს აღენიშნება ან ახლო წარსულში აღენიშნებოდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

* თუ პაციენტს ჩაუტარდა ნაწლავზე ოპერაცია;

* ძლიერი აბდომინალური ტკივილების, ანალური სისხლდენის ან აპენდიციტის სიმპტომების გამოვლენისას (დაუდგენელი აბდომინალური ტკივილები, გულისრევა ან ღებინება);

* დიაბეტით დაავადებული პაციენტები.

განსაკუთრებული მითითებები:

* ყაბზობის დროს აუცილებელია სითხის მიღება, სულ მცირე 2 ლ დღეში (8 ჭიქა). ლაქტიტოლის უნიკალური ფიზიოლოგიური მოქმედების გამო სასურველი შედეგი ვლინდება მიღებიდან 2-3 დღის შემდეგ. ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას რეციდივის თავიდან აცილების მიზნით.

* ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი ლაქსატივების მიმართ დამოკიდებულება. პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყაბზობა გრძელდება რამდენიმე დღე. კუჭის მოქმედების არ არსებობა ერთი ან ორი დღე არ წარმოადგენს ჩვენებას ამ პრეპარატისათვის. ეს პრეპარატი არ გამოიყენება როგორც “ორგანიზმის გამწმენდი” საშუალება.

* პაციენტებს, რომლებიც იყენებენ ამ პრეპარატს 6 თვე და მეტი (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ჩვენებით), აუცილებელია ჩაუტარდეთ ტესტი სისხლის ელექტროლიტებზე.

ჭარბი დოზირება:

ჰიპერდოზირების შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი ღებინების ხელოვნურად გამოწვევა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– არ არის რეკომენდებული სხვა ლაქსატივებთან კომბინაცია (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე).

– ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მკურნალობის დროს დაუშვებელია ნოვოლაქსის მიღება ანტაციდებთან ან ნეომიცინთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები